მიპატიჟება შემოდგომას

ერთადერთი, რაც ამ კატასტორფულად გადატვირთულ თვეში რობოტად გადაქცევაში ხელს მიშლის, თბილისში არ დამდგარი შემოდგომაა. აი, უკვე ოქტომბრის პირველი ნაწილიც მიილია და ჩემი აივნის წინ მდგარი ერთგული შიკრიკი, ანუ უზარმაზარი, მოხუცი ხე, ისევ მწვანე სამოსს ატარებს.  ვერ ვიტან, რომ რაღაც არც იქითაა და არც აქეთ. ზაფხულის ნარჩნებისა და შემოდგომის ნაფლეთებისგან შექმნილი ამინდი, ხელს მიშლის შემოდგომურ გოგონად ვიქცე. ამიტომ, როგორც კი პატარა თავისუფალ დროს გამოვძებნი, ავდგები, გავდივარ გარეთ და შემოდგომას ვეძებ. გაბრაზებული დავყურებ ხოლმე ამ სიმწვანეს და ვხვდები, როგორ მაკლია თბილად შეფუთვა, მიმოფანტულ, ხმელ ფოთლებზე გადავლისას სასიამოვნო ხრაშუნი და სეზონის ფერებში გამოწყობილი მეეზოვები, დიდი ცოცხით რომ ცდილობენ ფოთლების გადალაგებას. მენატრება ჩემს ჰუდში ჩამალვა, ჩაი, რომელსაც შემოდგომას განსაკუთრებული გემო აქვს და წიგნი, რომლიდანაც სიტყვებ უფრო სხვანარიად იკითხება.22523961_1247919801981100_770734759_n.jpg

დღეს ტელევიზორში გამომწყვდეული სინოპტიკოსის ხმამ გამაღვიძა, ამბობდა,  აცივდებაო. მერე, ფარდა რომ გადავწიე და დავინახე, სუსხიანი ქარისგან გვერდზე გადახრილი ერთგული ხე, რომელსაც ერთ ღამეში ფერიც უცვლია, გული სიხარულისგან ამითამაშდა.

შემიძლია კიდევ უამრავი ვილაპარაკო ჩემდამი შემოდგომის სიყვარულზე და დაუსრულებლად მოგიყვეთ მისი მელანქოლიური ამბები, მაგრამ უნდა გავიქცე, ტონა სამეცადინო ამინდით დატკობას არ მაცდის.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ამ ნალოლიავებ შემოდგომას ვეპატიჟები თბილისში.

ის კი მალე მოვა.

მანამდე კი ამ თვეში, მის ძიების პროცესში ნაპოვნ, პატარ-პატარა ბედნიერებებს გიზიარებთ ❤

22384962_1943326232549844_248908568_n22414305_1847436035285524_1603146040_n22471544_1577316002332004_22190221_n22472781_1847436031952191_624464970_n22538125_1847445618617899_1207065813_n

Advertisements

ახალი დასაწყისი

ზოგჯერ როგორ ახლოს ვართ იმასთან, რაც გვჭირდება და ჩვენივე სიბრმავისა თუ გაუბედაობის გამო, როგორც ვცილდებით მას.

fdab9572721d630d49b9369006795b16

ოდესმე დაფიქრებულხართ თუ რამდენ შანსს ვუშვებთ ყოველდღე ხელიდან? რამდენჯერ ვამბობთ უარს ახალ შესაძლებლობებზე,  რამდენჯერ ვცვლით მიმართულებას მცდარი დანიშნულების ადგილამდე?

მერე ვრჩებით ასე, ხელმოცარულები, შემოდგომის ცივ ქარში და გაყვითლებული ფოთლების კორიანთელში მოსეირნეები. დავდივართ გაუთავებლად და ჩვენ თვითონვე გვიკვირს თუ რას ვეძებთ ასე თავგამოდებით. დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც მნიშნელოვანი უნდა ვიპოვოთ,  მაგრამ მისი არც სახელი გვახსოვს და არც თავდაპირველი მიზანი.

რაღაც მნიშნელოვანი, რაღაც განსაკუთრებული. 

მერე, მხოლოდ მაშინ, როცა შემოდგომის სუსხიანი ქარი თბილ ქურთუკსა და თვალებზე ჩამოფხატულ ქუდს წაგართმევს, აკანკალებული ხვდები, რომ ეს თამაში წააგე, რომ სულ სხვა ადგილას ხარ და გეზი უნდა შეცვალო, თუნდაც ეს უკან დაბრუნებას ნიშნავდეს.

როდის ვხვდებით, რომ მზად ვართ და დროა, ამ დამღლელი სეირნობის დასასრულს ვუხმოთ?

ალბათ, მაშინ, როცა რეალობას მივიღებთ და საკუთარ თავს გადავაბიჯებთ.

როდის ვიწყებთ იმ მჩქეფარე ძალის გამოყენებას, ჩვენში უხილავი წყაროსავით მაცოცხლებლად რომ მოჩუხჩუხებს?

ალბათ, მაშინ, როცა სიჩუმეში მის შხრიალს ყურს დავუგდებთ და კომფორტის ზონიდან გამოვალთ.

და ბოლოს:

როდის ვხვდებით, რომ მზად ვართ ვიღაცას წასვლის საშუალება მივცეთ?

Continue reading “ახალი დასაწყისი”

12 საშინელი სიტუაცია სოციალურ ქსელში

სოციალური ქსელი კი კარგი რამეა, მაგრამ მოდით, ერთხმად ვაღიაროთ: ხანდახან მათ გამო ისეთ სასტიკ და უხერხულ სიტუაციაში ჩავარდებით, რომ თვეების განმავლობაში სახეაჭარხლებულები დავდივართ.. ვინაიდან და რადგანაც, მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დღის უმეტესი ნაწილი დაბნეულები დაიარებიან,  არაერთხელ მოვხვდრილვარ ასეთ უსიმოვნო სიტუაციებში.

დღეს ბოროტი ფერია ვიქნები და ახლა იმ საშინელ მომენტებს გაგახსენებთ, რომლებიც დავიწყებასაც დაუღალავად ცდილობთ.

დავიწყოთ:

  1. სხვასთან გაგზავნილი მესიჯი

    როცა, საქმე სოციალურ ქსელსა და საშინელ მომენტებს ეხება, პირველი რაც მახსენდება არასწორ ადრესატთან გაგზავნილი წერილია. მე ასეთი არაერთი შემთხვევა მქონია, მაგრამ პირველი მაინც მასწავლებელთან გაგზავნილი მესიჯი მახსენდება.

    ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ტექსტურ შეტყობინებაზე უარესი შემთხვევით გაგზავნილი ფოტოა, ფოტოზე უარესი – ვიდეო, ხოლო გამანადგურებლად ცუდი -თქვენი საერთო მინაწერის “სქრინშოთი”.

         “ახლა რა გავაკეთო?”

Accidentally-Sending-Text-Person-Youre-Talking-Crap-About

2. ძველი ფოტოს/პოსტის მოწონება

ხანდახან მოწყენილობა თუ ცნობისმოყვარეობა ადამიანს გაიძულებს სხვისი სოციალური ქსელის პირად გვერდზე შეხვიდე და მის პოსტებს ჩაყვე. კი საინტერესოა, კი სასაცილო რაღაცებს აღმოაჩენ, მაგრამ ამ ცოდვისთვის აუცილებლად მოგეზღვევა, აი მაგალითად მაშინ, როცა დენიკინს დროინელ ფოტოს ან პოსტს მოიწონებ.

“რა მინდოდა?”

Continue reading “12 საშინელი სიტუაცია სოციალურ ქსელში”

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრო?

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრო?

აი, ისეთი მომენტი ძალიან დიდი ხნის შემდეგ სახსრების ტკივილს რომ გაგიყუჩებს, შენელებულ გულისცემას აგიჩქარებს და დანაოჭებულ ლოყაზე თბილი მოგონებით გაჟღენთილ ცრემლს აგიცეკვებს.

ის მომენტი, რომელიც უკან დაბრუნებას მოგანდომებს არა იმიტომ, რომ რაღაც შეცვალო, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ იგრძნო თავი მაშინდელივით.

არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მქონდეს იმაზე თუ როგორი მინდა დამამახსოვრდეს საკუთარი თავი, უყოყმანოდ 2017 წლის თორმეტ აგვისტოს ავირჩევდი. მინდა, დავიმახსოვრო ის უზარმაზარ მდელოზე, საყვარელი მიკი მაუსის ჰუდით, უახლოეს მეგობრებთან, ვარსკვლავთცვენის შემყურე. იმ ღამის ცაზე საოცარი, ლამაზი და მხატვრული არაფერი მინახავს.

Continue reading “რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მომენტი სამუდამოდ დაიმახსოვრო?”

გასეირნება მთვარესთან

იმ ღამეს ძალიან უჩვეულო ცა დამხვდა. აი, ისეთი ვან გოგის ნახატებში რომ არის: ლამაზი, მომაჯადაობელი და განსაკუთრებული. ფერების საოცარმა შეხამებამ სუნთქვა შემიკვრა. მონასმები ისე იყო დახატული, რომ გამიძნელდა გამერჩია თუ სად იყო ზღვარი მიწასა და ცას შორის. ალბათ, ოთარ ჭილაძემ სწორედ ამგვარ პეიზაჟზე თქვა, ცა მიწიდან იწყებაო.

იმ ღამეზე არტისტული და მხატვრული ცა, აქამდე არსად შემხვედრია.  ღმერთმანი, ის ოხერი მთავრეც ისე კაშკაშებდა, თუ დააყურადებდით “მთვარის სონატასაც” კი გაიგებდით. ასე ძლიერად არასდროს მომდომებია, რომ ხატვის ნიჭი მქონოდა (ეს გარკვეულწილად ჩემი ტელეფონის სულელური კამერის დამსახურებაცაა, რომელმაც ვერ შეძლო ამ პეიზაჟის დაფიქსირება). imagen-starry-night-by-van-gogh-1ori.jpg

ჰოდა იმ საღამოს, ასეთი სილამიზის შემსწრემ, თავს რატომღაც დავაჯერე, რომ იმ განსაკუთრებული ცის ქვეშ, განსაკუთრებული ამბები უნდა მომხდარიყო. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩვევაა:უსაფუძვლო მოლოდინის შექმნა ყველგან და ყოველთვის. მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ეს მოლოდინი აღმოჩნდა პირველი, რომელიც გამართლდა: განსაკუთრებული ამბავი მოხდა Continue reading “გასეირნება მთვარესთან”

მოდით, კევინზე ვილაპარაკოთ

“მათ მტკიცედ განიზრახეს კევინში რაიმე მექანიკური დეფექტის პოვნა, რადგან გატეხილი მანქანის შეკეთება უფრო ადვილია“

მოგროვდით, ცოტა ხნით გვერდით გადადეთ ყველანაირი საქმე, კარგად მოთავსდით და სულ რამდენიმე წუთი დამითმეთ.ზოგადად, ბლოგზე კომენტარებისთვის და დისკუსიებისთვის არ ვიხვეწები, მე მხოლოდ მოსმენას ვითხოვ ხოლმე,  მაგრამ ახლა საუბარი ნამდვილად მჭირდება. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ჩემთვის და თქვენთვის, არამედ საერთოდ ყველასთვის. ამიტომ, მოდით, დღეს კევინზე დავილაპარაკოთ.

კევინ კაჩადურიანი – თუ ეს სახელი და გვარი გეცნოთ, მაშინ, სავარაუდოდ, წაკითხული გაქვთ ლაიონელ შრაივერის წიგნი “კევინზე უნდა დაგელაპარაკო” (ან ნანახი მაინც მასზე დაფუძნებული ფილმი, ეზრა მილერისა და ტილდა სუინტონის შესრულებით). მე კითხვა ახლახანს დავასრულე და თუ თქვენც გაგივლიათ მთლიანი ეს საოცრად დამთრგუნველი კითხვის პროცესი, ალბათ მიხვდებით, როგორ მდგომარეობაშიც ვარ.

კევინზე უნდა დაგელაპარაკო - ლაიონელ შრაივერი-ის სურათის შედეგი
წიგნის ქართული გამოცემა, არაჩვეულებრივი გარეკანით ❤ გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური ფასი: 19.90

წიგნი ევა კაჩადურიანის მიერ დაწერილი წერილებითაა აგებული, რომელსაც თავის მეუღლეს – ფრანკლინს წერს. მას შემდეგ, რაც მათ შვილი – კევინი, სკოლაში მასიურ ხოცვა-ჟლეტას მოაწყობს, ევასთვის ყველაფერი შეიცვლება. ტრაგედია ძალიან რთულ, სასიცოცხლოდ მნიშნელოვან კითხვებს ტოვებს, ევა კი ცდილობს გულწრფელად მოყვეს მისი ისტორია, შეაგროვოს ყველა ფაქტი და საბოლოოდ გაერკვეს თუ ვინ არის მისი შვილი, რატომ მოიქცა ასე და სად დაუშვა შეცდომა.

აი, პირველი კითხვა: მოძალადეები იბადებიან თუ ხდებიან? კევინი თავიდანვე  პრობლემატური ბავშვი იყო. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მკითხველი ისტორიას მთლიანად ევას თვალთახედვით ეცნობა, ამიტომ შეიძლება გარკვეულ მომენტებში გაზვიადებულიც კი იყოს რაღაცები, მაგრამ სიცრუეში ნამდვილად ვერ დავდებთ ბრალს. მთავარია, ფაქტები გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება კევინი პრობლემატური ყოფილიყო, მაგრამ, კარგით რა,  ყველა პრობლემატური ბავშვი არ ხდება მასობრივი მკვლელი. რა თქმა უნდა, შეიძლება მათი გამოსწორება, თუ ნიშნებს შევნიშნავთ და რაც მთავარია, ვაღიარებთ რომ პრობლემა არსებობს.

ამასობაში მეორე თემასაც მივადექით: აღიარება და რეალობასთან თვალის გასწორება. (ფრანკლინ, გესმის?) მე თუ მკითხავთ, ეს ამბავი ევას ბრალი სულაც არ არის. ერთადერთი, რაც მან დააშავა ისაა, რომ ზედმეტად შეიყვარა ქმარი და ვერ მოახერხა საკუთარი აზრის გატანა. აი, ფრანკლინი კი…. მისი პერსონაჟი იმას ამტკიცებს, რომ ილუზიაში ცხოვრებას სავალალო შედეგები მოჰყვება. სწორედ ეს სავავალო შედეგია ის ხუთშაბათი, ანუ კევინის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა. ამ შემთხვევაში, “ბედნიერი ოჯახის” ილუზიასთან გვაქვს საქმე. ფრანკლინი ცდილობდა, ამ “ბედნიერი ოჯახის” სტანდარტებს მორგებოდა. ის ერთი შეხედვით იდეალური მამის ყველა კრიტერეიუმს აკმაყოფილებდა, მაგრამ ფრანკლინი არაჩვეულებრივი მამა იყო არა კევინისთვის, არამედ მის გონებაში შექმნილი კევინის იდეალისთვის. აი, ესაა პრობლემა.

ევასა და კევინის ურთიერთობა ცალკე საინტერესო თემაა. ევა თავიდანვე აღიარებს, რომ საკუთარი შვილი სძულს. გაჩენისთანავე უარვყავი, ისე როგორც მან მეო, ამბობს. საინტერესოა, ეს დედაშვილური სიყვარული საერთოდ რა მცნებაა. ალბათ, ჩვეულებრივ, ბავშვის დაბადებიდანვე წარმოიქმნება ხოლმე რაღაც განსაკუთრებული კავშირი დედასა და შვილს შორის, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს კავშირი უბრალოდ არ ჩნდება? შვილის ვერ სიყვარული შესაძლებელია? თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოზარდ კევინს უყვარდა ევა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც კი არ არიდებდა თავს რეალურ კევინს, არამედ უპირისპირდებოდა და ცდილობდა, გაერკვია თუ ვინ იყო მისი შვილი(ამას რამდენიმე ეპიზოდიც ადასტურებს). 

რაც შეეხება თვითონ კევინს…. ავტორი ამბობს, ისეთი პერსონაჟის შექმნა მინდოდა,რომლის შეყვარებაც ძალიან რთული იქნებოდაო. ლაიონელ შრაივერმა ეს შეძლო. იმიტომ, რომ დასაწყიში ისეთი ძლიერი სიძულვილი ვიგრძენი, მე თვითონ გამიკვირდა. მაგრამ გაიზარდა კევინი და სიძულვილი შეცოდებამ ჩაანაცვლა. თავიდან კინაღამ დავკარგე იმის რწმენა, რომ ყველა ბოროტი ადამიანი გულის სიღრმეში კეთილია, მაგრამ არა, რა. კევინი, რაც არ უნდა ნიჰილისტურად მოიქცეს, რაც არ უნდა მყარი გულგრილობის ნიღაბი ატაროს, მაინც იგრნძობ მის ტანჯვას, მოუსვენრობას, რაღაცის მუდმივ ძიებას და დილემას საკუთარ თავთან.  ის უმიზნობის განცდითაა შეპყრობილი და შურს ყველა იმ ადამიანის, რომელსაც რაღაც მისწრაფება გააჩნია. აბა, მითხარით, რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში? მოკლედ, ვკითხულობდი და მეცოდებოდა. ბოლო სცენაზე კი ტირილისგან თავი ვეღარ შევიკავე. ვეღარ მოვითმინე, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგიზმია ამ ამბავში.

მე არ ვარ მშობელი, მოზარდი ვარ. ვერ გეტყვით, როგორია, როცა საკუთარი შვილი გყავს, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. შეიძლება ცუდად მოვიქცეთ, ძალიან ცუდად, თქვენ ან სხვას ვავნოთ, ზურგი გაქციოთ, შეგიძულოთ, ზღვარს გადავცდეთ, მაგრამ გთხოვთ, არასდროს დაგვტოვოთ. არ დაგვტოვოთ, რადგან ყველა ჩვენგანში ცხოვრობს კევინ კაჩადურიანი და ელოდება, როდის უარყოფთ, რომ მზის სხივზე, სამყაროსთან საბრძოლველად გამოვიდეს. ჩვენ ზუსტად იმ მომენტში გვჭირდება სიყვარული და თანადგომა, როცა ყველაზე მეტად ვიმსახურებთ ზურგის შექცევას და  სიძულვილს. ჩვენ მუდმივად ვეძებთ რაღაცას, ამიტომ თუ გაგვიშვებთ, წავალთ.

კევინის ამბავი ასეთია – შეძრწუნებულს, შინაგანად გაბზარულს და თავზარდაცემულს დაგტოვებთ. მაგრამ არ აარიდოთ თავი, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ისტორიის დაწვრილებით შესწავლა. წაიკითხეთ ეს წიგნი და წააკითხეთ სხვებს: მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, მეზობლებს… წაიკითხეთ, შეიკრიბეთ, დასხედით და მერე გააკეთეთ ის, რაც თავის დროზე ევასა და ფრანკლინს უნდა გაეკეთებინათ – კევინზე დაილაპარაკეთ.

 

 

მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე

–  დღევანდელზე ვფიქრობ

– მე კიდევ ამ წამის დამახსოვრებას ვცდილობ, – ვპასუხობ და მანქანის გარეთა სარკეში მის გამოსახულებას ვაკვირდები. ვატყობ, მოეწონა ეს იდეა – ბედნიერი მომენტების დამახსოვრების იდეა. მართლაც საოცარი დღე იყო. ისეთი, რომელიც სამუდამოდ დაიდებს ბინას ჩვენი გონების ყველაზე ნათელ ადგილას.

უკვე დაგვაღამდა. მანქანა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მსუბუქად მისრიალებს. ფანჯარა ჩამოწეული გვაქვს, ქარი მსუბუქად გვეფერება სახეზე და გაშლილ თმებს გვიფრიალებს. წერტილებად განათებული თბილისი მოციმციმე ციცინათელებს მაგონებს და სიმშვიდეს მგვრის. დინამიკებში გაჟღერებული მუსიკა, რომელიც არასდროს ჩუმდება, საოცრად ერგება ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას.

ნატა ბედნიერია. მეც.

ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ თუ უკან მივიხედავ, საოცრად გრძელ, უსასრულო გზას დავინახავ. გზას, რომელიც ერთად გამოვიარეთ.19075288_1713082345387561_955954111_n

მანქანის გარეთა სარკეში რაღაც წამიერად ელავს. ახლა, მკაფიოდ, იმ მზიან დღეს ვხედავ, როცა სულ პატარები ვიყავით და როცა, ერთმანეთს პირველად შევხვდით. მაშინ, არც მე, ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინეს, და არც ნატას, ფერადი “შპილკებით” მოთამაშეს, წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ეს ორივე ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი იქნებოდა. ყველაფერი წამიერად მოხდა: ნატას უცნაურმა “სათამაშომ” ჩემ უკან ჩამოიქროლა, მე მივიხედე და ჩვენი ამბავიც დაიწყო. შემდეგ ამ გრძელი გზის გასავლელად, ერთად ჩავსხედით მანქანაში და დღემდე მივდივართ წინ.

თავს ბევრი რამ გადაგვხდა, ძალიან ბევრი. იყო ცუდი ეპიზოდებიც, პატარ-პატარა ჩავარდნებიც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო ბედნიერი, მხიარული და სასიამოვნო წამები. ჩვენს ურთიერთობაშიც გამოჩნდა ჩემი უცნაური, ანუ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან დაახლოების, თვისება. რა ვქნა და ასე უფრო საინტერესოა ყველაფერი. ყველანაირი ასპექტით განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც საკმარისი საერთო აღმოვაჩინეთ თუ გავიჩინეთ, ამიტომ ნამდვილად შესაშურად გვაქვს საქმე, რადგან ერთმანეთს საოცრად ვეწყობით. აქ წესით, თავის დასაზღვევად, ხეზე სამჯერ უნდა დავაკაკუნო და ყოველგვარი ბოროტი თვალი ავირიდო, მაგრამ  არაფერსაც არ ვაკეთებ, პირიქით უდარდელობას ვინარჩუნებ: გინდ ავი თვალი მოვიდეს და გინდ ყველაზე სასტიკი გველეშაპი გამოუშვით – ჩვენს ურთიერთობას იმდენად მყარი ფესვები აქვს, რომ ვერაფერსაც ვერ დააკლებს. ასე დარწმუნებული, ალბათ, არასდროს ვყოფილვარ.იეს.jpg

როცა, მორიგი მოსახვევი გავიარეთ, იმაზე დავფიქრდი თუ როგორი ვიქნებოდი დღეს, ნატას რომ არ შევხვედროდი. უცებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს დემენტორები მიახლოვდებიან. საშინლად მაკანკალებს. “ექსპექტო პატრონუმ”- სასწრაფოდ ვჩურჩულებ და ვცდილობ, ყველაზე ბედნიერი წამები წარმოვიდგინო. თუმცა გონების დაძაბვა არ მჭირდება, რადგან ბედნიერება წინა სავარძელზეა. ამიტომ, უბრალოდ თვალებს ვახელ და ნატას გამოსახულებას ვაკვირდები. გულზე მეშვება – დემენტორები მაშინვე ქრებიან.

რაღაცნაირად სიამაყით ვივსები უკან გახედვისას. იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი წარმავალია და სადაც, სიყალბე ბატონობს, ძალიან რთულია, შეინარჩუნო ნამდვილი მეგობარი ამდენი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ჩვენს ასაკში. ნატასთან არაფრის კეთებაც კი ყველაზე საიამოვნოა და წარმოუდგნელად მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს.

10 წელია აქ ვართ, ამ მანქანაში. მიხვეულ-მოხვეულ გზებს გავდივართ და ვცდილობთ, ყოველი წამი მოვიპაროთ, ყოველი მომენტი დავიმახსოვროთ.

ერთადერთი, რასაც ჩვენი მეგობრობის ოქროს დაბადების დღეზე ვისურვებდი ისაა, რომ არასდროს ჩავიდეთ სხვადასხვა გაჩერებებზე. ვიაროთ დაუსრულებლად და გვქონდეს მხოლოდ ერთი, საერთო, გაჩერება, სადღაც შორს, გზისა და ცის დასალიერზე.

 

 

This slideshow requires JavaScript.

“სამყაროს ბლოგი”უკვე ორი წელია  ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. სწორედ ამ ბლოგმა აქცია ჩემი ოცნებები მიზნებად. შევქმენი, იმისთვის, რომ ვწერო გაუთავებლად და მერე შედეგი დავინახო ჩემსავე ნაწერებში. მინდა, ყველა სხვა ბლოგერი გავიცნო და წავიკითხო სხვების ნაშრომებიც.

და მე?არაფერი ისეთი-უბრალო გოგონა ვარ, სამყაროზე შეყვარებული.  ყველაზე მეტად გულრწფელობას ვაფასებ, ამიტომ შევეცდები, ჩემი ბლოგიც ისეთი ნამდვილი იყოს, როგორიც საჭიროა.

წერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა შეგიძლია ის გადმოცე, რასაც რეალურად განიცდი.  მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაგარია, როცა შენი დაწერილი სიტყვებით სხვების სულთან დაკავშირება შეგიძლია. ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვარ, როცა ვცდილობ საკუთარი წერის სტილი აღმოვაჩინო, კარგად გავერკვე თუ რა მინდა და რა მომწონს. .ჰოდა, ამიტომ დავწერ და დავწერ, ასე დაუსრულებლად. ზოგჯერ გამომივა, ზოგჯერ არა.

მოკლედ, მე ვიწყებ. თქვენ კი გაიღიმეთ და წარმატებები მისურვეთ 🙂

გახსოვს, ცაში ბოლოს როდის აიხედე?

შენ დაუსრულებლად დარბიხარ, არასდროს ჩერდები – არც მაშინ, როცა გწყურია, არც მაშინ, როცა ამოსუნთქვა გჭირდება. დარბიხარ და იმის ილუზიაში ცხოვრობ, რომ რაღაცას აკეთებ, საკუთარ კვალს ტოვებ, წინ მიიწევ და მწერვალსაც უახლოვდები. მაგრამ მერე, ერთხელაც, როცა ირგვლივ მიმოიხედავ, აღმოაჩენ, რომ ის შენობები, ის ხეები, ის მანქანები, ადრეც შეგხვედრია. აღმოაჩენ, რომ წრეზე დარბიხარ. და მერე შეეკითხები საკუთარ თავს: ” აქ რას ვაკეთებ?” და არ იქნება არანაირი პასუხი. არანაირი პასუხი უზარმაზარ სამყაროში, პატარა კითხვაზე.

მითხარი, გახსოვს, ცაში ბოლოს როდის აიხედე?

არა, არ გახსოვს. არ გახსოვს, იმიტომ რომ თავჩარგული დარბოდი და  ზედმეტად დაკავებული იყავი სხვა მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების კეთებით.

მონოტონურობა, მეგობარო. ეს მღრნელი მონოტონურობა… ვერც კი გრძნობ, როგორ ნელა გჭამს და გაუფერულებს.

რუტინული დღეები, პარაზიტი ერთფეროვნებითა და ყოველდღიურობის დაჟანგული ჯაჭვით.

და ობობის ქსელებში გახვეული შიში.

მათ შენ ცა წაგართვეს, გესმის?

ჰოდა ერთი წუთით, ერთ წუთით მაინც გაჩერდი და ცაში აიხედე. შეხედე ვარსკვლავების ციმციმს და მოუსმინე მათ ჩურჩულს.

ცაში აიხედე და საკუთარ თავს ჰკითხე: ცხოვრობ თუ არსებობ?

cf299fc39a7a68ce7cfd1513c581af36

“რა გინდა, გოგო, ფეხბურთზე?!”

ეს ბოლო პერიოდი წარმოუდგენლად ჩახლართული გამოდგა. ჩემი ერთფეროვანი ყოველდღიურობისთვის შეუფერებელი, ზედმეტად საინტერესო ამბები გადამხდა თავს. მინდოდა თუ არა ეს,  სიახლეების ქარიშხალში მოვყევი, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანსა და პრობლემატურ სიახლეზე მოგიყვეთ – ფეხბურთის სფეროში დაბრუნებაზე.

მოკლედ, მაგარი უცნაური ვინმე ვარ. იმდენად უცნაური, რომ მე თვითონ მიკვირს ჩემი ბოლოდროინდელი ქცევების (ალბათ, მორიგი თავის ტრავმის შედეგია). ჩემს მორცხვ და კომპლექსიან მხარეს დავუპირისპირდი, გამბედაობა მოვიკრიბე და ერთწლიანი პაუზის შემდეგ მშობლებს გამოვუცხადე, ფეხბურთის ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი. რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი – დედასგან წამშივე წამოვიდა წინააღმდეგობა. მაგრამ მტკიცედ მქონდა (და მაქვს) გადაწყვეტილი, რომ დათმობაზე აღარ უნდა  წავსულიყავი. ამიტომ, წინასწარ მომზადებულ-ჩამოწერილი ყველანაირი არგუმენტის გამაბათილებელი კონტრარგუმენტები, ფარივით ავიფარე სახეზე და დიდი ძალისხმევით სპორტის სავარჯიშო დარბაზამდეც მივაღწიე. ჰოდა საკუთარი თავით აღტაცებულმა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ერთი ჭეშმარიტება, რაც ამ ქარიშხალში აღმოვაჩინე- ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოგწონს.

სამწუხაროდ, საქართველოში გოგო და ფეხბურთი არასასურველი კომბინაციაა. კიდევ უფრო სამწუხაროდ, მეც გავუსინჯე ამგვარი არჩევანის შედეგებს გემო და  გულწრფელად გეტყვით, რომ  ჩემს გაკეთებულ ბორშზე უფრო საშინელია. შარშანწინ, როცა ვთამაშობდი, ყველაფერი ადვილად იყო. უფრო მეტ არასასიამოვნო კომენტარს ბიჭებისგან ვიღებდი, ვიდრე გოგოებისგან. წელს პირიქითაა. ალბათ, იმიტომ, რომ გავიზარდეთ და ახლა უფრო ბევრი რამე “ტეხავს”. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, რაღაც სისულელეები კი არა, ის უნდა “ტეხავდეს”, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არ შეგვიძლია.

ამ თემაზე წამოსული კომენტარები ხშირად საერთო შინაარს ატარებენ, თუმცა სამწლიანი დაკვრივების შემდეგ, ერთი გამაღიზიანებელი თვისება აღმოვაჩინე: ვერ გაიგებთ ფრაზებს, როგორიცაა- “რა გინდა ფეხბურთზე?!” ან “ფეხბურთს რატომ თამაშობ?!”. სამაგიეროდ უხვად მოისმენთ უხეშად კორექტირებულებს ანუ: “რა გინდა, გოგო, ფეხბურთზე?!” და “ფეხბურთს რატომ თამაშობ, გოგო?!” . UGH.  რატომ არის ასეთი რთული გასაგები? იმიტომ ვთამაშობ, რომ მომწონს. თქვენც ხომ მოგწონთ რაღაცის კეთება? აი, მაგალითად, მოგწონთ ველოსიპედის ტარება და ყოველ შაბთ-კვირას, ველოსიპედით სეირნობთ. მოგწონთ კომპიუტერული თამაშები და დღეებს კომპიუტერთან თამაშში ატარებთ. მოგწონთ შოპინგი და შოპინგზე ხშირად დადიხართ. აქაც იგივეა – მომწონს ფეხბურთი და ფეხბურთს ვთამაშობ. ელემენტარულია, უოტსონ.soccer-blue-dark

უკვე მოძველდა ხუმრობები, რომლებიც აღწერენ ჩვენს “უუნარობას”, ბურთს ფეხი სწორად დავარტყათ. ასევე მოსაბეზრებელია, უფანტაზიო ადამიანების მიერ, არტისტულად აღწერილი სცენა, სადაც გოგონა მატჩისას ფრჩხილს იტეხს. მესმის, მართლა მესმის, რომ ნაკლებად პოპულარულია ამგვარი ამბები საქართველოში, მაგრამ  რაც იშვიათი და შედარებით უცნობია, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. მარტო ფეხბურთზე არაა საქმე, ჩვენს ჩვევაშია, რომ სიახლეები მიუღებლად მივიჩნიოთ. Continue reading ““რა გინდა, გოგო, ფეხბურთზე?!””