ბლოგის შესახებ

“სამყაროს ბლოგი”უკვე ორი წელია  ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა. სწორედ ამ ბლოგმა აქცია ჩემი ოცნებები მიზნებად. შევქმენი, იმისთვის, რომ ვწერო გაუთავებლად და მერე შედეგი დავინახო ჩემსავე ნაწერებში. მინდა, ყველა სხვა ბლოგერი გავიცნო და წავიკითხო სხვების ნაშრომებიც.

და მე?არაფერი ისეთი-უბრალო გოგონა ვარ, სამყაროზე შეყვარებული.  ყველაზე მეტად გულრწფელობას ვაფასებ, ამიტომ შევეცდები, ჩემი ბლოგიც ისეთი ნამდვილი იყოს, როგორიც საჭიროა.

წერა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა შეგიძლია ის გადმოცე, რასაც რეალურად განიცდი.  მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მაგარია, როცა შენი დაწერილი სიტყვებით სხვების სულთან დაკავშირება შეგიძლია. ჯერჯერობით იმ ეტაპზე ვარ, როცა ვცდილობ საკუთარი წერის სტილი აღმოვაჩინო, კარგად გავერკვე თუ რა მინდა და რა მომწონს. .ჰოდა, ამიტომ დავწერ და დავწერ, ასე დაუსრულებლად. ზოგჯერ გამომივა, ზოგჯერ არა.

მოკლედ, მე ვიწყებ. თქვენ კი გაიღიმეთ და წარმატებები მისურვეთ 🙂

Advertisements

12 thoughts on “ბლოგის შესახებ

  1. გამარჯობა.
    სულ მაინტერესებს ხოლმე ახალი ბლოგერები. მე უკვე დავბერდი მგონი. 8 წელი გახდება ოქტომბერში :)))
    დიზაინი არ მომწონს, მაგრამ იმედია ალღოს რომ აუღებ აქაურობას, მერე დახვეწ. ისე კი, რაღაც პოსტები წავიკითხე და მომეწონა მოკლედ. აბა შენ იცი წარმატებები.

    Liked by 1 person

    1. მადლობა ❤ დიზაინს რაც შეეხება ბევრჯერ შევცვალე და ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს საბოლოოდ როგორი იქნება.
      გამიხარდა ახალი მკითხველის გამოჩენა ❤❤ 🙂

      Like

      1. მეც გამიხარდი ^_^ აბა შენ იცი.
        ჰო, რაღაც თვალს წრის ცუდად და ეგაა. არაერთ ქართველ ბლოგერს დაუწერია ტუტორიალი, როგორი უნდა იყოს ბლოგი.

        Liked by 1 person

  2. გამარჯობა! კეთილი იყოს შენი ფეხი/მაუსი ვორდპრესზე! ახალი მეზობელი მყავს შენი სახით! გეტყობა, რომ ბლოგინგი ახალი ხილია შენთვის, ჰოდა, კარგად რომ გაუგებ გემოს იმედია უფრო მოგეწონება და არა პირიქით. ვიზუალს რაც შეეხება, არც მე მომწონს, მაგრამ, დროთა განმავლობაში უკეთესი იქნება დარწმუნებული ვარ. წარმატებები! ❤

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s