რა არის ბლოგი?

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ახლა ჩემს ბლოგზე ხართ შემოსული, დარწმუნებული ვარ რომ, თქვენ ახლა ჩემს ბლოგზე პოსტს კითხულობთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ოდესმე გიხმარიათ სიტყვა ბლოგი, თან ისე, რომ ზუსტად არ გცოდნიათ თუ რას ნიშნავს, რას წარმოადგენს ეს ხუთ ასოიანი, უცხო ენიდან შემოსული სიტყვა. შეიძლება თქვენ იცით მისი მნიშნელობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ უამრავმა ადამიანმა არ იცის, ამიტომ მოდით, ერთად გავარკვიოთ მისი არსი 🙂

რა არის ბლოგი? ბლოგი ეს არის საჯარო, პერსონალური საიტი. არსებობს სხვადასხვა ტიპის ბლოგები, მაგალითად: კულინარიული, პოლიტიკური, სპორტული,გასართობი, შემეცნებითი, საინფორმაციო და ასევე ცნობილი ადამიანების ბლოგები, რომლებსაც ფანები ქმნიან. როგორც უკვე ვთქვი ბლოგი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი, თუმცა უცხოეთში ყველაზე პოპულარული  ონლაინ დღიურებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ბლოგს საჯარო დღიურად იყენებს ანუ ბლოგზე საჯაროდ  აღწერს მის ცხოვრებას, მომხდარ ამბებს და მათ დამოკიდებულებას სხვადასხვა მოვლენაზე. ზოგი თამამად საუბრობს თავის ცხოვრების ყველანაირ პრობლემებზეც კი.

ბლოგინგი 1990 წლიდან დაიწყო. სანამ ბლოგინგი პოპულარული გახდებოდა პატარ-პატარა კომპანიები აკეთებდნენ ბლოგის მსგავს საიტებ. ნელ-ნელა დაიხვეწა ეს საიტები, გამრავლდნენ ბლოგერებიც და ბლოგმა დიდი პოპულარობა მოიპოვა.

220px-JustinHallJoiIto
ჯასტინ ჰოლი 2008 წელს

ყველაზე ცნობილი ბლოგერი ეს არის ჯასტინ ჰოლი (ინგ. Justin Hall), რომელიც ჩიკაგოში 1974 წლის დეკემბერში დაიბადა. მისი პირველიბლოგი იყო დღიურის სტილში და ერქვაJustin’s Links from the Underground“.საიტის პოპულარობა ნელ-ნელა გაიზარდა და ჯასტინისთვის ბლოგი მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა.  2004 წლის დეკემბერში, New York Times-ის ჟურნალმა ის მოიხსენია როგორც “ბლოგინგის დამფუძნებელი მამა”

მოკლედ, ბლოგი ძალიან კარგი საშუალებაა, ხალხთან კონტაქტისთვის. ამით თქვენ შეგიძლია მათ გაუზიარო  თქვენი შეხედულებები და ასევე თქვენი შემოქმედებებიც.   და რაც მთავარია არ გეგონოთ ბლოგი უსარგებლო რამ. ის თქვენ მოგცემთ უდიდეს გამოცდილებას, მოგანიჭებთ უდიდეს სიამოვნებას და შესაძლოა ბლოგის საშუალებით (როგორც ეს ჯასტინ ჰოლმა მოახერხა), თქვენც მიაღწიოთ დიდ წარმატებას…..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s