“ხიდი ტერაბითიაში” ქეთრინ პატერსონი

“ხიდი ტერაბითიაში” ქეთრინ პატერსონის ცნობილი რომანია. როდესაც პირველად გამოვიდა დიდი მოწონება დაიმსახურა და მსოფლიო ბესტსელერიც გახდა. 2007 წელს კი წიგნის ეკრანიზაციაც გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს ჯოშ ჰათჩერსონი და ანა-სოფია რობი ასრულებს.

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან

წიგნი გვიამბობს ათი წლის ბიჭზე-ჯესიზე. ჯესის ძალიან უყვარს ხატვა და სირბილი. ეს ორივე საქმიანობა მართლაც კარგად გამოსდის. თვითონ ღარიბია და დიდ ფუფუნებაში არ ცხოვრობს. მშობლები ძალიან ბევრს შრომობენ და ფულს ზედმეტად ეკონომიურად ხარჯავენ. ჯესი თავს მარტოსულად გრძნობს, რადგან არ ჰყავს მეგობრები და ოჯახშიც ცივად ექცევიან. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როცა მის მეზობლად ბერკების ოჯახი გადმოვა. ლესლი ბერკი ლესლების ქალიშვილია. ის ჯესის თანატოლია. ეს არის გოგონა, რომელსაც არაჩვეულებრივი წარმოსახვის უნარი აქვს. ის მალევე დაუმეგობრდება ჯესის და ერთ დღეს ტყეში წავლენ. ბავშვები დაინახავენ ვაშლის ხეზე ჩამოკიდებულ თოკს, რომლის საშუალებით შესაძლოა მდინარის გადაკვეთა და მეორე ნაპირზე გადასვლა. მეორე ნაპირზე კი ლესლის საოცარი ფანტაზიის უნარით, ისინი აღმოაჩენენ ზღაპრულ სამყაროს, რომელსაც “ტერაბითიას” უწოდებენ.

ტერაბითია
ტერაბითია

პირადად მე, პირველად ფილმს ვუყურე. მაშინ, წარმოდგენაც არ მქონდა წიგნის არსებობის შესახებ. ფილმა აღმაფრთოვანა. გავიდა ხანი და მეორეჯერ ვუყურე. ემოციები გაორმაგდა. სწორედ, მაშინ ვინატრე, რომ წიგნი ყოფილიყო და მალევე აღმოვაჩინე, რომ ის მართლაც არსებობდა. გახარებულმა, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, მაგრამ შემდეგ სიხარული უცებ გაქრა, რადგან გავარკვიე, რომ ქართულად ნათარგმნი არ იყო. სულ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ძრომიალის დროს, სრულიად მოულოდნელად გადავაწყდი ქართული გარეკანის ყდას. მაშინვე ბიბლუსში გავიქეცი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი თუ როგორ დასრულდებოდა ამბავი, მაინც მონდომებით ვკითხულობდი.

წიგნის ქართული გამოცემა
წიგნის ქართული გამოცემა
წიგნის უცხოური გამოშვება
წიგნის უცხოური გამოცემა

მომეწონა, ძალიან მომეწონა! შეიძლება ჩემი სიმპატიის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ ბავშვებში მე, საკუთარი თავი აღმოვაჩინე.  მეხუთე კლასში, რომ ვიყავი სწორედ ასე ვოცნებობდი. ოღონდ, ტყის ნაცვლად ჯადოსნური ადგილი, ჩემი ოთახი იყო. მე ვიყავი დედოფალიც, პრინცესაც, ფერიაც და ვარსკვლავიც… იქ არ იყო წესები. არც ტერაბითიაში არ იყო წესები. იქ ყველაფერს ლესლი და ჯესი განაგებდნენ. წიგნმა, კიდევ ერთხელ დაამტკივა, რომ ფანტაზიის უნარს და ოცნებას დიდი ძალა აქვს.

“უზარმაზარი, ელვარე, ფერადი, მშვენიერი, მაგრამ იმავდროულად საშიში და მყიფე სამყარო” – ავტორი ასე აღწერს ტერაბითიას. ეს სამყარო მართლაც შთამბეჭდავია.

წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრი ადამიანი არ არის ისეთი, როგორიც გვგონია. უბრალოდ საჭიროა, მათი უკეთ გაცნობა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამაყია და სხვებს ჩაგრავს სინამდვილეში ძალიან სუსტია. წიგნის რამდენიმე პერსონაჟში, თქვენ ნამდვილად აღმოაჩენთ ასეთ პიროვნებებს.

წიგნში ასევე კარგად ჩანს, თუ როგორ შეუძლია მეგობრობას ადამიანის შეცვლა. ჯესი ლესლის გამოჩენამდე უბრალო, საცოდავი ბიჭი იყო, რომელიც ცდილობდა თავისი შიშების დამალვას. ლესლისთან დამეგობრების შემდეგ კი ისწავლა შიშების და განსაცდელების გადალახვა.

“რაც შეეხება მოსალოდნელ განსაცდელებს, უბრალოდ  ფეხზე მყარად მდგომი უნდა დაუპირისპირდე საკუთარ შიშებს და არ მისცე შენი დათრგუნვის უფლება”

წიგნი არის ძალიან, ძალიან ემოციური. საშინელი ამბის მიუხედავად, ავტორი ემოციების განსამუხტად წიგნს ოპტიმისტურად ამთავრებს. ყველას გირჩევთ წაიკითხოთ და შეიჭრათ ამ ოცნებათა სამყაროში. დაინახოთ ბევრი რამ, რასაც ვერ ხედავთ. მერწმუნეთ, თქვენც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ტერაბითიის მსგავსი სამყარო. მასში, ყველაფერი უფრო ადვილად მოგეჩვენებათ. თვალები კარგად დახუჭეთ და წარმოიდგინეთ. გჯერათ? ხედავთ? თქვენ ზღაპრულ სამყაროში იჭრებით….

კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან
კადრი ფილმიდან
10405236_1062381033791032_5258440315064386864_n
კადრი ფილმიდან

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s