“ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ” – ენტონი დოერი

დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ამ ნაწარმოების განხილვა. საერთოდ განხილვებს მაშინ ვწერ, როდესაც წიგნი ძალიან მომწონს, მაგრამ, ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი რომ მომეწონა… უფრო სხვა რამ დამემართა. ეს ვფიქრობ მოწონებაზე და აღფრთოვანებაზე მეტი იყო. ეს ისტორია იმდენად ახლოს მოვიდა ჩემს გულთან, ასე მგონია, რომ ჩემი ნაწილიც კი  გახდა. ჰოდა, მეშინოდა შთაბეჭდილებების გაზიარებით არ მომცილებოდა, მაგრამ, შემდეგ დავწრმუნდი იმდენად მყარად ჩაერჭო ჩემში ამას ვერავინ და ვერაფერი მომაცილებს, ვერასდროს.

მერწმუნეთ, წიგნს რომ გადაშლით ვერ მოცილდებით. ერთი წამით მე ისიც კი გავიფიქრე ყდას წებო ხომ არ აქვს წასმული ხელს, რომ ვერ ვუშვებ-მეთქი, მაგრამ, შემდეგ დავრწმუნდი სულ ამ თეთრი ფურცლებისა და შავი სიტყვების ბრალი ყოფილა.

ca19a0aa93b69fe7582476056e0035db
გამომცემლობა: პალიტრა L                 ფასი: 14.99

ბევრი, რომ არ ვილაპარაკო, წიგნი მეორე მსოფლიო ომზეა. ენტონი დოერი ორი ადამიანის ცხოვრებაზე გვიამბობს.  ბრმა გოგონა, მარი-ლორა და ობოლი გენიოსი ბიჭი ვერნერი. არ მინდა, რომ მათ შესახებ მოგიყვეთ. მირჩევნია, თქვენ თვითონ გაეცნოთ ამ პერსონაჟებს და მათ ისტორიას. მე ეს ყველაფერი ასე წარმომიდგენია. ვფიქრობ, მათი ცხოვრება, ოკეანესავით მიედინებოდა, ხანდახან სიმშვიდე იყო, ხანდახან კი დიდი შტორმი. ვერნერი და მარი-ლორა კი ტალღები იყვნენ. განსხვავებული ტალღები. ერთ ოკეანაში, მაგრამ, სხვადახვა მხარეს მიედინებოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვგონია, რომ შეუძლებელია ტალღები შეხვდენენ. მაგრამ, მაინც…. რა მოხდება თუ სწორედ ეს ორი ტალღა ერთმანეთს შეეჯახება? ალბათ, ერთამანეთს გააპობენ და სხვადასხვა მიმართულებით წავლენ, ან რა იცით იქნებ გზა ერთადაც კი გააგრძელონ…

წიგნი ომზეა. ყველაფერი იმდენად ლამაზად, გულწრფელად და რეალურად ეწერა, კითხვის პროცესში რამდენჯერმე დამჭირდა საკუთარი თავი დამერწმუნებინა, რომ ეს მხოლოდ წიგნია. მეტსაც გეტყვით: როცა ქალაქი იბომბებოდა, გაუცნობიერებლად თავზე ხელებს ვიფარებდი და საბნის ქვეშ ვიმალებოდი. მეც პერსონაჟებთან ერთად გადარჩენისთვის ვიბრძოდი.

Anthony_Doerr_by_Isabelle_Selby.jpg
ენტონი დოერი/Anthony Doerr

და მაინც რაზეა ეს წიგნი?

წარმოიდგინეთ:

რადიო. უცხო ადამიანის ხმები. უხილავი ბგერები. ბედისწერა. იმედი.  რისკი. შიში. ტკივილი. ცრემლები. მონატრება. სიყვარული. სიბნელე და სინათლე. სიკეთე და ბოროტება. ომი და სიმშვიდე. მეოცნებე და მამაცი ადამიანები. ლოკოკინები და დამანგრეველი ბომბები. წარსული და მომავალი.

ეს წიგნი ჩვენზეა, ადამიანებზე. ეს ჩვენს წარსულზეა. წიგნი გვიამბობს თუ რა არის იმ მყარი მიწის ქვეშ რომელზეც ახლა ვდგავართ. ამ მიწის ქვეშ ადამიანები, ისტორია და უკუნით სიბნელეა. მაგრამ, ამ სიბნელეშიც კი შესაძლებელია იმ ნათელის დანახვა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ:

“გაახილეთ თვალები და დაინახეთ ის,  რისი დანახვაც მისი საშუალებით შეგიძლიათ.  გაახილეთ თვალები, სანამ ისინი სამუდამოდ არ დახუჭულან.”

 

P.s ფრაზები ამ ნოველიდან იხილეთ შემდეგ პოსტში

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s