8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

”We Shall Fight Until We WIN”

ქალბატონებო,

დღესდღეობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამოვხატოთ ჩვენი საკუთარი აზრი, ჩვენივე არჩეული მიმართულებით, შეგვიძლია გავხდეთ ექიმები, მწერლები, ჟურნალისტები, მათემატიკოსები, არქიტექტორები ან ის, ვისაც ჩვენ მოვისურვებთ. შეგვიძლია მივიღოთ სრულფასოვანი განათლება, ახალგაზრდებმა ვიაროთ სკოლაში და ყველაფერი ჩვენით დავგეგმოთ.

ხვდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია? ხვდებით, ვინ ვართ დღეს?ადამიანები ვართ, საკუთარი უფლებებით და პირადი თავისუფლებით.

მაგრამ, ყველაფერი ასე ადვილად არ ყოფილა. ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას სხვებს უნდა ვუმადლოდეთ – იმ მამაც ქალებს, ვინც გაბრაზდნენ, დაიღალნენ და ბრძოლა დაიწყეს.

ჰოდა, სანამ ფეხს-ფეხზე გადავიდებდეთ და რვა მარტს აღვნიშნავდეთ, უმჯობესია, რამდენიმე წუთით დავფიქრდეთ, გაავაანალიზოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის და საერთოდ, საიდან დაიწყო ყველაფერი.

მე-19 საუკუნემდე, ქალები შეუსვენებლად მუშაობდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც მშივრები რჩებოდნენ, არ ჰქონდათ განათლების უფლება, არც საკუთარი აზრის გამოხატვა შეეძლოთ. ცხოვრობდნენ სხვების ბრძანებებით. დილით, როცა გაიღვიძებდნენ და სამუშაოზე წავიდოდნენ, ღამით გადაღლილები სახლში ბრუნდებოდნენ და უბრალოდ აღარც რჩებოდათ დრო თავიანთი თავებისთვის.

ჰოდა, ბოლოს როგორც იქნა, ნიუ-იუორკში, რამდენიმე ფაბრიკაში მომუშავე ქალბატონი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ უსამართლობა იყო და 1857 წლის რვა მარტს ერთხმად გაიფიცნენ. აპროტესტებდნენ მძიმე სამუშაოს, გაუსაძლის პირობებს და არა საკმარის ხელფასს. პირველმა გაფიცვამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო და პოლიციამ ისინი ადვილად დაარბია. თუმცა ეს მოვლენა ყველაფრის საწყისი გადმოდგა და ორი წლის შემდეგ ქალთა პირველი პროფკავშირი ჩამოყალიბდა.

ყოველ წელს საკუთარი უფლებების დამცველი ქალების რიცხვი, უფრო და უფრო, მატულობდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ნიუ-იორკში, 15 000-მდე ქალი გამოვიდა ქუჩაში იგივე მოთხვნით. მათ იმავე წელს მოითხოვეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. ამის შემდეგ გაიმართა პირველი ქალთა კონფერენცია, იქ სიტყვით გამოვიდა სოციალისტი კლარა ცეტკინი და სწორედ მან გამოაცხადა რვა მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ. (სამწუხაროდ, მისი სიტყვა ინტერნეტ რესუსრსებში არ მოიპოვება 😦

ეს ამბავი, ნიუ-იორკს გასცდა და მთელ მსოფლიოს მოედო. მომავალ წელს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ყრილობაზე მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

მაშინ, ქალებთან საზოგადოებას ზედმეტად სტერეოტიპული დამოკიდებულება გააჩნდა(სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპები დღემდე შემორჩენილია). სწორედ, ამიტომ, მოგვიანებით ქალთა უფლებები ცალკე გამოიყო. მსოფლიოში რვა მარტი უქმე დღედ გამოცხადდა.

7f8392a3fdadc48ad755d509103c630a
ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის-ჰილარი კლინტონის გამონათქვამი.

დღესდღეობით, დღესასწაულმა სახე იცვალა და ახლა პოლიტიკური ხასიათის აღარაა.

ეს დღე ყველა ქალს ეკუთვნის. ამიტომ, ქალბატონებო, დროებით გვერდით გადადეთ სამუშაო და დატკბით თქვენი უფლებებით, გამოიყენეთ ისინი. იამაყეთ, რომ ქალი გქვიათ. დარჩით ძლიერები და თავდაჯერებულები. გახსოვდეთ ვინ ხართ და რა შეგიძლიათ.

რვა მარტს გილოცავთ!

giphy

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s