“გიკი გოგო” ჰოლი სმეილი

„გიკი გოგო“ ლიბერთინსისის მორიგი წიგნია. წიგნის აქციაზე უამრავი ადამიანი მივიდა.ინტერნეტში კომენტარებს  გადავხედე: წიგნმა მკითხველებში მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ, მეც გადავწყვიტე შემეძინა და ჩემი სუბიექტური აზრი გამომეხატა. ”გიკი გოგო”ადვილი ენითაა დაწერილი, ადვილად  იკითხება, ჩამთრევი ისტორიაა  და ამიტომ კითხვა ორ დღეში დავასრულე. თუმცა სანამ წიგნს შევიძენდი, კარგად გავარკვიე სიტყვა „გიკი“-ს მნიშვნელობა.

თვითონ სიტყვა „გიკი“ (ინგლ. GEEK) ნიშნავს ისეთ მოზარდს, რომელიც სწავლობს, კითხულობს ბევრს, იცის ბევრი და საერთოდაც არის ძალიან ჭკვიანი  (ჟარგონულად, რომ ვთქვა, საქართველოში ასეთ გოგონებს ე.წ „შკოლნიკებს“ უწოდებენ). სწორედ ასეთია ჰოლი სმეილის მიერ დაწერილი „გიკი გოგო“-ს მთავარი პერსონაჟი, 15 წლის ჰარიეტ მანერსი. ჰარიეტ მანერსი გიკია და ამას არც მალავს. ჰყავს საუკეთესო მეგობარი ნატი, რომელიც მოდელობაზე ოცნებობს. თვითონ ჰარიეტს საერთოდ არ აინტერესებს მოდა და შოპინგზე წასვლაც კი ეჯავრება.  არც გამორჩეული ჩაცმის სტილი აქვს და ძალიანაც მოსწონს თავისი მაისური, რომელზეც „ვინი პუხი“ და ვირი “იო-იო” არის გამოსახული. ჰარიეტს ბევრი ადამიანი ვერ იტანს და მიზეზი მხოლოდ მისი სტატუსია. მისი თანაკლასელების აზრით,  გიკ გოგონებთან მეგობრობა სირცხვილია. არ მეგობრებენ ჰარიეტთან, რადგან არ აქვს კარგი ჩაცმის სტილი, რადგან კარგი ნიშნები ჰყავს, რადგან ბევრი იცის და რაღა თქმა უნდა, რადგან გიკია….  თუმცა  მაგია მაშინ ხდება, როდესაც არ ელოდები და სწორედ ერთ დღეს, ჰარიეტს სამოდელო სააგენტო შეამჩნევს და მოდელობას შესთავაზებს.  რა თქმა უნდა, ჰარიეტს არ უყვარს მოდის სამყარო, მაგრამ ეს მისთვის არის ერთადერთი შანსი, რომ გარდაიქმნას და შეიცვალოს. მისი აზრით,  თუ გახდება მოდელი, ყველაფერი შეიცვლება: გაუჩნდება ბევრი მეგობარი, შეიყვარებს ბევრი და სიძულვილი გაქრება. ეს ხომ მის ცხოვრებას, რადიკალურად შეცვლის?! თუმცა, ჰარიეტი არჩევანის წინაშე დგება: ან გახდეს მოდელი, შეცვალოს ცხოვრება, გაიჩინოს მეგობრები, მაგრამ დაკარგოს საუკეთესო მეგობარი და თან წაართვას ოცნება ან დარჩეს გიკად, იცხოვროს სიძულვილში, მაგრამ ჰყავდეს საუკეთესო მეგობარი. ასეა  თუ ისე, დიდი ხნის ბჭობის შემდეგ ჰარიეტი მოდელობას ცდის.  მაგრამ იყო მოდელი, არ არის ჩვეულებრივი საქმე, შეძლებს კი ჰარიეტი ამხელა გარდასახვას, გადაიქცეს ჩვეულებრივი გიკიდან, ლამაზმანად?

c2c55474d0.images.new_photo.SAERTO.109190282321418902895428344608738173812572n
ფოტო ჰოლი სმეილის თვითერიდან

თვითონ წიგნის ავტორი-ჰოლი სმეილი თბილი ადამიანია. ყოველთვის პასუხობს ფანებს და ქართველი მკითხველით აღფრთოვანებულია. მან ქართველებს თვითერის საშუალებით, ერთი თბილი ფოტო და უამრავი თბილი სიტყვა მიუძღვნა

წიგნის ქართული გამოცემა
წიგნის ქართული გამოცემა

—–>
საქართველოშიც ბევრჯერ შევსწრებივარ ბულინგის სცენებს. საქართველოშიც ბევრი კიკინებიანი, ფრიადოსანი გიკი შემხვედრია და ვხედავდი როგორ ტიროდნენ უბრალო სიტყვების გამო. ყოველი დილა სკოლაში, მათთვის სასჯელი იყო. მაშინ პატარა ვიყავი. იცით, როგორ მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა, რომ მეც მინდოდა მათნაირი სათვალე? როგორ მინდოდა მათნაირი კიკინები? ისინი კეთილები იყვნენ. წამოვიზარდე და უფრო ხშირად ვნახულობდი მათ დაჩაგრვას, ყოველთვის გულზე ნადებივით მქონდა მათი გასაჭირი. მერე რა, რომ გიკები არიან? მათ უბრალოდ ასე ჰქვიათ. მერწმუნეთ ბევრ ადამიანზე უკეთესები არიან შიგნიდან. ამ წიგნმა ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ახლა დერეფანში სადმე თუ შევხვდები მათ, აუცილებლად გამოველაპარაკები.

თვითონ „გიკი გოგო“ კი როგორც გითხარით ძალიან მომეწონა!

შეიძლება  ვინმემ ეს წიგნი ასე დაახასიათოს: „ჩვეულებრივი, არაფრის მომცემი, თანამედროვე და ბანალური ლიტერატურა“, თუმცა, მერწმუნეთ, ეს ასე არ არის! „გიკი გოგო“ არ არის არაფრის მომცემი! ვიმედოვნებ,  ეს ისტორია ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. შეწყვიტეთ ერთმანეთის დაცინვა. ყველამ უნდა შეძლოს, რომ იყოს თავისუფალი და იცხოვროს თავისი სურვილებისამებრ.  ის გვეუბნება, რომ უნდა გვჯეროდეს ჩვენს თავში და უბრალოდ ვიყოთ ის ვინც ვართ. არანარი გარდასახვა არ არსებობს. „კონკია ყოველთვის კონკია იყო,უბრალოდ ლამაზი კაბით“. და როგორც ჰარიეტი გვეუბნება, შეწყვიტეთ ყურადღების გამახვილება, ისეთ ხალხზე ვისაც არ აინტერესებ, იყავი ის ვინც ხარ და აცადე სხვას იყოს ის ვინც არის. განსხვავება კარგი რამეა…

—–

“გიკი გოგო 3: ყველაზე ფოტოგენური”- ჰოლი სმეილი – დააწკაპეთ აქ

Advertisements

2 thoughts on ““გიკი გოგო” ჰოლი სმეილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s