დააღწიე წყვდიადს თავი!

ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტები, როცა ყველა და ყველაფერი გზიზღდება. როცა ტირი, როცა წუწუნებ, როცა თავბედს იწყევლი და ამბობ რა ცუდი ცხოვრება მერგო, რა უიღბლო ვარო. აი, სწორედ მაშინ უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას. სწორედ, მაშინ, ცდები ყველაზე მეტად. ჩვენთვის არც კარგი ცხოვრება მოუციათ და არც ცუდი. უბრალოდ მოგვცეს. ჩვეულებრივ, ყოველგვარი დანამატის გარეშე. თუ როგორი გახდება ცხოვრება კარგი თუ ცუდი, ეს უკვე თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გახსოვდეთ: ჩვენს ბედისწერას ჩვენ თვითონ ვქმნით.

დააღწიე წყვდიადს თავი!

ამ სამყაროზე არავინ დაბადებულა უმიზნოდ. ყველა რაღაცისთვის არის მოვლენილი, ყველას აქვს რაღაც მიზანი და მის შესასრულებლად, ყველაფერი უნდა იღონო. წარმატება და ბედნიერება, სწორედ მაშინ მოდის, როცა ჰაერზე მეტად გჭირდება და ძილზე მეტად გინდა. მოინდომე.

დააღწიე წყვდიადს თავი!

ბნელი პერიოდი ყველას ჰქონია ცხოვრებაში. ეს უბრალოდ გამოცდაა, შენი და შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების. ძალღონე არ დაიშურო წყვდიადიდან გამოსაღწევად. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ნამდვილი მეგობარი.ნახავ, ვინ წაგაქცევს და ვინ გამოგიწვდის დახმარების ხელს, ვინ წამოგაყენებს. ისეთ ადამიანებთან ერთად უნდა იცხოვრო, რომლებიც მზად არიან აგონ პასუხი თავიანთ პატიოსნებაზე. ისეთებთან, რომლებიც სიბნელეში სხივივით შემოანათებენ და დაგამშვიდებენ, სიმართლეს გეტყვიან.შეიძლება სიმართლემ გატკინოს, მაგრამ ის გადაგარჩენს, დაგეხმარება.  თანადგომის გარეშე ვერ გაიმარჯვებ, გაგიჭირდება.

image

image

დააღწიე წყვდიადს თავი!

თავს ძალა დაატანე, ყველაფრის მიუხედავად გაიღიმე და გაანათე წყვდიადი, გზა გაიკვლიე ცხოვრების ლაბირინთში, ოღონდ ისე, რომ არც შენ თავს და არც სხვას უნებური ზიანი არ მიაყენო. არ დაიჯერო, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის, ის უბრალოდ გავიწყებს ტკივილს.

დააღწიე წყვდიადს თავი!

წყვდიადში შესვლის მიზეზი შეიძლება იყოს, საქციელი ან სიტყვები. გახსოვდეს, სიტყვები ხმალზე მჭრელია. ის ღრმა ჭრილობას ქმნის. შეიძლება შემდეგ სიტყვები მიუტევო, მაგრამ მაინც ვერ გააქრობ. ის აუცილებლად დატოვებს გულში თავის კვალს…

დააღწიე წყვდიადს თავი!

არ შეიძულო არავინ. მხოლოდ ერთი ცხოვრებაა და ის სიძულვილისთვის ზედმეტად მოკლეა. დაივიწყე  წარსული, იცხოვრე დღევანდელი დღით და მოტივირებული იყავი მომავალზე.

დააღწიე წყვდიადს თავი!

იმედი არ დაკარგო. დაეცემი? ადექი! კიდევ დაეცემი? კიდევ ადექი! განა ცისარტყელა, ძლიერი წვიმის შემდეგ არ გამოდის? განა ყოველ ბნელ ღამეს, ნათელი დღე არ მოყვება? მამაცი იყავი და ცხოვრებაში რაიმე ახლის გაკეთების არ შეგეშინდეს. საკუთარ ძალებში დარწმუნდი. იცოდე, ყოველი წამი, ყოველი წუთი, ყოველი დღე, შესაძლებლობაა ლაბირინთში გზის გალკვლევის. დააღწიე წყვიადს თავი, შენ ძლიერი ხარ-შეახსენე ეს საკუთარ თავს, ყველაფრის მიუხედავად შეიყვარე სამყარო და გახსოვდეს:
ბოლოს მზე მაინც გამოანათებს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s