შემოდგომური…

რომ მკითხოთ, რომელია შენი საყვარელი წელიწადის დროო, ვერ გიპასუხებთ. ჩემთვის, გაზაფხულსაც, ზაფხულსაც, შემოდგომასაც და ზამთარსაც თავისებური ხიბლი აქვს. ყოველ წელიწადის დროს ისე ვხვდები როგორც მათ შეეფერებათ. ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ და ისე ვიქცევი, როგორც ისინი ითხოვენ. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამხელა ზეგავლენა იქონიონ ჩემზე, მაგრამ ფაქტია აგერ უკვე ორი თვეა რაც შემოდგომურ ხასიათზე ვარ.autumn-rain

შემოდგომის პირველ დილას, თვალები რომ გავახილე და ჩემი სახლის წინ ატუზული ერთგული, ახლა უკვე, გაყვითლებული ხე,  დავინახე, მივხვდი ცვლილება იწყებოდა. შემოდგომურ ხასიათს იმას ვეძახი, რომ ავტომატურად მინდება თბილად შევიფუთო ფანჯარასთან ჩამოვჯდე, ცხელი ჩაი დავლიო და წიგნის კითხვა დავიწყო. მაშინ, ჩაისაც შემოდგომური გემო აქვს და წიგნიც შემოდგომურად იფურცლება. მაშინ, წვიმაც შემოდგომურად მღერის. მერე გარეთ გასვლის ჟინი შემიპყრობს. კაშნეს მოვიხურებ და გარეთ გავისეირნებ ხოლმე. კარის გაღების თანავე ვცნობ, მონატრებულ შემოდგომურ სურნელს. ფოთლების შრიალი სამყაროს უფრო სხვანაირს ხდის. ზემოთ ავიხედები, ამ დროს ცა უფრო მოთეთროა. ირგვლივ ყველგან ყვითელს და სტაფილოსფერს დავინახავ. მერე, როგორც წესი, ვიღიმი და საშინელი სიცივის მიუხედავად სითბოს ვიგრძნობ, შემოგომურ სითბოს. ჩემს სახლთან ასეთი შემოდგომური სესიის დროს ადამიანებს იშვიათად თუ შეხვდებით. თუ შეხვდებით ეგეც ძალიან სწრაფად გარბიან სახლებში და გაყინულ სახეს თბილი ქურქის ქვეშ მალავენ. ამიტომ, ვრჩებით ხოლმე მხოლოდ მე და სიჩუმე.autumn_rain_in_the_park_xi_by_pandi1818-d4fqbin

შემოდგომა ჩემთვის ის წელიწადის დროა, რომ უნდა დაჯდე და იფიქრო.ამ დროს, გარემო უბრალოდ გაიძულებს ფიქრს. გარეთ სკამზე ჩამოვჯდები ხოლმე და ხალხის დათვალიერებას ვიწყებ. ადრე ამას შემოდგომურ ხასიათს დავაბრალებდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ უკვე ჩვევად გადამექცა. ვხვდები ყველა ადამიანი განსხვავდება და ამავდროულად ერთმანეთს ჰგავს. წინა შემოდგომას, ერთ მეეზოვეს ვაკვირდებოდი, დიდი ცოცხი ეჭირა და ფოთლებს ნაზად აგროვებდა ერთ ადგილას. მაშინ, სურვილი გამიჩნდა იმ შეგროვებულ, ფოთლების გორაში ჩავმხტარიყავი. სულ ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული, ვიჯექი და ვფიქრობდი რას უსმენდა. მისვლა ვერ გავბედე. შესაბამისად, ახლაც ძალიან მაინტერესებს. ამ მეეზოვემ, ერთი ჩემი მეზობელი მომაგონა. ისიც სულ ყურსასმენებით დადიოდა და რაღაცას უსმენდა. შემოდგომისას ფოთლებს ფეხით გვერდი მისწევდა ხოლმე და ისე გაივლიდა. არ ვიცი უბრალო დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ, შევამჩნიე, რომ შემოდგომისას სულ სტაფილოსფერ პიჯაკს ატარებდა. ჰო, ცოტა უცნაურია.maxresdefault

არ ვიცი, ბევრი რატომ ვერ იტანს შემოდგომას. საშინელი სიცივეებიო, ჩამომჭკნარი და გატყავებული ხეები და ერთფეროვნებაო… მათი სრულიად არ მესმის:

აბა, მითხარით, სულ სითბო ხომ ვერ იქნება?

ფოთოლი ყოველთვის ხეზე ხომ,ვერ დარჩება და ყოველთვს მწვანე ხომ ვერ იქნება?

ეს ერთფეროვნება კი არა ცვლილებაა, მეგობრებო.

ეს არის სიცოცხლე.

ერთფეროვნება ის იქნებოდა, სულ ზაფხული და ცხელი ამინდები, რომ ყოფილიყო. გაიხედეთ გარეთ. არ არის, თავისებურად ლამაზი? რა თქმა უნდა, ლამაზია. ამ წელიწადის დროს თავისი ხიბლი აქვს და ირგვლივ ყველაფერს შემოდგომურს ხდის. აი, ახლაც თქვენ შემოდგომურ პოსტს კითხულობთ და შემოდგომურ ხასიათზე გაყენებთ. ახლა, ჩემში შემოდგომური სისხლი ჩქეფს. დარწმუნებული ვარ,  რომ დავიძინებ შემოდგომური სიზმრები დამესიზრმება და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ, იფიქრებთ, ეს გოგონა რა ზედმეტად შემდგომური გოგონა ყოფილაო.

ჰო, მართალიც იქნებით.

მაგრამ, აბა, ერთი ზამთარში მკითხეთ, როგორი ვარ…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s