ერთი ვამპირული დღე ანუ შეხვედრა მწერალთან – ქეით დეივისთან

 

ოდესმე თავი ვამპირად გიგვრძნიათ?

მოგჩვენებიათ, რომ თქვენს ირგვლივ ადამიანები, კი არა, არა ამქვეყნიური არსებები დადიან, მიირთმევენ, საუბრობენ, ბრაზდებიან, იცინიან, ცხოვრობენ.

ოდესმე, თავი გიგრძვნიათ, რომ წიგნის სამყაროში აღმოჩნდით? ოღონდ ეს ამჟამად, არა თქვენი ფანტაზია, არამედ, უბრალოდ რეალობაა. დიახ, რეალობა.

მე დღეს, სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღვმოვჩნდი. მე დღეს, ყველაზე ვამპირული დღე მქონდა, ჩემს საუკეთესო მეგობართან და თავბრუდამხვევი ვამპირული თავგადასავლის ავტორთან-ქეით დეივისთან.

”ვამპირული ომები” წაკითხული გაქვთ?

ისეთი წიგნია, ერთ ამოსუნთქვაში, რომ შემოეკითხება ნებისმიერ ადამიანს, უყვარს მას კითხვა თუ არა.  პირადად, მეც, აქამდე ნამდვილად არ მიზიდავდა  წიგნები ვამპირებზე და ვამპირულ ომებს თავიდან ცოტა ზერელად მივუდექი, თუმცა, მაინც ვცადე. ვცადე და პირველი გვერდის წაკითხვიდან მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

თქვენ, თავს როგორ იგრძნობდით, თუ გაიგებდით, რომ იმ სისხლმა, რომელიც ძარღვებში გიძგერთ, სამყაროს ბედი უნდა გადაწყვიტოს? თავს, როგორ იგრძნობდით თუ გაიგებდით, რომ თქვენს სიცოცხლეს მხოლოდ შვიდი ვამპირი იცავს, ათასობით ვამპირის წინააღმდეგ, რომლებსაც ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ? წიგნის მთავარი გმირი, ჩვიდმეტი წლის დეაც, სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდება, ის კი რამდენიმე ვამპირთან ერთად ცდილობს ბედისწერას შეეწინააღმდეგოს. როგორ მოახერხებენ პერსონაჟები  ერთდროულად შეინარჩნონ ის რაც მათთვის ძვირფასია და ამავდროულად გადაარჩინონ სამყარო, ამ ყველაფერს სწორედ, ქეით დეივისის, ‘’ვამპირული ომების’’ საგაში იხილავთ.

ვფიქრობ, თვითონ წიგნი ისეთი საინტერესოა, როგორიც თვითონ მწერალი. სამწუხაროა, რომ ‘’ვამპირული ომები’’ ისეთი პოპულარული არ არის, როგორსაც წიგნი იმსახურებს.  თუ წაკითხული გაქვთ, კარგი იქნება თუ Goodreads-ზე დაუწერთ განხილვას.  და თუ წაკითხული არ გაქვთ და მითუმეტეს, თინეიჯერი ხართ, რას ელოდებით?! მთელ პასუხისმგებლობას მე ვიღებ ჩემს თავზე და პირობას ვდებ, რომ მოგეწონებათ.

წაკითხვა მხოლოდ პროლოგის გამო ღირს:

„აქ მოთხრობილ ამბავს სხვა წიგნებივით ბედნიერი დასასრული არ ექნება. ეს ვიცი, რადგან,  უჩვეულო მოვლენები, ისევ ხდება ჩემს თავს.

მაგრამ, ვიდრე თხრობას დავიწყებთ, ერთი კითხვით მინდა მოგმართო: რას იზამდი, ქუჩაში ჩასაფრებული სიკვდილი, რომ დაგენახა? აი ასე, ლამპიონის შუქს უკან, სიბნელეში დგას და გელოდება; წახვიდოდი მისკენ თამამად თავაწეული? თუ უკანმოუხედავად გაიქცეოდი?

მოკლედ, გადაწყვიტე.

იმიტომ, რომ ის გიახლოვდება.’’

 

თვითონ, ქეითი წარმოშობით ბრიტანელია, საქართველოში ცხოვრობს, თავის ქართველ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ჟურნალისტი და მწერალია, ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურ ენასაც ასწავლის. დიდი ხანი არ არის, რაც სკოლებში სიარული და პრეზენტაციების მოწყობა დაიწყო.

მე ზედმეტად, იღბლიანი აღვმოჩნდი: ისე მოვახერხე, რომ ქეითს, მეგობართან ერთად, პირადად შევხვდი და გავესასუბრე. და სწორედ მასთან გასაუბრებამ შეცვალა ჩემი დღე. იმდენად, შევყევით ლაპარაკს და იმდენად შევედით, წიგნის სამყაროში, რომ გეფიცებით, ირგვლივ მყოფ ადამიანებს სულ სხვა თვალით შევხედე. ის კაცი სალაროსთან შეკვეთას, რომ იღებდა, ვამპირი იყო, ის გოგონა დონატს, რომ მიირთმევდა, ისიც ვამპირი იყო. სასმელსაც კი ვამპირული გემო ჰქონდა. ერთი სიტყვით ვამპირული ატმოსფერო შევქმენით.

თვითონ, ქეითი ძალიან საინტერესო, მხიარული, მეგობრული და თბილი პიროვნებაა. სულ რაღაც, ორი საათი დავყავით ერთად და უკვე ჩემს უახლოეს მეგობრად მიმაჩნია. მან ჩვენს ყველა დასმულ კითხვას უპასუხა, ძალიან სახალისო ისტორია მოგვიყვა წიგნის ყდის შექმნასთან დაკავშირებით, გვესაუბრა პერსონაჟებზე, თავის ინტერესებზე და საკუთარ გამოცდილებაზე.  ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ძალიან გულწრფელად ვილაპარაკეთ. მიუხედავად, იმისა რომ ძალიან მორცხვი ვარ, ისეთი აურა შემოიტანა, რომ მთლიანად გამხსნა და თავი ისე მაგრძნობინა, თითქოს, ასი წლის  ნაცნობ მეგობარს ველაპარაკებოდი.

”ვამპირული ომების” გარდა სხვა წიგნებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ”შიმშილის თამაშების” დიდი ფანი ყოფილა! ”ჰარი პოტერსაც” შევეხეთ და არც ”განსხვავებული” გამოგვრჩენია.

10351953_10153348839990552_9008526262350404336_n
ქ. რ. დეივისი ❤

ქეითი, ის ადამიანია, რომელსაც წიგნებში, ‘’ზედმეტად სრულყოფილი ‘’ დასასრულები არ იზიდავს, რადგან, მისი აზრით, რეალურ ცხოვრებაში ასეთი სრულყოფილი დასასრულები არ არსებობს.  პირველი ორი წიგნის დაწერა, ექვს თვეში შეძლო! გვითხრა, რომ ჯანსაღ და დასაბუთებულ კრიტიკას ჩვეულებრივად იღებს და შენიშვნებს ითვალისწინებს, აი, უარგუმენტო და უსაფუძლო კრიტიკაზე კი ძალიან ბრაზდება.  ისიც კი გვითხრა, როგორ სცადა, თავისი საყვარელი პერსონაჟი მოეკლა, თუმცა, შემდეგ,  თურმე, დამნაშავედ იგრძნო თავი და მაშინვე უკან დააბრუნა. ეს, რომ მითხრა ცნობილი ფრაზა გამახსენდა და ძალიან გავხალისდი: ‘’თუ მწერალს შეუყვარდები, მაშინ, შენ არასდროს მოკვდები’’.

მისი წიგნების ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს! შეიძლება მალე, წიგნზე დაყრდნობით ფილმიც ვიხილოთ! ქეითმა, ასევე გვითხრა, რომ მესამე ნაწილის ქართულად წაკითხვის ბედნიერება, შესაძლოა ამ შემოდგომას გვერგვოს წილად. თურმე, ის ახალ წიგნზეც მუშობს, ამჟამად დემონებზე და ვამპირებზე გვიმზადებს თავგადასავალს, თან წიგნში ერთ-ერთი პერსონაჟი ქართველი იქნება!

აქვე გეტყვით, რომ თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, დიდი შანსია, რომ შესაძლებლობა მოგეცეთ და მესამე წიგნის ყდის შექმნაში მიიღოთ მონაწილეობა! შევხედრა კეთილი, გულწრფელად თბილი სიტყვებით, წიგნზე ავტოგრაფით და რამდენიმე სამახსოვრო ფოტო-სურათით დავასრულეთ.12895480_1270486322980501_350793871_n

 

აი ასეთი იყო ჩემი ვამპირული დღე, რისთვისაც ჩემს ბედს და ქეითს დიდ მადლობას ვუხდი.  ახლაც კი ემოციებში ვარ, ამ პოსტ გულ-აფანცქალებული ვწერ.  დღევანდელი  დღის ბოლოს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გრძნობაა, როდესაც ესაუბრები იმ ადამიანს,  რომელმაც მოგცა ჯადოსნური ბილეთები, ჯადოსნური მატარებლისთვის,  სხვანაირ დედამიწაზე  სამოგზაუროდ, შეგიშვა თავის შექმნილ სამყაროში და გაჩუქა დაუვიწყარი თავგადასავალი.

 

 

კონტაქტი მწერალთან:

წიგნის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/bloodomensaga/?pnref=story

მწერლის პირადი ფეისბუქის პროფილი: https://www.facebook.com/katie.davies.180625?pnref=story

ქეითის პერსონალური ბლოგი: http://katieruthdavies.blogspot.com/

”ვამპირული ომები” ამაზონზე: http://www.amazon.com/Blood-Omen-Book-Vampire-Wars-ebook/dp/B00AOAJPTI

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s