Bookworm ანუ ანტისოციალური

BOOKWORM(ინგ.)-წიგნებით შეპყრობილი პერსონა,  ე.წ ”წიგნის ჭია”.

———-

სამწუხაროდ, დღესდღეობით საკმაოდ ხშირად, რეგულარულ მკითხველებს ანტისოციალურ ადამიანებად მოიხსენიებენ. პირადად ჩემთვისაც, ბევრჯერ უსვრიათ ამგვარი რეპლიკა. პირველად, როცა, წიგნის კითხვის გამო ანტისოციალური მიწოდეს, პასუხი ვერ გავეცი. ალბათ, იმიტომ, რომ იმ მომენტში გაოცებისგან, ვერ გავაანალიზე რისი თქმა სურდათ და რა იგულისხმეს  ამით. იმ დღეს, სახლში რომ დავბრუნდი, ბევრი ვიფიქრე.

თქვენ რას იტყვით, თქვენი აზრით, მართლა ხდის წიგნის კითხვა ადამიანს ანტისოციალურს?

დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხი ერთ აზროვანი იყოს. ვფიქრობ, გააჩნია როგორი მხრიდან მივუდგებით და როგორ შემთხვევას განვიხილავთ.

მე პირადად, დიდ აბსურდად მიმაჩნია ეს მოსაზრება.

თუ  ვკითხულობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებთან კავშირი არ მსურს ან არ ვკონტაქტობ. სხვათა შორის, ადრე უფრო ჩაკეტილი ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. სწორედ, წიგნებიდან ვისწავლე უამრავი რამ. მათ შორის ის, რომ ცხოვრება ეს არის კომუნიკაცია და კავშირი სხვებთან. სწორედ,  წიგნებმა შემმატეს გამბედაობა და ახლა იმის ნაცვლად, რომ ყველას ყველაფერზე თავს ვუქნევდე, ჩემს აზრს  ხმამაღლა ვამბობ. მოკლედ, აქტიურად ვიყენებ, ყველაფერს რასაც ვიღებ იმ თეთრი ფურცლებისგან. 521698_orig ვაღიარებ, მხოლოდ ორი შემთხვევა ყოფილა, როდესაც გარეთ გასვლას სახლში დარჩენა და კითხვა ვამჯობინე. ეგეც, მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტულად იმ ადამიანებთან, იმ მომენტში, არ მსურდა შეხვედრა.

თუმცა, ჩემს შემთხვევაში არა მაგრამ, ყოფილა ისე, როცა კონკრეტულ პიროვნებას ყველანაირ კონტაქტს, ურჩევნია თავის ოთახში მყუდროდ იჯდეს და იკითხოს.  აი, აქ, უკვე სულ სხვა რამ ხდება და მოდით, პირდაპირ წიგნს ნუ დავდანაშაულებთ. რადგან, აქ პრობლემა წიგნი კი არა, არამედ ის არის, რომ ამ ადამიანს წიგნის რეალობა ურჩევნია, თავის რეალობას. აქ პრობლემა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებშია და სწორედ ეს არის მთელი უბედურება (ამ დროს, წიგნის წართმევა გამოსავალი არ არის!).large (8)

ისე მერწმუნეთ, ხანდახან, სულ რამდენიმე საათით მართლა საჭიროა, შენს რეალობას მოსწყდე და ცოტა ხნით სხვაგან იყო. დაფიქრდე, გაანალიზო, რა არ გამოგდის. კითხვები დასვა და პასუხებიც იპოვო. შემდეგ კი  უფრო უკეთესობისკენ შეცვლილი დაბრუნდე შინ.

მე მიყვარს კითხვა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრება არ მაქვს და ანტისოციალური ვარ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ცოდნა მაქვს და შემიძლია თქვენ ასეთ რეპლიკაზე საფუძვლიანი, არგუმენტირებული, პასუხი გაგცეთ.

ეს ნიშნავს იმას, რომ უკეთესია როცა იცი და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც,  სამყაროში იპოვი და აღმოაჩენ იმ არაჩვეულებრივ დეტალს, რომელიც ყველას ჩვეულებრივად მიაჩნია.

large (5)

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s