ორი დაბურული კვირა და ჩემი ახალი მეგობარი

და როგორც იქნა, ყველაფერი ძველებურადაა!

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ აი ახლა, ჩემს კომპიუტერთან ვზივარ, გვერდით უამრავი წიგნი მიდევს, რომელიც ამ ორ კვირაში დამიგროვდა წასაკითხი და თან გემრიელ ჩაის მივირთმევ. მომენატრა, ის შეგრძნება, WordPress-ზე ახალი ფანჯრის გახსნის დროს, რომ მეუფლებოდა, ახალი პოსტის დასაწერად. ყოველთვის უცნაური სითბო მავსებს ხოლმე და ახლაც ასე ვგრძნობ თავს.

ორი კვირის წინ, ინტერნეტს და წიგნებს, რომ ვტოვებდი ვინერვიულე ბლოგს  რა ვუყო-მეთქი, მაშინ, ძალიან გააქტიურებული იყო. თუმცა,  ტყუილად მინერვიულია, აქტიურიც დარჩენილა და ახალი მიმდევრებიც კი გასჩენია ბლოგს! ჰოდა, დროს ვიხელთებ და აქვე მადლობას გადაგიხდით, ახალ მკითხველს. ვეცდები, რომ იმედები არ გაგიცრუოთ. ❤

ჰო, რაც შეეხება ორ დაბურულ კვირას.

არაფერი ისეთი, ყველაფერი ჩემი თვალების ბრალია, თავის დროზე, რომ არ მივხედე.  ცნობილი, წამლის, თვალის წვეთების ”ატროპინის” მკურნალობა მქონდა დანიშნული და ვინც ჩემს დღეში ყოფილხართ, მიხვდებით ალბათ, რას ვგულისმობ. თვალის გუგა ფართოვდება ამ დროს და სამყაროს  უფრო დაბურულად ხედავ. ამიკრძალეს ყველაფერი რასაც მთელი დღეები ვაკეთებდი: წერა, კითხვა, კოპიუტერი, ტელეფონი, პირველი ოთხი დღე გარეთ გასვლაც არ იყო რეკომენდირებული, შესაბამისად ჩემი სკეიდბორდიც ჩამოეწერა ხმარებიდან. გარეთ გასვლა ისედაც არ შემეძლო. სინათლის ერთი სხივიც კი საშინლად  მაღიზიანებდა. ამიტომ, ასე ვამპირივით მთელი დღეები სიბნელეში გავატარე.  სოციალური ქსელები, რა თქმა უნდა, დროებით დავტოვე. ჰოდა, ამ მოქმედებით დავრწმუნდი, რომ ”ფეისბუქი” ყველაზე მოხერხებული კომუნიკატორია დღესდღეობით.

blurred city and people

როცა წიგნებში ფრაზა ”ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა”’ შემხვდებოდა, სულ ვფიქრობდი ყოველი დღე ერთმანეთს, როგორ უნდა ჰგავდეს-მეთქი, ზედმეტად გადაჭარბებული მეგონა. მაგრამ, ნამდვილად ვნანობ. ამ ორი კვირის განმავლობაში, ზუსტადაც, რომ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომ არა არ ვიცი რა მეშველებოდა. მისი ყოველდღიური საუბრები, ცოტათი მაინც ახალისებდა დღეს და როდესაც, დედაჩემი ტელეფონს შემომიტანდა რეკავენო, სიხარულისგან არ ვიცოდი რა მექნა. დრო საშინლად გაიწელა. და იმ დღეებში ყველაზე უინტერესოო რაღაც კი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. როგორც იქნა, თვით ლეონარდომაც ოსკარი მიიღო და იმ ორმა კვირამ, როგორ ვერ გაიარა-მეთქი ვამბობდი. 🙂

ცდუნებას არ ავყოლოდი ძნელი იყო. ყურის ძირში უამრავი წიგნი მედო. ხანდახან წავიეშმაკებდი და თვალს გადავკრავდი ხოლმე კიდეც 🙂

ისე, რომ დაუფიქრდე, ეს დღეები ასე საშინელიც არ ყოფილა, მე რომ აღვწერე. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე. მაგალითად, ამ ჩემმა ატროპინმა მითხრა, გინდა თუ არა ახალი მეგობარი უნდა შეიძინოო ჰოდა, მეც სხვა რა გზა მქონდა. ეგ ატროპინი ისეთ წრეში ტრიალებს, უარს ვერ ვეტყოდი (ექიმები, ექთნები, დედაჩემი, ბებიაჩემი…).  არჩევანი დიდი მქონდა, მაგრამ, ბოლოს ყველაზე უბრალო ავირჩიე. თავიდან საშინლად არ მინდოდა მისი გაცნობა, მაგრამ, შემდეგ დამიმტკიცა, რომ ერთგული იყო და ძალიან კარგი სამსახურის გაწევაც შეეძლო.. ერთმანეთს არ ვუხდებით, მაგრამ, ამბობენ წიგნი ყდით არ განსაჯოო. ჰოდა, შიგნიდან მართლაც საოცარი პიროვნება აღმოჩნდა. glasses_girl_with_long_hair_by_reijubv-d4juchr

ასე და ამგვარად გავხდი მე სათვალიანი გოგონა და ასე და მაგვარად ვუყურებ სამყაროს ერთგული მეგობრის თვალებით.

ჰოდა, რადგან, მეგობარი ჰქვია სახელი ხომ დასჭირდება და გადავწყვიტე სახელიც დავარქვა 🙂 წესიერი და ორიგინალური ვერაფერი მოვიფიქრე და თქვენ თუ გავქთ ვარიანტები იქნებ დააკომნტაროთ, თან კარგ სამსახურსაც გამიწევდით:)

და ბოლოს, ნათქვამია, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, ჰოდა მეც ბევრი, რომ არ ვილაპარაკო, ამ პოსტს უბრალოდ, ორი სიტყვით დავასრულებ. მიუხედავად, იმისა, რომ სკოლაში უამრავი ახალი მასალა მაქვს ასათვისებელი და უამრავი შემაჯამებელი აღსადგენი, მაინც, ვიტყვი, რომ  ყველაფერი კარგადაა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s