”ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ” ფრაზები

პოსტი წიგნზე იხილეთ აქ.

გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩემთვის ეს წიგნი გენიალურია. ჰოდა, ახლა ამ გენიალური წიგნიდან ჩემთვის ლამაზ, მშვენიერ და აზრიან ფრაზებს იხილავთ. გირჩევთ, თუ ეს ნაწარმოები ჯერ არ წაგიკითხავთ, არც პოსტის კითხვა გააგრძელოთ. (ზოგი ფრაზიდან აზრს ვერ გამოიტანთ და გარდა ამისა კითვის სიამოვნებასაც გაგიფუჭებთ.)

 

  • “რა თქმა უნდა, ბავშვებო, ტვინი სრულ სიბნელეშია ჩაძირული. ის სითხეში ცურავს, თავის ქალის შიგნით, სადაც სინათლე არასოდეს აღწევს. და მაინც, სამყარო, რომლის კონსტრუირებას ის ახდენს გონებაში, სავსეა სინათლით, ფერებით და მოძრაობით. და მაინც, როგორ ხდება, ბავშვებო, რომ ტვინი, რომელიც მარადიულ წყვდიადში იმყოფება, ჩვენთვის სინათლით სავსე სამყაროს ქმნის?”
  • “გაახილეთ თვალები და დაინახეთ ის,  რისი დანახვაც მისი საშუალებით შეგიძლიათ.  გაახილეთ თვალები, სანამ ისინი სამუდამოდ არ დახუჭულან.”
  • ” -და ახლა რას ვაკეთებთ, მამა?

-ახლა იმედი გვაქვს, რომ მატარებელში მოვახერხებთ ჩაჯდომას.

-დანარჩენები რას აკეთებენ?

-მათაც იმედი აქვთ.”

  • “ხანდახან ყველაზე უსაფრთხო ადგილი ქარიშხლის გულშია.”
  • “ლოკოკინასავით, საკუთარ ნიჟარაში ჩაკეტა. ის გაბრაზებულია. ეტიენზე იმის გამო, რომ ძალიან ცოტას აკეთებს, მადამ მანეკზე იმის გამო, რომ მეტისეტად ბევრს აკეთებს, მამაზე იმის გამო, რომ მის გვერდით არ არის. თავის თვალებზე, რომლებიც ვერაფერს ხედავენ. ყველასა და ყველაფერზე. ვინ იცოდა, რომ სიყვარული კლავს?”
  • “-აბა, თუ იცით, რა მოხდება, ეტიენ, თუ ბაყაყს ქვაბში, მდურარე წყალში ჩავაგდებთ?

-დარწმუნებული ვარ, თქვენ გვეტყვით.

-ის ზევით ამოხტება. მაგრამ აბა თუ იცით, რა მოხდება თუ ბაყაყს ქვაბში, ცივ            წყალში ჩავაგდებთ და წყალს ნელ-ნელა გავაცხელებთ, სანამ ადუღდება?              იცით, მაშინ რა ხდება?

მარი-ლორა იცდის. კარტოფილს ორთქლი ასდის.

-ბაყაყი იხარშება,-ამბობს მადამ მანეკი”gjfjfj

  • “და თქვენ არასოდეს დაუღლიხართ რწმენას, მადამ? არასოდეს გითხოვიათ რაიმე მტკიცებულება?
  • “აუცილებელია, რომ ყოველთვის გწამდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.”
  • “იცოცხლე, სანამ, მოკვდები.”
  • “მაგრამ ღმერთი მხოლოდ თეთრი, ცივი თვალია ცაში, მეოთხედი მთვარე, კვამლს ზემოდან რომ დასცქერის, ქალაქი თანდათან მტვრად როგორ იქცევა.”
  • “გონების მოკრებაა საჭირო, რომ ამობურცული წერტილები ასოებად იქცეს, ასოები-სიტყვებად, სიტყვები კი-სამყაროდ.”
  • “[მარი-ლორა] მიდის, სამყაროსთვის მიპყრობილი უსინათლო თვალებით და ნათელი სახით.”
  • “რამდენი ლაბირინთია ამ სამყაროში. ხის ტოტები, ფესვების ფილიგრანები, კრისტალების მატრიცები. ქუჩები, რომელიც მამამ აღადგინა მაკეტებში. ნეკნები მურექსის ნიჯარაზე, მთის ბოკვი ქერქის უსწორმასწორობები, არწივის ღრუ ძვლების სტრუქტურა. და მაინც, როგორც ეტიენი იტყოდა, ამქვეყნად ალბაღ არაფერია ადამიანის ტვინივით რთულად მოწყობილი: ერთი კილოგრამი, რომლის შიგნით მთელი სამყარო ბრუნავს.”
  • “როცა დავბრმავდი, ხალხი ამბობდა, რომ მე ძალიან მამაცი ვარ. და როცა მამა წავიდა, მაშინაც. მაგრამ ეს სიმამაცე აღარ იყო. მე არჩევანი აღარ მქონდა. დილით ვიღვიძებ და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ. შენც ასე არ ხარ?”
  • “ყოველ საათს, ფიქრობს, მარი-ლორა, იმ ქვეყნად მიდიან ადამიანები, რომელთაც ომი ახსოვთ.

ჩვენ კვლავ ავღორძინდებით ბალახებში. ყვავილებში. სიმღერებში.”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s