თავგატეხილი გოგონას პოსტი

ზუსტად არ ვიცი რატომ, მაგრამ, დეკემბერი ყოველთვის ჩემი საყვარელი თვე იყო. ალბათ, იმიტომ მიყვარდა (დიახ, მიყვარდა), რომ დეკემბრით  წელი მთავრდებოდა და ახალი ეტაპი იწყებოდა ან საერთოდ იმიტომ, რომ რაც თავი მახსოვს დეკემბერი  სასიამოვნო  სიურპრიზებს მიმზადებდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც წელს დამტოვა გულგრილად.წელსაც მომიმზადა სიურპრიზი.ოღონდ, უფრო განხსვავებული. არც ისე სასიამოვნო.

მოკლედ: თავი გავიტეხე.

აი ასე, მოულოდნელად, როგორღაც მოვახერხე და თავი გავიტეხე! მართალი გითხრათ, ვერც კი მივხვდი ისე სწრაფად, წამის მეასედში მოხდა ყველაფერი.

იყო სიმწრის ცრემლები, ძლიერი ტკივილი, სისხლი, პანიკა, თეთრხალათიანი ექიმები, ნემსი, ძაფი, პინცეტი და გამაბრუებელი წამლების სუნი. დღე საშინლად გაიწელა. ბოლოს კი დავრჩით, წოლის რეჟიმით მისჯილი, მე და ჩემი გატეხილი (უკვე გაკერილი) თავი.

არ დაგიმალავთ, ახლა ხელმოცარული და იმედგაცრუებული ვარ. წიგნის კითხვაც კი არ შეიძლება დიდი ხნით. ძალიან მალე ვიღლები და ჭრილობაც ყოველთვის თავს მახსენებს. ღირს კი ეს ყველაფერი ამად?!

გარდა ამისა, დღეს პირველად დავფიქრდი: სახელის გატეხვას, მართლა, თავის გატეხვა ჯობია?

იქნებ პირიქითაა და  თავის გატეხვას, სახელის გატეხვა ჯობია?

ან იქნებ არც ერთი. მგონი, უკეთესია თავიც მთელი გქონდეს და სახელიც. 🙂

თუმცა, კარგად, რომ დავუკვირდე, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ამ ინციდენტმა რაღაც კარგი მაინც მასწავლა. მაგალითად, გამომიმუშავდა ახალი რეფლექსი: ვიყურო ზემოთ, რომ თავში რამე არ დამეცეს. მშვენიერია, არა?

თან ახლა, როცა, იმ დღეს ვიხსნებ მეცინება კიდეც (ვერ შემედავებთ ნამდვილად სასაცილო ვიქნებოდი)!

ასე ვწუწუნებ გაუჩერებლად ჩემთვის, მაინც არავინ მისმენს: სულ წამლები, წამლები და კითხვის განსაზღვრული დრო. მაგრამ, რას ვიზამ-წოლითი რეჟიმის სასჯელი მალე დასრულდება. ნაკერსაც, ალბათ, მალე მომხსნიან. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.

ახლა კი, სხვა რაღა დამრჩენია- ჩემს ოთახში ვრჩები, საწყალ დეკემბერს ვადანაშაულებ და როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი, თავს იმით ვიიმედებ, რომ უფრო ორიგინალური და სახალისო იქნება, როცა ახალ წელს, ახალ თავით შევხვდები.

რა გაცინებთ, ასე არ არის?

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s