მარკუს ზუზაკი “წიგნის ქურდი”

ცრემლი, სევდა, ღიმილი, სიყვარული, ბოროტება, სიკეთე, ბედნიერება და ბოლოს სიკვდილი…ცხოვრებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუ “წიგნის ქურდის” წაკითხვას აპირებთ,  გირჩევთ ეს დაიმახსოვროთ და მტკიცედ დადგეთ, რადგან თქვენ სიკვდილის  მიერ მონათხრობ ისტორიას მოისმენთ.

არ ვიცი რა გითხრათ, „წიგნის ქურდი“ ნახევარი საათის წინ დავამთავრე და ჯერ კიდევ ემოციების ზღვაში ვიხრჩობი. კლავიატურას ცრემლები ეცემა(იმედია არ გაფუჭდება) და ვწერ, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ 🙂

ეს რომანი

გოგონაზე,

აკორდეონისტზე,

ზოგიერთ ფანატიკოს გერმანელზე,

ებრაელ ჩხუბისთავსა და

არა ერთ ქურდობაზეა…

ეს გამორჩეული ნაწარმოებია სიტყვებზე, წიგნებზე და სამყაროზეა. ხელში დაჭერის და პირველივე აბზაცის წაკითხვის თანავე შემიყვარდა.

“წიგნის ქურდი” ლიბერთინსმა გამოსცა, ეს წიგნის ქართული ყდაა ❤

33e46cced1aebc9d0d309d7ed9265ce1

მთავარი  გმირი ლიზელია, ცხრა წლის გერმანელი გოგონა.  დედამისი იძულებული გახდება, ბავშვი ერთ-ერთ ღარიბულ გერმანულ ოჯახს მიაბაროს. რადგან, ლიზელი ომის პერიოდში იზრდება, ნაადრევ ასაკში უწევს ცხოვრების რეალური სახით დანახვა.

ლიზელი და რუდი <3
ლიზელი და რუდი ❤

არ შემიძლია, აქვე ჩემს საყვარელი პერსონაჟს-რუდის არ შევეხო. ის ძალიან სასაცილო და საყვარელიამ ასეთ მძიმე ნაწარმოებს, რაღაცნაირად ახალისებს და ხიბლს ჰმატებს.

თუმცა, რუდიზე არა ნაკლებ საინტერესო პერსონაჟი თვითონ სიკვდილია.ის ჩვეულებრივია, არაფრით არ განსხვადება სხვებისგან. ფერები უყვარს, და ადამიანებმა მას მოსვენება დაუკარგეს.”ვერასოდეს გავიგებ, ვერასოდეს ჩავწვდები, რაზე წამსვლელია ადამიანი”-ამბობს ის. მარკუს ზუზაკმა ამ წიგნით შეძლო, რომ ეს სასტიკი, ულმობელი სიკვდილი, სხვანაირად წარმოეჩინა. თურმე, მასაც შეუძლია იყოს ხალისიანი, მასაც აქვს გრძნობები. წიგნის ქურდის ისტორია, მარტო ჩემთვის და თქვენთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ემოციური აღმოჩნდა. სიბნელეში მფეთქავი გულით ისიც გრძნობდა და განიცდიდა (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მასაც აქვს გული: )).the-book-thief

ბევრი წიგნი წამიკითხავს ფაშისტური გერმანიის პერიოდზე, მაგრამ იქიდან ყველა ებრაელების მიერ იყო მოთხრობილი. აქ კი მარკუს ზუზაკმა გერმანელების მხრიდან დაგვანახვა ცხოვრება. ძალიან ემოციურად გვაჩვენა, ომის პერიოდშიც, როგორ აყენებდნენ ადამიანები სიკეთეს სიცოცხლეზე მაღლა და იმ ბნელ დღეებშიც კი , როგორ არსებობდა ნათელი ადგილები. ერთმა ებრაელმა მოახერხა და  შემაყვარა სამყარო, ვარსკვლავები და ცა. ბიჭი, რომელმაც ცა მოიპარა-აი, ვინ იყო ის.

ძალიან საინტერესო და საყურადღებოა თვითონ ლიზელის პერსონაჟის ევოულიცია-როგორ ცვლის მას წიგნების კითხვა და როგორ აღმოაჩენს გოგონა სიტყვების საიდუმლოს:

“ცოტა ხანში მის ფეხებთან მხოლოდ დაფლეთილი სიტყვები ეყარა. სიტყვები. რატომ უნდა ეარსება სიტყვებს? ყველაფერში ხომ ისინი იყო დამნაშავე. სიტყვების გარეშე ფიურერი არარაობა იქნებოდა. აღარ იარსებებდნენ კოჭლობით მიმავალი ტუსაღები, არც ნუგეში და არც სიტყვით ოინბაზობა იქნებოდა საჭირო.

ნეტავ, რისი მაქნისია სიტყვა?”

მე თუ მკითხავთ სიტყვა ბევრის მაქნისია. ის ქმნის ბოროტებას და ის ქმნის სიკეთეს. ლიზელი ამასაც ხვდება:

“მე მძულდა სიტყვები და მიყვარდა სიტყვები და იმედი მაქვს, ისინი სწორედ გამოვიყენე”

The-Book-Thief-2013-Pics

ლიზელ მემინგერი, ძლიერი, მამაცი, ჭკვიანი, სიღატაკის, უბედურების და შიმშილის შემსწრე ბავშვი იყო. დიდი, ლურჯი თვალები ჰქონდა, ოკეანის ფერი თვალები. ყურადღებით წაიკითხეთ ყოველი აბზაცი და თქვენ გოგონას თვალებშიც ჩაიხედავთ. ჩაიხედავთ და დაინახავთ  იმ შემზარავ სამყაროს, რომელიც ჩვენამდე არსებოდა.

თვალები მნიშვნელოვანი რამ არის ადამიანისთვის. ჩემი რჩევა  იქნება, რომ ილაპარაკოთ არა ის რასაც გეუბნებიან, არამედ ის  რასაც ხედავთ. მაგალითად, თქვენ თვალებს, რომ ლაპარაკი  შეეძლოთ, რას იტყოდნენ ისინი?

Advertisements

5 thoughts on “მარკუს ზუზაკი “წიგნის ქურდი”

  1. მე პრეზენტაციაზე კინოსაც ვუყურე, მაშინ პირველად ვუყურე და გული ისე ამიჩუყდა, რომ დავდნი……
    ერთი სული მაქვს მეც როდის ჩამივარდება ხელში (უნდა მაჩუქონ :დ ) რომ წავიკითხო ^_^ ❤

    Liked by 1 person

    1. ოჰოო, ჯერ არ წაგიკითხავს? მაშინ, წინ მაგარი დღეები გელოდება ^_^ ფილმზეც გული ამიჩუყდა 😀 მოკლედ ყველამხრივ ემოციურია ❤

      Liked by 1 person

      1. ლიბერთინსის წიგნებს იმ დღესვე ვიწყებ, როცა ვყიდულობ ხოლმე და კიდევ ერთ დღეში ვამთავრებ, მერე კი ვწერ ჩემს ემოციებს შენსავით ^_^ :დ მაგრა ეს ახლა გამონაკლისია, რადგან ჯერ არ უჩუქებიათ 😀 ვუღალატე ტრადიციას, მაგრამ იმედი მაქვს სანამ შემდეგი წიგნი გამოვა, მანამდე წავიკითხავ კიდეც. ახლა ზუსტად ნახევარი საათის წინ “კოლექციონერი” დავამთავრე. იგივე სიტუაციაში ვარ დაახლოებით, ემოციებით სავსე და ძალიან განადგურებული წიგნის შინაარსის გამო, უნდა დავწერო! :დდ ❤
        მომეწონა, მაგრამ მაინც სპოილერები იყო :დ კინოდან მახსენდებოდა მონაკვეთები. მარა მაინც უწყინარი სპოილერები იყო ^_^ :დდდ

        Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s