წამიყვანეთ ჰოგვორტსში!

დამღლელი დღის შემდეგ, ძლივსძლივობით გავხსენი ლეპტოპი და ფეისბუქის სიახლეებს ჩამოვყევი. არაფერი ახალი. მოსაწყენი “სტატუსები”, ვიღაცის ფოტოები, ვიღაცის ვიდეოები… მოკლედ, არაფერი ისეთი ჩემს ყურადღებას რომ მიიქცევს. ის-ის იყო უნდა გამოვსულიყავი, რომ ერთმა სტატიამ მომჭრა თვალი.  თან ისეთი სათაური ჰქონდა, გვერდს რომ ვერ ავუვლიდი…

“თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ საშობაო სადილი ჰოგვორტსში ამ წელს”.

ანუ…. ხუმრობთ ხომ? 🙂 ea1e7396049479ce03d3e0acdd6d4dc2

ლინკზე გადავედი და გავიგე, რომ სულაც არ ხუმრობდნენ.  სტატიაში ეწერა, რომ სამ დეკემბერს ლონდონში მართლაც გაიმართება საშობაო სადილი, ისეთი ჯოანა როულინგი რომ აგვიღწერდა ამდენი ხნის განმავლობაში. ულამაზესი განათებული ჰოლი, უზარმაზარი მორთული ნაძვის ხე, ოთხი გრძელი მაგიდა, ჰოგვორტსული საამო ხმაური, მაგია და შენ.  აი ასეთი ატმოსფერო დაგხვდებათო, გვპირდებიან. ოჰოო, რა მაგარია! ვიღიმი და მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, რატომღაც მჯერა, რომ სამ დეკემბერს თბილისიდან ლონდონში ამ სადილზე ვიქნები. ოჰ, ყველაფერს შემდეგი სიტყვები აფუჭებს. რა სულელი ვიყავი, ეს სიამოვნება ფული ღირს რა თქმა უნდა. ღირს, თანაც კარგი 349$… ჰო, ჩაშხამდა ყველაფერი.

რამდენი ხანია ვოცნებობ ისეთ სადილზე ჰოგვორტსში საშობაოდ, რომ იმართებოდა. მართალია, ჭამის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ, იქაურობა მაინც სულ სხვაა. სულ არ მინდა შენი საჭმელი! უბრალოდ იქ დამსვით, შემახედეთ მაგრძნობინეთ… გესმით არა? უბრალოდ წამიყვანეთ ჰოგვორსტში! ასეთ “იმიტირებულ” ჰოგვორტსშიც წასვლაზე თანახმა ვარ! თანაც ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი ისე კარგად იქნება ორგანიზებული, მართლა რომ გაგრძნობინებს ამ ყველაფერს.

სტატია იმედგაცრუებულმა გამოვრთე და ახლა ისევ შემომაწვა პოტერჰედული იმედგაცრუება, ამდენი ხანი იმედით, რომ ვფარავდი. საშინლად მომინდა იქ ყოფნა. ხვალ, იმის მაგივრად, რომ გრიფინდორის საერთო ოთახში გავიღვიძო, ჩემს ოთახში ვიქნები, სკოლაში ჰერბიოლოგიის გაკვეთილის ნაცვლად, ბიოლოგიაზე ვიჯდები, შხამ-წამლების ნაცვლად ქიმიაზე და ა.შ…

არ გეგონოთ შურიანი პიროვნება, მაგრამ, როგორ უნდა იგრძნოს ახლა თავი ჩემნაირმა გოგონამ? დარწმუნებული ვარ, სამ დეკემბერს ჩემნაირებიც ისხდებიან და ისეთებიც მხოლოდ ფილმი, რომ აქვთ ნაყურები ან  ისეთები უბრალოდ, რომ შიათ და კარგ გარემოში უნდათ საღამოს გატარება. ჰო და სწორედ ასეთები მპარავენ ოცნებებს! რატომ უნდა იყვნენ ისეთები იქ და მე აქ მაგლურ სკოლში ვიჯდე!

ისმის კითხვა:

-რა ჰქვია ახლა ამას?

პასუხიც მარტივია:

-უსამართლობა!

თუმცა, ჩემში მაინც იღვიძებს ოპტიმისტი გოგონა და ელოდება წერილს. სჯერა, რომ მოვა ვიღაც კეთილი დეიდა/ბიძია და აუსრულებს ოცნებას.

მაგრამ, რა იცით რა მოხდება, რომ არ მოვიდეს?
შეაგვიანდეს?
დაავიწყდეს?

მოკლედ, მიზეზებს რა გამოლევს… ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის თქვენ გთხოვთ:

წამიყვანეთ ჰოგვორსტში! 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s