მე ვირჩევ სიკეთეს -”საოცრება” რ.ჯ პალაციო

აი ახლა ჩემს ოთახში ვარ  და ხელში რ.ჯ პალაციოს ”საოცრება” მიჭირავს. წიგნი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დავამთავრე და იქიდან მოყოლებული ჩუმად ვარ, იმიტომ, რომ რაღაც უცნაური, ჯერ კიდევ უცნობი, შეგრძნება მეუფლება.უფრო  სხვანაირად ვგრძობ თავს.

რა ხდება ჩემს თავს?!

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მინდა ვილაპარაკო, მაგრამ, არ შემიძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც, არ შემიძლია, მაგრამ, მაინც ვლაპარაკობ.

მითხარით მოულოდნელად ქუჩაში, რომ შეგხვედროდათ პატარა, 11 წლის ბიჭი, გრძელი შავი თმებით, დიდი ზომის ცხვირით, არა სიმეტრიულად განლაგებული თვალებით, უცნაური ფორმის პირით და შეწეული ყურებით, რას იზამდით? გაიქცეოდით? დაიკივლებდით? იტირებდით? მეტყველების უნარს დაკარგავდით? დასცინებდით? თუ გაუღიმებდით და თბილად შეხედავდით? ეს აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ და წინასწარ მოემზადოთ, რადგან, წიგნის კითხვის დროს მოგიწევთ, რომ სწორედ ასეთ ბიჭს ავგუსტუს პულმანს, პირისპირ შეხვდეთ. ბიჭს დეფორმირებული სახით, მაგრამ, კეთილი გულით.

პალაციოს წერის სტილი ძალიან მომხიბვლელი და ჩამთრევია. “საოცრება” ჩემთვის, მარტო, ავგუსტუს პულმანზე კი არა, სამყაროზე, ადამიანებზე და სიკეთეზეა.

ეს არის წიგნი, რომლსაც კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ. წავიკითხავ, მაშინ, როდესაც სამყაროს სიკეთეში ეჭვი შემეპარება. წავიკითხავ, მაშინ, როდესაც დამჭირდება მოტივი. 

a5b996a7c159e760141d38f776c77a33

ზოგადად, არ მიყვარს  როცა ვიღაცას ვავალდებულებ და ვეუბნები რა წაიკითხოს, მაგრამ, რა ვქნა ახლა უბრალოდ უსინდისოდ მოვიქცევი, ეს რომ არ ვთქვა. თქვენ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. ეს უნდა წაიკითხოს ყველამ, დიდმაც და პატარამაც. რატომ? იმიტომ, რომ აუცილებელია. იმიტომ, რომ თქვენ აქედან უნებურად ისწავლით. იმიტომ, რომ თქვენც ისეთი უცნაური შეგრძნება დაგეუფლებათ, როგორიც მე.

და მაინც რა არის ეს შეგრძნება?

ეს არის ცვლილება. ეს არის ის სიკეთე, რომელიც ამ უბრალო, შავად  ნაბეჭდი სიტყვებით დაწერილმა ფურცლებმა გადმომცეს. მე ვგრძნობ, როგორ შედის  ეს ტკბილი სითხე სისხლში და ვგრძნობ როგორ მყარად მიჯდება ტვინში.

მე ვიცი, რომ ამის შემდეგ უფრო უკეთესად ვიცხოვრებ, ადამიანებს შიგნიდან შევაფასებ, დავეხმარები, გავიღიმებ და სიკეთეს ავირჩევ.

მე ვირჩევ სიკეთეს.

თქვენ?

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s