Hello World!

გამარჯობა!

ეს ჩემი ბლოგია და მე ამ ბლოგის შემქმნელი მარი ვარ.  ბლოგზე დაიდება ჩემი “შემოქმედებები”. თავად მე ძალიან ჩვეულებრივი გოგონა ვარ, რომელიც ოცნებობს, რომელიც შრომობს, რომელსაც სჯერა, რომელიც ტკბება ცხოვრებით ყველაფრის მიუხედავად, რომელიც კითხულობს და რომელიც წერს. პატარაობიდან ვწერდი და ჩემს მასწავლებლებს ან მშობლებს ვაჩვენებდი. ყოველი კომპლიმენტი მაძლევდა დიდ სტიმულს, რომ წერა გამეგრძელებინა და გავაგრძელე კიდეც. აი, წამოვიზარდე და გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაწერები სახალხოდ გამომექვეყნებინა და ჩემი აზრი ქართველი ხალხისთვის გამეზიარებინა. სტატიების და მოთხრობების სახალხოდ გამოქვეყნება ამ წელს დავიწყე. ჩემი პირველი სტატია, რადიო თავისუფლების “თავისუფალ სივრცე”-ში გამოვაქვეყნე. მომეწონა, რომ უამრავმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრი თბილი სიტყვა მივიღე… და ყველაზე მეტად მაინც უცხო ხალხის კომენტარებმა გამახარა, ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო! ჩემ ნაწერს კითხულობდა უამრავი ადამიანი და შემდეგ წერდნენ კომენტარებს. საერთოდ ყოველთვის მახარებს თითოეული კომენტარი, იქნება ეს კომპლიმენტი თუ შენიშვნა.

ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანის რჩევით გადავწყვიტე ბლოგის შექმნა. ეს ადამიანი მე ძალიან დამეხმარა ბევრ რამეში და საჯაროდ ვუხდი მადლობას ^_^ (მიხვდება ვისზეც ვლაპარაკობ :)) დიდი ხნის ბჭობის შემდეგ გადავწყვიტე შექმნა, რადგან ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი იქნებოდა ეს სწორი თუ არა, შევძლებდი თუ არა….  “ვითომ რატომ ვერ შევძლებ?!”- გავიფიქრე, გავხსენი ლეპტოპი და ჰოპ!. აი ასე მოკლე ხანში, რამდენიმე დაკლიკებით გაჩნდა ინტერნეტ სივრცეში “სამყაროს ბლოგი”. თუმცა, ყველაზე დიდი ხანი სახელზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო ორიგინალური და საინტერესო. ჩემმა უფროსმა მეგობარმა მირჩია: “დაარქვი ისეთი რაც შენთან ყველაზე ახლოსაა”. რა არის ჩემთან ყველაზე ახლოს თუ არა თვითონ  სამყარო? 🙂 აი, ამიტომაც დავარქვი “სამყაროს ბლოგი”.

ბლოგზე ბევრ, სხვადასხვა და საინტერესო რაღაცებს წაიკითხავთ. მიყვარს კითხვა და ამიტომ  ხშირად იხილავთ წიგნების განხილვას. დავდებ ჩემს მიერ დაწერილ მოთხრობებს და გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე.

ცოტა ვნერვიულობ, რადგან იყო ბლოგერი – არ არის ადვილი (ამას პირველი პოსტის დაწერის თანავე ვხვდები).  აბა, წარმატებები მისურვეთ! იმედია კარგად შევეწყობით ერთამნეთს… 🙂large (7)

Advertisements

2 thoughts on “Hello World!

  1. წარმატებებს გისურვებ მარი!!! ახალი ბლოგერების გამოჩენა ძალიან მახარებს ყოველთვის.
    ეს ბლოგი კი ზუსტად შენი იმ უფროსი მეგობრის წყალობით ვნახე, რომელიც პოსტში ახსენე და ძალიან მიყვარს.

    სიამოვნებით წავიკითხავ შენს “შემოქმედებებს” 🙂

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s