13 ივნისი-ღამე, რომელმაც ქალაქის ცხოვრება სრულიად შეცვალა

თბილისში 13 ივნისის დილა ნათელი მზით და კრიალა ცით დაიწყო. ხალხი გარეთ სეირნობდა, ცივ ნაყინს მიირთმევდა, იცინოდა, ერთობოდა, ბავშვები წუწაობდნენ და თამაშობდნენ.  მოკლედ, ტიპიური ზაფხულის დილა გათენდა. მეც ჩემს მეგობრებთან ერთად პარკში ვსეირნობდი. გვიხაროდა მხიარული დღის გათენება. აბა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ საღამოს მხიარულება ერთი ხელის მოსმით გაქრებოდა, სინათლეს სიბნელე ჩაანაცვლებდა, ქალაქი განადგურდებოდა და ადამიანები და ცხოველები დაიღუპებოდნენ.

მოკლედ, საშინელი წვიმა, საღამოს ცხრა საათზე დაიწყო და 5-6 საათი გაგრძელდა. ზოგიერთ ადგილას ელექტრო ენერგიის მოწოდება შეწყდა, რადგან წყლის ძლიერმა ნაკადმა კაბელები გაანადგურა. პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სახლის წინ, დაბინძურებული მდინარე ჩამოდიოდა და თან უამრავი ნივთი მოჰქონდა. დაიტბორა პირველი სართულები. გამთენიისას დავწექი. დილით, საინფორმაციოს და ინტერნეტის საშუალებით გავარკვიე მიმდინარე სიტუაცია ქალაქში. წარმოიდგინეთ, ქალაქი გუშინ წყალში იძირებოდა. ხალხი დაცურავდა, ზოგი ყვიროდა, ზოგი ტიროდა, ზოგი ვიღაცას ეძებდა, ზოგი არ იბნეოდა და სხვებს ეხმარებოდა(ბევრმა, ასეთმა გაბედულმა ჩვეულებრივმა ადამიანმა, ბევრი სხვა ადამიანის სიცოცხლე იხსნა). მანქანები დაცურავდნენ, ზოგი ჩაიძირა და მთლიანად წყალმა დაფარა, დაინგრა შენობები, ჩამოწვა მეწყერი და ახლა ყველაზე უწყინარი ვერეს მდინარეც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და ბევრი დაიკარგა. სამწუხაროდ, დაინგრა თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი და განადგურდა ზოოპარკი. ზოოპარკიდან და თავშესაფრიდან გაიქცა უამრავი ცხოველი. სტიქიის შედეგად, თბილისის ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ: ლომები, ვეფხვები, დათვები, მგლები და ერთი ბეგემოტიც. თუმცა, გადარჩა სხვა ცხოველებიც. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან საშიშია, როდესაც ვერ გამოდიხარ გარეთ, იმის შიშით, რომ ლომი შეგხვდება.

ადამიანებს ყველაფერი პირიქით შემოგვიბრუნდა: ადრე თუ ადამიანები დავდიოდით ცხოველების სანახავად, ახლა ისინი დასეირნობენ და ჩვენ გვათვალიერებენ. ოღონდ, იქ თუ ჩვენ სიცოცხლით ვტკბებოდით და გემრიელ ბატი-ბუტს მივირთმევდით, ისინი იხოცებიან და საჭმელს დაეძებენ :’) დიახ,  იხოცებიან რატომ?? დავიჯერო, არ არსებობს დამაძინებელი საშუალება?! რატომ კლავენ, როდესაც შეუძლიათ დააძინონ. რა თქმა უნდა, ის საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისითვის, მაგრამ… ვერცერთ ნადირს, ვერ მოსთხოვთ ჭკუას. მათ, მიეცათ საშუალება, რომ თავისუფლები გამხდარიყვნენ ამდენი წლის პატიმრობის შემდეგ. რატომ, ართმევენ სიცოცხლეს, როცა გადაურჩნენ სტიქიას და უკვე ერთხელ ჩახედეს სიკვდილს თვალებში. ისინიც, ცოცხალი არსებები არიან და არავის არ აქვს უფლება სიცოცხლე წაართვას!  უნდა მოხდეს, მათი იზოლირება დაძინების გზით. ცხოველები, ისევე, როგორც ადამიანები ერთმანეთს გადარჩენაში ეხმარებოდნენ.

ლომი თბილისის ქუჩებში
ცხოველებს გული არ აქვთ?
ცხოველებს გული არ აქვთ?

არ შემიძლია, ყურადღება არ გავამახვილო პატარა თეთრი ბოკვერის შუმბას სიკვდილზე. საქართველოს ზოოპარკმა, წინასწარ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თუ ნახავდნენ არ მოეკლათ, რადგან, შუმბა აგრესიული არ იყო და მოსახლეობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა, ამდენი გაფრთხილების მიუხედავად,  შუმბა  სპეცრაზმა ვოლიერში მოკლა! ის გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ადამიანებს ვერა 😦

ყველასთვის საყვარელი შუმბა <3
ყველასთვის საყვარელი შუმბა ❤
მოხუცი ბეგემოტი :)
მოხუცი ბეგემოტი 🙂
მოხუცი ბეგემოტი
მოხუცი ბეგემოტი
დათვი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს.
დათვი, რომელიც თავის გადარჩენას ცდილობს.

ხალხი ცხოველების დახოცვას ეწინააღმდეგება. თუ თქვენი პოზიციაც იგივეა, მაშინ, გადადით ლინკზე და ხელი მოაწერეთ:

http://manifest.ge/mobile/item/261?fb_ref=Defa

თბილისის ზოოპარკმა გაავრცელა განცხადება:

“უმორჩილესად გთხოვთ, თუ სადმე რომელიმე ცხოველს დაინახავთ არ მოკლათ!!!! დაგვირეკეთ პირდაპირ ჩვენ!!! 595032044!!!”

არ დარეკოთ 112-ში, რადგან, ისინი ცხოველებს პირდაპირ კლავენ, რაც მე პირადად არა ადამიანურ საქციელად მიმაჩნია.

ახლა, ბევრი დაწერს: “არ გრცხევიანთ, თქვენ ცხოველებზე დარდობთ, როცა ამდენი ადამიანი იღუპება და საფრთხეშია! გრცხვენოდეთო” ან რაიმე ამის მსგავსი. პასუხი კი ასეთი იქნება, არავის არ რცხვენია ამის. მე და ალბათ სხვასაც, ძალიან გვეცოდება, როგორც ადამიანები ისე ცხოველებიც. გახსოვდეთ, ცხოველებიც ცოცხალი არსებები არიან და მათაც სურთ ცხოვრება, ისევე, როგორც, ადამიანებს!

სტიქიამ, ყველაფერი გაანადგურა. დაიხოცა, უამრავი ადამიანი , “სამყაროს ბლოგი” უსამძიმრებს მათ ოჯახებს. იძებნება, ბევრი ადამიანი და იმედია, ისინი სახლში უვნებლად დაბრუნდებიან. gdgg

ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ხალხის ერთსულოვნება.  ზოგი წესით სამსახურში უნდა იყოს, ზოგი ისვენებდეს თავის  კომფორტულ სახლში, მაგრამ ყველა, ვისაც ჯერ კიდევ  შერჩენია ძალა, ბარით ხელში დგას და გზას ასუფთავებს,  ყველა ერთმანეთს ეხმარება! ზოგი უსახლაკაროებისთვის  საჭირო ნივთებს აგროვებს. იმედია, სულ ასე ერთსულოვნად  დავრჩებით 🙂

მოხალისეები <3
მოხალისეები ❤

ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ყველას მოგვიწოდებენ, რომ გარეთ გასვლისგან თავი შევიკავოთ.

გაიხსნა სპეციალური ფონდები, რომლებიც, ეხმარებიან უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს. შესაბამისად, თქვენც, შეგიძლიათ შეიტანოთ პატარა წვლილი ამ კეთილ საქმეში.

მოხალისეები <3
მოხალისეები ❤
მოხალისეები <3
მოხალისეები ❤

დატბორვის, შესახებ მსოფლიომ გაიგო. იწერება უამრავი სტატია და ყველა მხარდაჭერას გვიცხადებს. ასევე, რამდენიმე საათით სოციალურ ქსელ თვითერის ტრენდებში იყო “Tbilisi”.

სრულიად, სიმდაბლე და ძალიან უაზრობაა ფოტოშოპების გამოქვეყნება და ასეთ თემაზე “ღადაობა”. უამრავი, “მაგარი ტიპი” ავრცელებს ფოტოშოპებს და აქვეყნებენ დამცინავ სტატუსებს/ვიდეოებს. იმის მაგივრად, რომ გვერდში დაუდგნენ, ამ თემაზე იცინიან და ვერც კი ხვდებიან არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეს. კარგად დააკვირდით ფოტო/ვიდეო მასალას და დაუდასტურებელი ინფორმაცია არ გაავრცელოთ. (ასეა ქალაქში “მოცურავე ნიანგის” შემთხვევაშიც.) ძალიან გთხოვთ, შეწყვიტოთ ამგვარი საქციელი და სხვების მდგომარეობაში შეხვიდეთ!

ქალაქი დაძაბულია, ხალხში პანიკა იგრძნობა. ყველგან შიში და ყვირილი. პოლიცია, სამაშველო სამსახური. მერე დასისხლიანებული ცხოველები, მოტივტივე მანქანები, დანგრეული შენობები, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები, გარდაცვლილი ადამიანები.  ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ შეებრძოლეთ საკუთარ ემოციებს, მოთოკეთ ისინი. შიში ყველაფერს უფრო ართულებს. ყველაფერი კარგად იქნება, ადამიანებს ერთსულოვნება და ერთმანეთის სიყვარული გადაგვარჩენს.

ასეა თუ ისე, 13 ივნისსს ყველა სიცოცხლის ბოლომდე იგლოვებს და ემახსოვრება ღამედ, რომელმაც ქალაქის ცხოვრება სრულიად შეცვალა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s