”გიკი გოგო 3 : ყველაზე ფოტოგენური” – ჰოლი სმეილი

ჰეი, როგორ ხართ?

მოემზადეთ, დღეს ყველაზე თინეიჯერულ წიგნზე უნდა გესაუბროთ. თინეიჯერული, რომ ვახსენე, ალბათ, მიხვდით, რომ ”ლიბერთინსის” მორიგ ძალიან საინტერესო წიგნთან გვაქვს საქმე. (აბა, ლიბერთინსომანიით დაავადებულ გოგონასაგან რას უნდა მოელოდეთ?! ) თქვენი აზრიც, მაინტერესებს რას ფიქრობთ. გიკი გოგოს მესამე ნაწილი: ”ყველაზე ფოტოგენური” უკვე წაიკითხეთ?

ოჰ, მე წავიკითხე და თანაც რა გემრიელად ვერც კი წარმოიდგენთ.

ჰოლი სმეილის წერის სტილი, რომ ყველასგან გამორჩეულია, ალბათ, ყველამ იცით. მე რომ ეგ წერის სტილი, ძალიან მომწონს, ალბათ, ესეც გეცოდინებათ. პირდაპირი მნიშვნელობით, გიკური ხელწერა აქვს ჰოლის. ყველა მომენტი არის საშინლად საინტერესოდ და განსხვავებულად დაწერილი. ზუსტად ისე, როგორც წიგნის მთავარი გმირი, უკვე 16 წლის, ყველაზე გიკური და ყველაზე ფოტოგენური მოდელი, ჰარიეტ მანერსი მოგვიყვებოდა თავის საინტერესოზე საინტერესოს, ჩახლართულზე ჩახლართულს, უხერხულზე უხერხულს და ლამაზზე ლამაზ ისტორიას.

shop_product_image_171812
”ყველაზე ფოტოგენურის” ქართული გარეკანი.  ფასი: 11.99 ₾

იცოდით, რომ ჭიანჭველას მასზე ორმოცდაათჯერ მძიმე ტვირთის აწევა შეუძლია, რაც ადამიანისთვის მანქანის აწევას უდრის?

იცოდით, რომ ძროხებს ოთხი კუჭი აქვთ?

იცოდით, რომ ნიუ-იორკში დღეში სამ მილიონამდე ზარი ხორციალდება?

არა?

ჰო, არც მე ვიცოდი, მაგრამ, სამაგიეროდ,  ღამე რომ გამაღვძოთ და მკითხოთ, რამე საინტერესო ფაქტები ჩამომითვალეო, დაუფიქრებლად ჩამოგითვლით ამგვარ რაღაცებს. არა, იმიტომ რომ მე ინტერნეტში ასეთ ფაქტებს ვეძებ, არამედ იმიტომ, რომ მე ”გიკი გოგოს” წიგნების აქტიური მკითხველი ვარ.ჰო, აქვე ვიტყვი, რომ წიგნი სავსეა უცნაური და საინტერესო ფაქტებით. მე პირადად 56-ზე მეტი ფაქტი ამოვიწერე და უმეტესობა დავიმახსოვრე. (ისე თუ სურვილი გექნებათ ტოპ ფაქტებს მომდევნო პოსტის სახით დავდებ, კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ).

imgID19246698.jpg-pwrt3
წიგნის ავტორი, უთბილესი ჰოლი სმეილი ❤

მესამე ნაწილში, ამჟამად, ჰარიეტ მანერსი ნიუ-იორკში მიემგზავრება. პირველივე გვერდის წაკითხვიდან მიხვდებით, რომ ნიუ-იორკი, ჰარიეტ მანერსსაც და თქვენც წარმოუდგენელ თავგადასავალს გთავაზობთ. მომაჯადოებელი სიყვარულის ისტორია, ლომბიჭასა და ჰარიეტს შორის კი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

გიკი გოგოს წიგნებში, მარტო ის არ მომწონს, რომ ხელიდან ვერ გაუშვებ, არც ის, რომ კითხვასთან ერთად ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებ, არც ის რომ ყველაფერი საოცრად გამორჩეულად წერია. მე ის მომწონს, რომ ერთი შეხედვით ეს თინეიჯერული წიგნი, არის, ასე ვთქვათ, უფრო ღრმა ვიდრე ჩანს. მომწონს, ის რომ ჰარიეტ მანერსის ისტორია, გამზადებს, აცრას გიკეთებს ცხოვრების ლაბირინთში გზის გასაკვლევად. ეს წიგნი თქვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავს. და ეს არის, უბრალოდ ძალიან მაგარი.

არ გჯერათ? მე მართლა, ყველაზე გულწრფელად ვამბობ, რომ  ამ 394 ფურცელში ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.  დავიჯერე, ნამდვილი სიყვარულის და დავრწმუნდი, რომ ყველა ძვირფას კაბაზე, ყველა ძვირფას სამკაულზე უფრო ძვირფასი ის ადამიანებია, რომლებიც შენს გვერდით არიან, რომლებიც გიყვარს და რომლებსაც უყვარხარ.

და რა არის სიყვარული?

”შეგიძლია დაგეგმო, დაწერო, აღნუსხო, განსაზღვრო, წარმოიდგინო, თუ როგორ გინდა, განვითარდეს, რანაირად გინდა, წარიმართოს, რა მიზანს მიაღწიოს. შენს თავზე მორგება სცადო.

მაგრამ, ის არაფერს ითვალისწინებს.

სიყვარული ყველაფერზე წინ დგება და გეგმას თვითონვე  ადგენს. თავადვე განსაზღვრავს.

იქნებ, იდეალურიც ამიტომ არის.”

ჰოდა, თუ თქვენს თავში ტრიალებს კითხვა, რა წავიკითხო, დაუფიქრებლად გაიქეცით და ”გიკი გოგოს” მესამე ნაწილის ”ყველაზე ფოტოგენურის” კითხვა დაიწყეთ.

მერწმუნეთ, წინ თავბრუდამხვევი თავგადასავალი გელით.

წარმატებები!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s