…ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-კენ კიზი

რჩევა: კითხვის დროს მოუსმინეთ : 🙂 

https://www.youtube.com/watch?v=fTya9plCEnc

როგორც ჩვენი ბელადი იტყოდა, ყველაფერზე უნდა იცინო რაც ტკივილს გაყენებს, ხოდა ახლა სიცილის მეტი არაფერი დამრჩენია, რადგან კენ კიზის ამ გენიალურმა ნაწარმოებმა მართლაც დიდი ტკივილი მომაყენა. მის რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ და ამ წიგნის დანახვაზე ან გახსენებაზე ტირილის ნაცვლად გიჟივით სიცილს დავიწყებ. “გიჟი” ვახსენე არა? ჰაჰჰ, აბა რას ვიტყოდი, როდესაც რამდენიმე დღე , მაკმერფისთან, ბელადთან, ბილთან, ჩესვიკთან, ჰარდინგთან, მარტინთან და სხვა “გიჟებთან” ერთად ვცხოვრობდი. იქ ცხოვრება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, სასაცილო, ჭკუის სასწავლებელი და სევდიანი აღმოჩნდა. ჰო, ბავშვობის ოცნება ავისრულე და საგიჟეთში წავედი. თუმცა, მინდა გითხრათ, იქაურმა გარემომ ნამდვილად არ მომაჯადოვა და ბავშვობის წარმოდგენები საგიჟეთზე მთლიანად გამიქრო.  მოკლედ, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ და გირჩევთ, რომ ახლავე გაიქცეთ წიგნის მაღაზიაში, ამ წიგნს ხელი დაავლოთ, მოკალათდეთ და ცოტა ხნით საცხოვრებლად საგიჟეთში გადახვიდეთ. მანამდე კი, ჩემს სათქმელს ყოველგვარი სპოილერების გარეშე გეტყვით.

წიგნის ქართული ყდა <3 გამომცემლობა: დიოგენე
წიგნის ქართული ყდა. გამომცემლობა: “დიოგენე”

One-Flew-Over-the-Cuckoos-001

მოქმედება ფსიქიატრიულ საავდამყოფოში, საგიჟეთში ვითარდება. ეს არის ადგილი სადაც ჰაერი სიცილისთვის კედლებით, ძალიან მაგრად არის შეკუმშული. ადგილი სადაც ყოველთვის სიწყნარეა, სადაც ყველა არაჰუმანურ და უსარგებლო წესებს ემორჩილება. იქ ყოველი დღე ერთნაირი და მოსაწყენია. თერაპიის საათი, წამლის მიღება, ბანქოს ან მონოპოლის თამაში, სადილი, ექვს საათზე ტელევიზორის ყურება (ტელევიზორში მხოლოდ საინფორმაციოს ყურების უფლება აქვთ), ნისლის მანქანა და ძილი. თავად, ამბის მთხრობელი ინდილელი ბელადია, რომელიც საავადმყოფოში ათი წელი ცხოვრობდა, ყველას თავს ყრუ-მუნჯად აჩვენებდა და სულ ცოცხით დადიოდა, საავადმყოფოს დალაგებაც ევალებოდა, ამიტომ მას “ცოცხების ბელადი” უწოდეს. იცოდეთ, რასაც ბელადი მოგიყვებათ,  გინდაც არ მომხდარიყო, მაინც წმინდა წყლის სიმართლეა. ეს ისტორია, მაშინ იწყება, როცა საავადმყოფოში, მათ განყოფილებაში ახალი გადმოდის. ახალი. მაკმერფი. შემოდის და ბოლო ხმაზე იცინის. იცინის და ყველას აკვირვებს. აქ ხომ არავინ არ იცინის. მაკმერფმა  წიგნში შემოსვლის თანავე, ჩემგან დიდი სიმპატია დაიმსახურა და ჩემი საყვარლი პერსონაჟიც გახდა. მაკმერფი იყო ძლიერი, მებრძოლი, მხიარული, თავისუფლების და სამართლიანობის მოყვარული ადამიანი. მაკმერფის საშინლად, შეიძლება ითქვას სასტიკად,სწყუროდა თავისუფლება. არ მინდა წინასწარ გითხრათ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: მაკმერფიმ მიზანს მიაღწია და გააკეთა ის რაც სურდა მხოლოდ ერთ რამის გარდა (რა იყო ეს “რამე” ამას ბოლოსკენ გაიგებთ). მომწონდა, მისი საქციელები და ხანდახან ღიმილსაც კი მგვრიდა. ვიჯექი, ვკითხულობდი, ვიცინოდი, ხანდახან ცრემლიც მომადგებოდა ხოლმე თვალზე. მაკმერფი თავაშვებული პიროვნება იყო. მას თამაშის თავისი წესები ჰქონდა. მაკმერფი მოთამაშე იყო და წაგება არ უყვარდა.One-Flew-Over-the-Cuckoo-s-Nest-1975-jack-nicholson-20476495-1600-1071

თხრობის დროს, არ მინდა ჩესვიკი გამორჩეს. მომწონდა მისი ქცევები და უსუსურობაც

წიგნში ჩემი ნერვების მომშლელი, მთავარი ექთანი მის რეჩედი იყო, რომელსაც განყოფილებაში პაცინეტების მოვლა ევალებოდა. მისი სახელის ხსენებაც კი გულს მიწუხებდა.

68f279f04da8

და მაინც ყველაზე უცნაური იცით რა არის? ამ განყოფილებიდან უმეტესობა, საგიჟეთში თავისი ნებით მოვიდა. გესმით, თავისი ნებით! რატომ? მიზეზები რამდენიმეა:

  • შიში
  • სირცხვილი
  • დაცინვა
  • გარიყვა
  • წყენა

აქ უმეტესობა, საზოგადოებიდან გამოქცეული ადამიანები იყვნენ, ისეთები, რომლებსაც უკვე აღარ შეეძლოთ ცხოვრების ატანა და ამიტომ თავი საგიჟეთს შეაფარეს.

c4f96c206469
ესეც მტავარი ექთანი-მის რეჩედი. რა ლამაზია და რა სასტიკი 😀

არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ წიგნის მიხედვით, ძალიან მაგარი ეკრანიზაციაა გადაღებული. ეს პირველი შემთხვევაა, როცა წიგნის მსგავსად ფილმიც მომეწონა. მაკმერფის როლს, არაჩვეულებრივად ასრულებს გენიალური მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი. და საერთოდ, ფილმში ყველა იდეალურად თამაშობს. ფილმი დამსახურებული ოსკარის მფლობელია.

წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემს მეგობრებს ვესაუბრე და ერთმანეთს შთაბეჭდილებებიც გავუზიარეთ. ყველას ერთი და იმავე აზრი დაგვრჩა და მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ. კითხვის დროს, გამიჩნდა ისეთი გრძნობა, რომ თითქოს საგიჟეთი-ეს დაპატარავებული გარე სამყარო, გიჟები კი მოქალაქეები არიან. სხვადასხვა ფენის (სხვდასხვა სტადიაში მყოფი) წარმომდაგენლები. ჩემი და ალბათ, ბევრი თქვენგანის აზრით,  ეს პატარა სამფლობელოა, სადაც კანონები მთავარია, იქ მართველობის ფორმა ტირანიაა.

“ეს ქვეყანა.. ძლიერებს ეკუთვნით, ჩემო მეგობარო! ჩვენი არსებობის რიტუალი სუსტის შთანთქმის გზით ძლიერის კიდევ უფრო გაძლიერებაზეა დაფუძნებული. ამ ამბავს თამამად უნდა გავუსწოროთ თვალი. ასეც უნდა იყოს, ეს სრული ჭეშმარიტებაა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სამყაროს კანონად ამის აღიარება. რიტუალში კურდღლები მორჩილად ასრულებენ საკუთარ როლს და მგლის ძლიერებას აღიარებენ. თავდაცვის მიზნით კურდღელი ეშმაკი ხდება, მშიშარა, ფეხმარდი, სოროებს თხრის და შორიახლოს მგლის სუნი თუ იკრა, სოროში იმალება. მხოლოდ ასე ძლებს, ასე აგრძელებს სიცოცხლეს. იცის თავისი ადგილი. რასაკვირველია, მგელს არასოდეს იწვევს ბრძოლაში. და რომც გამოეწვია, განა გონივრული იქნებოდა?”

ასევე, საინტერესოა, თუ რატომ ჰქვია წიგნს “…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”. ალბათ, ყველამ კარგად იცის, რომ გუგულს ბუდე არ აქვს. ნაწარმოებში, ბუდე სწორედ ეს განყოფილებაა-მის რეჩედის სამფლობელო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში უფროსი ის თავად არ იყო, მაინც თვითონ განაგებდა ყველაფერს. რაც შეეხება “სხვას”. ეს “სხვა” წიგნში მაკმერფია, რომელიც ყველაფერს შეცვლის და წესებს დაარღვევს.  სწორედ, ეს აზრი დევს სათაურში და საკმაოდ დამაფიქრებელიცაა.

ამ წიგნს როცა ვკითხულობდი, ხელში ფანქარი მეჭირა. ფანქრით ვხაზავდი ისეთ ფრაზებს, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, (საერთოდ, კითხვის დროს ასეთი ჩვევა მაქვს) ჩემი ნება, რომ ყოფილიყო მთელ წიგნს ფანქრით გავხაზავდი, უბრალო გაფუჭებისთვის ვერ გავიმეტე 🙂 წარმოგიდგენთ, “ჩემი ფრაზების” სერიიდან რამდენიმეს:

“თავიდანვე ალალად გეუბნებით: მოთამაშე ვარ და წაგება არ მჩვევია.”

” თუკი წონასწორობის შენარჩუნება გინდა, თუკი ცდილობ, ცხოვრებამ ჭკუიდან არ გადაგიყვანოს, ყველაფერზე უნდა იცინო, რაც ტკივილს გაყენებს.”

” ერთადერთი, რაც სიგიჟისკენ გიბიძგებს კაცს, საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი დაუნდობლობაა.”

„მაგრამ მისი სიტყვები უკვე აღარც ჩივილია, აღარც მობოდიშება და აღარც გაფრთხილება – ამისთანები დიდი ხანია მოთავადა. ძველი საათივითაა, ზუსტ დროს ვეღარ აჩვენებს, მაგრამ არც ჩერდება; ისრებდაგრეხილი, ციფერბლატზე რიცხვებგადაშლილი, ენაჩავარდნილი, ჟანგიანზარიანი ძველი, უვარგისი კედლის საათივით – უბრალოდ, ჩვეულების გამო აგრძლებეს წიკწიკს და გუ–გუს ძახილს, თორემ არც წიკწიკი და არც ეს ძახილი აღარაფერს ნიშნავს.“

“ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს ამოდენა აეროდრომზე მარტოდმარტო იყავი დარჩენილი. მტრისგან დაცული, მაგრამ ყველასგან მიტოვებული.”

“მკაფიო სახის ცქერა ტკივილსაც გაყენებს კი გაყენებს, თითქოს შიგნიდან ხედავ ადამიანს.”

“წარსულიდან უეცრად ამოტივტივებულ მოგონებას, ვერაფერს მოუხერხებ.”

“მე ვერაფერს გავაწყობ, გესმით, ვერაფერს… არ გესმით? მე მკვდარი დავიბადე. თქვენ არა. თქვენ მკვდრები არ დაბადებულხართ. ოოოხხხ, რა ძნელი იყო…“

“ჩვენ ,დამარცხებათა ნამსხვრევები-სუსტი რასის ყველაზე გამოფიტული, უვარგისი და უმაქნისი წარმომდაგენლები ვართ”

გენიალური წიგნია. ისეთია, შენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ კვალს, რომ დატოვებს. მომეწონა, მთავარი იდეაც-თავისუფლების იდეა. თუ არ მოგწონს, არასდროს არ უნდა ითამაშო სხვის წესებზე. ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია. ხშირად, ტუზი ან ჯოკერი ბატონობს, დანარჩენი კარტები კი მათზე დაბლა დგანან. ხანდახან, თუ წამოიწევიან წინ.

თავისუფლების განცდა, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებაა. ვისაც თავისუფლება სწყურია, ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს და გადასცდება ყველა ზღვარს, მაგრამ განა სიკვდილით მოპოვებული თავისუფლება, თავისუფლებაა?!

Advertisements

7 thoughts on “…ერთი მოფრინდა, ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა-კენ კიზი

  1. ძალიან მაგარია!!! შენ ხარ პატარა ჭკუის კოლოფი მარიამ. ვამაყობ შენით…

    Liked by 1 person

  2. ძალიან მინდა მეც ამ წიგნის წაკითხვა ❤ ვიცი, რომ გენიალური წიგნია, მაგრამ არ წამიკითხავს, სახლშიც კი არ მაქ და ოოო რა საოცრად ვნანობ 😦
    მაგარი პოსტია :**

    Liked by 1 person

    1. მადლობა ❤ გირჩებ წაიკითხო, აი მართლა გენიალურია, ბევრს გამოტოვებ 🙂

      Like

      1. თუ წაიკითხავ სიამოვნებას მიიღებ და სავარაუდოდ იტირებ, მაგრამ თუ არ წაიკიტხავ ნამდვილად ბევრს გამოტოვებ.

        Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s