8 მიზეზი თუ რატომ უნდა ვწეროთ დღიური

აგერ უკვე სამი წელია, რაც პირადი დღიურის წერა ჩემი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა.

პირდაპირ გეტყვით და  დღიურის წერა ის არის, რაც აქამდე მილიონჯერ მიცდია, თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ ვძლებდი-მაშინვე ვწყვეტდი.მოკლედ, როგორც იტყვიან უბრალოდ ვერ ”დავუმუღამე”. ალბათ, იმიტომ, რომ აქამდე არც არაფერი იყო მოსაყოლი. მაგრამ, 2013 წელი გარდატეხის წელი აღმოჩნდა: ახალი სკოლა, ახალი ბავშვები, ახალი გარემო, ახალი მასწავლებლები, ახალი რეჟიმი; ყველაფერი ახალი. ბოლოს მივხვდი, რომ ამ სიახლეებით გადატენილი თავი, ჩემს ოთახზე მეტად არეული იყო. ორი აზრი არ არსებობდა, რომ ყველაფერი დალაგებას საჭიროებდა. ჰოდა, მეც ავდექი და დავალაგე: ფურცელზე გადმოვიტანე ის რაც თავში იყო. ახლა კი ამგვარი ”დალაგება” ჩვევად მექცა.

სამწუხაროდ, დღესდღეობით არც  ისე ხშირია ისეთი ადამიანები, რომლებიც პირად დღიურებს აწარმოებენ. ჰოდა, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, აი, აგერ ჩემს პოსტში წაიკითხეთ 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაწეროთ დღიური:

  1. ყველაზე კარგი საშუალებაა, წამის დასაჭერად.

”დაიჭირე წამი” – ჩემი საყვარელი ფრაზაა. წამის დასაჭერად უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად, როგორიცაა  ვიდოების და ფოტოების გადაღება.მაგრამ, დამიჯერეთ, არც ერთს არ შეედრება დღიურის წერა. ვიდეოებში და ფოტოებში ის ჩანს, რასაც ყველა ხედავდა. აი დღიურში კი ის არის რასაც თქვენ ხედავდით და გრძნობდით. წლების შემდეგ, წარსულის მოგონებებთან ამგვარი შეხვედრა, იმდენად სასიამოვნოა, ცოტა რთულია სიტყვებით აღწერო. მაგრამ, ეს ყველაფერი წარსულის მოგონებებთან კი არა უფრო, ძველ საკუთარ ”მე”-სთან შეხვედრას ჰგავს. წარმოუდგენელად, მაგარია! Embellished-Manuscripts-Balzac-4

2. განმტვირთავი თერაპიის ნაწილია, დამღლელი და არა სასიამოვნო, ცუდი დღის შემდეგ.

დარწმუნებული ვარ, თქვენც ყოფილხართ ასეთ მდგომარეობაში: სახლში არც ისე სასიამოვნო დღის შემდეგ, საშინლად დაღლილი ბრუნდებით,  ფიქრები ერთმანეთში გერევათ  და თავი ძალიან გტკივათ. აი, ამ დროს უნდა აიღოთ თქვენი დღიური და ყველაფრის წერა დაიწყოთ. თუნდაც, დაწერეთ, რომ თავი გტკივათ და დღეს ძალიან დაიღალეთ, იმიტომ რომ ასეთი და ასეთი დღე გქონდათ.აღწერეთ ყველაფერი, რა გაწუხებთ, რას გრძნობთ. დაწერეთ ის რასაც თვლით, რომ გინდათ დაწეროთ. დამიჯერეთ, ამის შემდეგ თავის ტკივილიც და დაღლილობაც უცებ გაგივლით. მაშინვე, შვებას იგრძნობთ.

3. წერის პროცესში ყველაფერი უფრო ცხადი ხდება.

დარწმუნებულილ ვარ, გქონიათ ხოლმე მომენტები, როცა თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ და რამდენიც არ უნდა იფიქროთ, მაინც, ვერ პოულობთ სწორ პასუხს. ამიტომ, მერწმუნეთ, წერის დროს უამრავ კითხვაზე ავტომატურად, ხშირად გაუაზრებლად, გასცემთ პასუხს. დღიური თვითრეალიზებაში გეხმარებათ. ეს ისეთი სასიამოვნო შეგრძნება… ❤

4. დღიური საუკეთესო მსმენელი და მეგობარია.

რაც არ უნდა დაწეროთ, დღიური ყოველთვის ბოლომდე მოგისმენთ და რაც მთავარია არ განგსჯით. წარმოიდგინეთ, ის ამდენი ხნის განმავლობაში დუმს და გისმენთ, უსმენს თქვენს ჩივილებს, სულელურ აზრებს და თქვენთან ერთად იცინის სახალისო მომენტებზე. ის თქვენი საუკეთესო მეგობარი ხდება, შესაბამისად, აღარ გიწევთ იმაზე ფიქრი თუ როგორ გამოასწოროთ ”ცუდად ნათქვამი” ფრაზები ან როგორ წაიღოთ თქვენი სიტყვები უკან. ეს ძალიან მაგარია!

5. დღიურის წარმოება ხელს შეუწყობს თქვენი წერის ტექნიკის დახვეწას და განვითარებას.

უამრავი ადამიანი, მხოლოდ იმიტომ არ იწყებს დღიურის წერას, რომ წერა არ გამოსდით ან ფიქრობენ, რომ არ გამოსდით.  ეს კი ყველაზე დიდი სისულელეა, რაც კი ოდესმე მომისმენია.თუ თქვენ გინდათ, რომ წერა შეგეძლოთ, უნდა დაწეროთ – ისე თავისით, ნიჭი არ მოფრინდება. 🙂 პირადი დღიურის წარმოება კი საუკეთსო საშუალებაა წერის ტექნიკის დახვეწისთვის. თქვენ აუცილებლად დაინახავთ შედეგს. ჩემს კონკრეტულ შემთხვევაშიც ასეა, ახლა რომ ძველ ნაწერებს ვუყურებ და ახლანდელებს ვადარებ, მეცინება ამხელა განსხვავებაზე 😀

     6. დღიური მხოლოდ თქვენია, წერის დროს თქვენ ხართ თქვენ 🙂

როცა ესეს, თემას ან თუნდაც მოთხრობას წერთ, ყოველთვის რაღაც სტანდარტებში ხართ მორგებული. აი, დღიურის წერის ყველაზე დიდი პლიუსი კი ის არის, რომ აქ საზღვრები არ არსებობს, აქ მთლიანად თავისუფალი ხართ. წერთ იმას რაც გინდათ. შეგიძლიათ იქ ბოლო ხმაზე იყვიროთ/გაიცინოთ და ვერავინ გაიგონებს. იქნებით მხოლოდ თქვენ და დღიური, ანუ მხოლოდ თქვენ და ისევ თქვენ.

7. დღიურის წერა ზრდის კრეატიულობას.

რადგან, დღიური თქვენი  უახლოესი მეგობარი ხდება, თქვენ იწყებთ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გააფორმოთ და გაალამაზოთ ის. იყენებთ მთელ ფანტაზიას და სხვადასხვა ხერხებს მიმართავთ, როგორიცაა ჩახატვა, გაფერადება და ა.შ.  გარდა ამისა, ცდილობთ კარგად დაწეროთ და კრეატიულაად მოახერხოთ დღის, ემოციების გადმოცემა ❤

8.დღიური თქვენი შინაგანი ”მე”-ს სარკეა.

დღიურის ქონა არის საუკეთესო საშუალება, იმისთვის, რომ კარგად შეიცნოთ და აღმოაჩინოთ საკუთარი თავი. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ამ სამი წლის განმავლობაში იმდენი რაღაც გავიგე ჩემზე, მე თვითონ გავოცდი 🙂

diary-keeping

მოკლედ, აი ასე. მე გირჩევდით, რომ აუცილებლად აწარმოოთ პირადი დღიური, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ. ჩემი ამდენი ნალაპარაკები, რომ შევაჯამოთ დღიურის წერა საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისთვის, თვითრეალიზებისთვის, პროგრესისთვის. ასევე, საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის შეცნობისთვის და აღმოჩენისთვის.

 

მაინტერესებს თქვენ თუ აწარმოებთ პირად დღიურს? რატომ კი/რატომ არა?

 

 

Advertisements

One thought on “8 მიზეზი თუ რატომ უნდა ვწეროთ დღიური

  1. მაგარია. მეც მომინდა დღიურშემოქმედება. განსაკუთრებით მე-4 პირობა მხიბლავს. ყოველდღიური საგიჟეთის შემდე ნამდვილად იპოვი ისეთ საშუალებას, როემლიც არ შეგეპასუხება, არ გამოგლანძღავს, არ გაგიპროტესტებს, . . . ყველაფერს აიტანს. . . . მერე კიდევ, გავა დრო და სიამოვნებით წაიკითხავ, შემდეგ დაფიქტრდები და მოუბოდიშებ კიდევაც ამტანობისათვის

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s