“წყლის საიდუმლო” ემი იტერანტა

“სიკვდილი წყლის მოკავშირეა. ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. ვერც-ჩვენგან, რადგან, ჩვენც წყლისა და სიკვდილისგან ვართ შექმნილნი-წყლის ცვალებადობისა და სიკვდილის სიახლოვისგან. წყალს არც თავი აქვს და არც ბოლო, სიკვდილს კი ორივე გააჩნია. სიკვდილი ორივეა. ზოგჯერ ის წყალში იმალება, მას წყალი მოასწავებს. ზოგჯერაც წყალი განდევნის სიკვდილს. მაგრამ, მაინც მუდამ გვერდიგვერდ არიან, ჩვენშიც და სამყაროში.”

ეს ციტატა ემი იტერანტას ბესტსელერი წიგნიდან არის. “წყლის საიდუმლო” ლიბერთინსის მორიგი წიგნია. ისეთი წიგნი, ავტომატურად, რომ ჩამართვევინებს კომპიუტერს და რეცენზიის წერას დამაწყებინებს. რაც გინდათ ის უწოდეთ, გინდ სტატია, გინდ “რევიუ” და გინდ “რეცენზია”, მაგრამ მგონი ეს აქედან არც ერთი არ არის. ეს არის გრძნობები, რომელიც 268 გვერდმა ჩადო ჩემს ტვინში და ემოციები, რომელიც ჩემი თავიდან არასდროს არ ამოიშლება! მოკლედ, კარგად მოკალათდით და მომისმინეთ. (ვისაც არ წაგიკითხავთ ნუ ინერვიულებთ, მე ხომ სპოილერების წინააღმდეგი ვარ! 😀 )

“წყლის საიდუმლოს” ქართული ყდა. მხოლოდ, ასეთი ყდის გამო ღირს ყიდვა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ წიგნი ორიგინალური ენიდან ფინურიდან არაჩვეულებრივად არის ნათარგმნი.

წიგნში მოქმედება მომავალში ვითარდება. კაცობრიობამ განიცადა უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა. დედამიწაზე ყველაფერი შეცვლილია. წარსული მხოლოდ წყალს ახსოვს. არავინ იცის ძველი სამყაროს შესახებ, მხოლოდ ჩაის ოსტატების დღიურებია ერთადერთი ცნობა წარსულზე. მთავარი გმირი ეს არის 17 წლის ნორია, რომელიც ჩაის ოსტატის შთამომავალია. ის არჩევანის წინაშე დგება: უსაფრთხოებასა და საშიშ, ტრადიციულ ცხოვრებას შორის. ნორია მეორეს აირჩევს. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა მისი ცხოვრება და არა მარტო მისი. ნორია  გახდება წყლის დარაჯი. ერთადერთი შთამომვალი, რომელმაც წყლის საიდუმლო იცის. ნორია ძალიან დიდ საფრთხეშია, სამხედრო ხელისუფლება საშინლად სჯის ყველა იმ ადამიანს, რომელიც წყალს მალავს.

მგონი, ეს საკმარისია, იმისთვის, რომ ახლავე აიღოთ და წაიკითხოთდ. მე, სამწუხაროდ, აქციაზე მოსვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ მეორე დილით, მამაჩემი გავგზავნე ბიბლუსში. როგორც კი მომიტანა, კითხვა მაშინვე დავიწყე. დავიწყე და მხოლოდ ღამის ორ საათზე გავუშვი ხელი. სიტყვები წიგნიდან ანათებდა და იმდენად ჩამითრია, აღარ მესმოდა არც მეგობრების მიერ გამოგზავნილი წერილების ხმა, არც ტელევიზორის, არც მუსიკის, არც “ვეფხვის ღრიალის” და არც დედაჩემის ძახილი სადილობას, რომ მთხოვდა. როცა, დავამთავრე შუა ღამე იყო და მაინც ყველას ეღვიძა. არ ვიცი რა დამემართა, ავდექი და ყველას სათითაოდ მოვუყევი წიგნის შინაარსი დაწვრილებით, არც ერთი დეტალი არ გამომიტოვებია. ყოველი გაზიარებული შთაბეჭდილება ძალას მმატებდა, რომ კიდევ ბევრჯერ მომეყოლა ეს ემოციური ისტორია.

წიგნის ავტორი, ემი იტერანტა. <3
წიგნის ავტორი, ემი იტერანტა. ❤

საერთოდ წიგნები მომავალზე, არის თინეიჯერი გოგონას/ ბიჭის ისტორია, რომელსაც უყვარდება, რომელიც გახდება გმირი და გადაარჩენს სამყაროს. მაგრამ, ეს ყველასგან განსხვავებულია. ფსიქოლოგიური და ადამიანური წიგნია. წიგნი, რომელიც შეგაყვარებს სამყაროს და დაგანახვებს ბუნების მშვენიერებას.

როგორც სხვა წიგნებზე, აქაც ამოვიწერე მნიშვნელოვანი ფრაზები. ფრაზები ძალიან ბევრი აღმოჩნდა ამიტომ, რამდენიმეს ამოვწერ:

“როცა ცხოვრებას ვიწრო საზღვრებში მოგიქცევენ, თავისუფლების მცირედი შეგრძნებაც ძვირფასი ხდება”

“ყველაფრის უკან, ხელის გაწვდენაზე, სიცარიელე იყო-ცივი, მდუმარე არარსებობა, ადგილი, რომლსაც მაშინ მივაღწევთ, როცა სამყაროს აღარ ვემახსოვრებით. “

თუ ვინმეს იმ სივრცეში შემოვუშებთ, რომელიც ჩვენში საიდუმლომ შექმნა, მაშინ, იქ მარტონი აღარ ვიქნებით

მუდმივი ძალაუფლება არ არსებობს, ნორია. ქარსა და წვიმას მთებიც კი ვერ უძლებს.

ნორია მამაცი და ჭკვიანი გოგონა იყო. ის წავა რისკზე ბედნიერებისთვის და იმისთვის, რომ შეიგრძნოს ბუნების ნამდვილი ძალა და დაეწაფოს თავისუფლებას. თავის მეგობარ სონიასაც შეითრევს ამ თამაში. მათ იციან, რომ ეს სახიფათოა, მაგრამ მაინც მიდიან რისკზე, მიუხედავად იმისა, რომ იციან, არსებოს შანსი, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ხალხი წყალს ითხოვდა, ხელისუფლება უწყლობისგან მოსახლეობას ტანჯავდა. გოგონა კი სხვებს ეხმარებოდა რითაც შეეძლო. პირველი ფურცელიდან, ბოლო გვერდამდე, წიგნში ყოველთვის კაშკაშებდა იმედის ერთი სხივი, ყველაზე დიდ სიბნელეში და ყველაზე ხანგრძლივ სიჩუმეშიც კი.

ყოველთვის ასე არ არის, რომ იძახიან მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდებაო. ისეც ხდება ხოლმე, რომ უბედური ადამიანისთვის, ხანდახან სიკეთეს ძალაუფლების წყურვილი გადაწონის ხოლმე. ძალაუფლება ადამიანებს აბრმავებს. ასეთი ადამიანი წინ მხოლოდ დამტვერილ სამყაროს ხედავს და თავი იქაურობის მმართველად მიაჩნია. მას ბუნების ძალაზე არაფერი არ სმენია. ბუნება მხოლოდ თავის ძალაუფლებას ხედავს, მხოლოდ თავის ძალაუფლებას აღიარებს. თუმცა, ძალაუფლებასაც აქვს დასასრული. ბოროტებასაც აქვს დასასრული. ბედნიერებასაც აქვს დასასრული. ყველაფერს სიკვდილი ამთავრებს. სიკვდილი დასასრულია. სიკვდილი წინადადების ბოლო წერტილია. თუმცა, არსებობს ერთი რამ რასაც სიკვდილიც კი ვერ წაგართმევს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი .  სიყვარული დაუსრულებლია. ის სიკვდილის შემდეგაც გაგყვება. სიკვდილის წინ, როცა ყველას და ყველაფერს ემშვიდობები, სიყვარული შენთან რჩება და ჩაბნელებულ ოთახში, თვალებ გაუხელად ხედავ საყვარელ ადამიანებს და გრძნობ მათგან წამოსულ სითბოს. შენ სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც, რჩები ადამიანების გულში, სამუდამოდ. ეს ასე  იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვტოვებთ წაუშლელ კვალს. ცხოვრების ყოველი წამი, ეს ახალი, დედამიწაზე, დატოვებული ნაკვალებია.

ცოდნა ძალაა, რომელსაც შეუძლია სიცოცხლე შეგინარჩუნოს. ეს ბევრჯერ მსმენია, მაგრამ არასდროს მჯეროდა ამის. თუმცა, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავიჯერე. მეტყვით, ეს ხომ უბრალო წიგნია, მოგონილი ამბავიო. არა, ეს არ არის მხოლოდ წიგნი! ეს ისეთია, ჩემს სულს, რომ ეხება. მანაც დატოვა ჩემში კვალი, რომელსაც დროც კი ვერ წაშლის. ამის, ამ წიგნმა დამაჯერა, იმიტომ ,რომ მიუხედავ იმისა, რომ მომავალზე და ჯერჯერობით არარსებულ სამყაროზეა მოთხრობილი,  იტერანტას ძალიან რეალურად  უწერია. დამიჯერეთ, არ ვტყუი! როცა წაიკითხავთ, თქვენც იგივეს იფიქრებთ.

წიგნმა კიდევ ერთი რამ დამაჯერა. მან მოახერხა, ის რაც ვერცერთმა ბუნების გაკვეთილმა. სკოლაში, სახელმძღვანელოებით გვასწავლიდნენ, რომ ბუნება ძვირფასია და არ უნდა დავანაგვიანოთ. გვეუბნებოდნენ, რომ საშინელი შედეგები მოყვებოდა ადამიანების ასეთ საქციელს. არადა, არ მჯეროდა. უბრალოდ დაზეპირებულ ტექსტებს ვუყვებოდი მასწავლებელს და კარგ ნიშნებსაც ვიღებდი. მაგრამ, ემი იტერანტამ შეუძებელი შეძლო და დამაჯერა, თუ რამდენად ძვირფასია ბუნება.

არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება დედამიწა მიისაკუთროს. არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება მიითვისოს, ჰაერი, წყალი და მზე. სამყარო და დედამიწა ყველასია. ბუნება ყველას აძლევს უფლებას გამოიყენიოს მისი რესურსი, ოღონდ კეთილად. თუმცა, ბოროტი ადამიანები მაინც ახერხებენ მითვისებას. მე მჯერა და დარწმუნებულიც ვარ, რომ მათ დიდი ხნის შემდეგ მიეზღვევა ჩადენილი დანაშაული.

გადით გარეთ და შეიგრძენით ეს ძალა. იპოვეთ თავისუფლება და ბედნიერება ერთ წვეთში, ერთ ყვავილში, მზის ერთ სხივში და თოვლის ერთ ფანტელში. ხარბად ჩაისუნთქეთ ჰაერი, მოუსმინეთ ფოთლების შრიალს და ზღვის ბობოქრობას. შეაბიჯეთ ამ სამყაროში და მოუფრთხილდით წყალს. წყალს მახსოვრობა აქვს, წლების შემდეგ, როცა აღარავის არ ემახსოვრებით, წყალი წაიღებს წარსულს და მომავლის კორიანტელში გადაისვრის…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s