თვითმკვლელ ძაღლთა ხიდი

გჯერათ, არა დედამიწური ძალების?

დღეს გადავწყვიტე თქვენთვის ისეთი ამბავი მეამბო, რომელმაც თავის დროზე რიგიანად დამაშინა და ძალიან დამაინტერესა. ამ ამბავმა არა დედამიწური ძალების არსებობაშიც კი დამარწმუნა.

ოვერთაუნის ხიდი შოტლანდიაში, სოფელ მილტონში აიგო 1859 წელს და რამდენი წლის შემდეგ ცნობილი გახდა როგორც თვითმკვლელ ძაღლთა ხიდი.

უკვე საშიშია არა? მოიცადეთ,  ჯერ ის არ მითქვამს, რომ ეს პოსტი რეალურ ამბავზეა დაწერილი.

ჰო, ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი რამ უნდა გითხრათ:

BASED ON A TRUE STORY.  🙂

მგონი სათაურიდან გამომდინარე ყველაფერი ცხადია.

ოვერთაუნის ხიდზე, ყოველ წელს დაახლოებით 50 ძაღლი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს. ყველაფერი მოულოდნელად ხდება. ძაღლები როგორც კი ხიდთან სიახლოვეს გაივლიან, მდგომარეობიდან გამოდიან, თავს ვეღარ აკონტროლებენ და ხიდიდან ხტებიან. მაგრამ, რა არის მათი საქციელის ახსნა დღემდე საიდუმლოდ რჩება.  maxresdefault

და მაინც ამ ამბიდან ყველაზე ამოუხსნელი ის არის, რომ ძაღლები ძირითადად ერთი და იმავე მხრიდან ხტებიან, ერთი და იმავე ადგილიდან, წყნარ, მზიან ამინდში. თან დღემდე მათი უმეტესობა გრძელცხვირა სახეობის ძაღლები არიან. 2015 წლის მონაცემებით, ხიდს ექვსასამდე ძაღლი შეეწირა.  თუმცა, რა თქმა უნდა, სასწაულად გადარჩენილებიც არსებობენ. მათ ”მეორედ მოსულებს” უწოდებენ.  უფრო შემზარავი კი ისაა, რომ ”მეორედ გადარჩენილების” უმეტესობა კვლავ იმეორებს თავის საქციელს.

1994 წელს აღმოჩნდა, რომ ხიდი მარტო ძაღლებისთვის კი არა, ადამიანებისთვის საშიშიცაა. 1994 წელს მამაკაცმა ორი კვირის ჩვილი ხიდიდან გადააგდო. მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ის ბავშვი იყო ეშმაკისეული. ხოლო, როდესაც მან თავისი საქციელი გაანალიზა, თვითონვე მოიკლა თავი.  საბედნიეროდ, ადამიანის თვითმკვლელობის შემთხვევა დღემდე აღარ გამეორებულა. Screenshot

და მაინც, რატომ იქცევიან ძაღლები ასე?

უამრავი ვარაუდი არსებობს.

Overtoun-House-at-Milton-near-Dumbarton
სახლი ოვერთაუნის ხიდთან.

ერთ-ერთი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ მათ იზიდავთ გარკვეული ცხოველების სუნი. მაგრამ, ეს ვერსია ყველამ უარყო, რადგან, უბრალოდ ცხოველის სუნმა შეუძლებლია ისინი გამოიყვანონ მდგომარეობიდან.

პარანორმალური მოვლენების მკვლევარები ამბობენ, რომ ძაღლები ამ ხიდს სხვა თვალით უყურებენ. ისინი, ხედავენ იმას, რასაც ადამიანები ვერ ვხედავთ. მათი თქმით, ძაღლები ამჩნევენ ხიდზე დასახლებულ ”სულებს” და ისინი შიშით ან მათი იძულებით ასრულებენ სიცოცხლეს.

”სულების” არსებობის ვერსია ხალხმა მალევე აიტაცა. ისინი ამბობენ, რომ აქ დაიარება ოვერთაუნის თეთრი ქალბატონის მოჩვენება, რომელიც დიდი ხნის წინ ხიდთან მდებარე სახლში ცხოვრობდა.

Lady-Overtoun
ამბობენ, ამ ფოტოზე დაინახავთ “ოვერთაუნის თეთრ ქალბატონ მოჩვენებასო”, მაგრამ,  მე პირადად ვერფერს ვხედავ 🙂

გარდა ამისა, ადგილზე მისული ადამიანები, ამტკიცებენ, რომ მათ ხიდთან მიახლოებისთანავე ძალიან უცნაური შეგრძნება დაეუფლათ.

რამდენიმე წლის წინ ხიდთან გამაფრთხილებელი ნიშანი დადგეს, წარწერით:

 

“სახიფათო ხიდი-გთხოვთ თქვენი ძაღლი საბელზე გამობმული გყავდეთ.”

დრო გადის და ყველაფერი დღემდე ამოუხსნელი რჩება. ყველაფერი ძალიან დამაბნეველი და იდუმალია. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება:

ძაღლები ოვერთაუნის ხიდზე თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს.

 

არსებობს უამრავი კითხვა, მაგრამ, მათზე პასუხის გაცემა დღემდე შეუძლებელია.

Screen-Shot-2015-06-24-at-133528

 

უფრო მეტი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ პატარა დოკუმენტური ვიდეო თვითმკვლელ ძაღლთა ხიდზე:

Advertisements

3 thoughts on “თვითმკვლელ ძაღლთა ხიდი

  1. ვაიმე, ჯერ ხომ ვიცინოდი და იმ ფოტოს მერე სულ წამიხდა ხასიათი, ქალი რომ დავინახე.
    შემაშინე!
    გაად :3
    არადა, კატები მეგონენ ეშმაკეულები 3:)

    Liked by 1 person

    1. ანუ შენ მართლა დაინახე? მე ვერ შევამჩნიე, ჩემებმა მითხრეს მართლა არის რაღაცო :დ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s