ერთი წელი თქვენთან ანუ პირველი იუბილე

გამარჯობა, მე მარიამი  ვარ და ერთ წელიწადში ორ დაბადების დღე მაქვს

პირველი – ჩემი დაბადების დღე და მეორე – ჩემი დაბადების დღე.

არა უფრო სწორედ, ჩემი ბლოგის დაბადების დღე. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ბლოგი ვარ-მე  და შესაბამისად, დღეს ჩემი დაბადების დღეა!

ჰო, ყველაფერი ისე კარგად მახსოვს, როგორც ის, რომ მარიამი მქვია.

მზიანი, შაბათი დღე იყო. მე უცნაური ამბიციით და იდეით შეპყრობილი ბუხართან, თბილ ცეცხლთან, ჩემს ლეპტოპთან და ცხელ ჩაისთან ერთად ძალიან დაბნეული, არჩევანის გაკეთებას ვცდილობდი. ვცდილობდი გადამეწყვიტა, მიმეცა თუ არა იდეისთვის უფლება ჩემს ცხოვრებაში ცვლილება შემოეტანა.  შეეცვალა როგორც ჩემი პიროვნება, ისე ჩემ ირგვლივ არსებული გარემო. ნახევარ საათზე მეტი ასე ვიყავი, ბოლოს კი გადავწყვიტე. ახალი ფანჯარა გავხსენი, როგორც ჩემში, ჩემს ცხოვრებაში, ასევე ჩემს ლეპტოპში და სულ რაღაც ერთ პატარა დაწკაპუნებით, ერთი დიდი ბლოგი შეიქმნა – სამყაროს ბლოგი.

11080927_1050823018280167_1061558268302879699_n
ზუსტად, ერთი წლის წინ გადაღებული ფოტო. ბლოგის შექმნის პროცესი ^_^

ცოტა რთულია, აღწერო ის რასაც ვგრძნობ. ალბათ, იმიტომ, რომ ეს დაბადების დღე ჩემთვის პირველია.  ეს შეგრძნება არ ჰგავს, ჩვეულებრივ დაბადების დღეზე, რომ მეუფლება ხოლმე, იმ შეგრძნებას.  ახლა, აღმატებით სიხარული, დიდი სიამაყე, სიყვარული ეს ყველაფერი ერთად ჩემს ირგვლივ დატრიალებს.  ცოტა შიშის შეგრძნებაც მაქვს.  მეშინია, რომ იმ დღიდან ერთი წელი არ გასულა და ეს უბრალოდ ფანტაზიაა. იმისიც, მეშინია, რომ მომავალ წელს, შესაძლოა დაბადების დღის პოსტი ან საერთოდ პოსტი არ დაიწეროს. მეშინია, რომ შეიძლება ვიღაცამ  ჩემი ნაწილი მომპაროს, წამართვას. თუმცა, სწორედ ახლა ზემოთ ხსენებული აღმატებული შეგრძნებები, ფერადი ემოციები და გულწრფელი ღიმილი მიმტკიცებენ, რომ ვიღაცამ რაც არ უნდა მოინდომს, რაც არ უნდა გააკეთოს, რაც არ უნდა მოიფიქროს, როგორც არ უნდა ეცადოს – ბლოგს, უბრალოდ ვერ წამართმევს, რადგან, ის ჩემშია – ის მე ვარ.

ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემს მიზანს მივაღწიე. მე ამაყად ვამბობ, რომ  ყოველ პოსტში ვხედავ შედეგს, სწორედ იმას რაც მინდოდა, რომ დამენახა.

 

adventdalen_sunrise-';lhl

გულწრფელად ვიტყვი: რომ არა თქვენ, არ ვიქნებოდი მე.

ყოველი პოსტი, ყოველი კომენტარი, ყოველი გაზიარება, მოწონება,  პირადში მოწერილი გრძელი გულწრფელი წერილები, ახალი მიმდევრები, ყოველი შთაბეჭდილება, მაძლევს სტიმულს გავაგრძელო იმის კეთება, რაც მიყვარს. მაძლევს სტიმულს, რომ მიუხედავად ამდენი სამეცადინოსა და საქმისა, ყველაფერი გვერდზე გადავდო და ბლოგზე დავწერო. პოსტის დაწერისას, ასე მგონია, რომ სახლში ვბრუნდები.

მადლობა, რომ ხართ ჩემს გვერდით. მადლობა, რომ მაძლევთ საშალებას, ჩემს ბლოგს დაბადების დღე მივულოცო.

ამიტომ, ჩემო პატარა მეგობარო, გილოცავ ერთი წლის იუბელეს.

გისურვებ იყო მუდამ ასეთი მყარი, მოტივირებული და მხიარული. გისურვებ, რომ არასდროს დამტოვო და დარჩე ჩემთან – სამუდამოდ.

 

Advertisements

2 thoughts on “ერთი წელი თქვენთან ანუ პირველი იუბილე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s