“ილაპარაკე”-ლორი ჰოლც ენდერსონი

“წინ ვიწევი და სარკეში ვიხედები. ათობით თვალი ერთდროულად მიცქერს. ნეტავ იქ, სადღაც მე ვარ?”

დღეს სკოლაში არ წავსულვარ, რადგან, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. ოღონდ არა იმიტომ, რომ გავცივდი ან რაიმე ამის მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი ხვალ სკოლა იყო, მე კი  წიგნის ფესტივალიდან წამოღებული, ამდენი წაუკითხავი წიგნი, ამდენი გაუვლელი თავგადასავალი მარტო უნდა დამეტოვებინა. დილით სასწაული მოხდა და ორმაგად შეუძლოდ შევიქმენი, ჯანმრთელობამაც ხელი შემიწყო და ისე გამოდგა, რომ სახლში დავრჩი. ბედნიერმა ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. ჰოდა, ბედზე, რომელი წიგნიც ხელში მომხვდა ავიღე და კითხვა დავიწყე. ეს ”ბედზე აღებული” წიგნი კი ლორი ჰოლც ენდერსონის ”ილაპარაკე” გამოდგა.

მე არ მინდა, რომ ამ წიგნზეც ისე დავიწყო საუბარი, როგორც სხვებზე. ალბათ,  იმიტომ რომ ასეთი სტილის თინეიჯერულ-ფსიქოლოგიური წიგნი ჯერ არ წამიკითხვას და ალბათ, იმიტომ რომ ”ილაპარაკე” სხვა წიგნი არ არის.

13177095_10208983355638289_2775241670875280120_n
ქართული ყდა ❤  გამომცემლობა: ”წიგნები ბათუმში”

მთავარი პერსონაჟი 15 წლის მელინდა სორდინოა, რომლის ცხოვრება უარესობისკენ ზაფხულის საშინელი წვეულების შემდეგ შეიცვალა. ის უმაღლესი სკოლის პირველი დღიდან ხვდება, რომ ეს სასწავლო წელი ყველაზე საშინელება იქნება საშინელებათა შორის. სკოლაში ყველას ეზიზღება მელინდა-მან ხომ წვეულებაზე პოლიცია გამოიძახა! თუმცა, სხვებმა, არ იციან რატომ მოიქცა გოგონა ასე, გარკვევას არც კი ცდილობენ. ამიტომ, შეშინებული, უმეგობრო, გარიყული მელინდა გადაწყვეტს, რომ არ ილაპარაკოს. ყველაფერი ასე  ხომ უფრო მარტივი იქნება?!

მომიტევეთ თუ ეს პოსტი ზედმეტად არეული გამოდგება, ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. აუცილებლად უნდა ვთქვა,რომ ავტორის წერის სტილით აღფრთოვანებული ვარ: მთლიანი, უმძიმესი ისტორია მწარე ირონიით, სარკაზმით და ცოტა ოდენი იუმორით ოსასტურად გადმოქვცა. თან რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა ის რაც, ჩემი აზრით, ლიტერატურაში ნამდვილად მნიშვნელოვანია: კითხვის პროცესში, ავტომატურად მელინდას ტყავში ჩავძვერი და გავიარ-გამოვიარე 🙂

ვფიქრობ,  “ილაპარაკეს” უფროსები ისე მნიშნელოვნად არ მიიჩნევენ, როგორც მოზარდები. არც არის გასაკვირი. წიგნი დარწმუნებული ვარ ყოველი თინეიჯერისთვის, წაკითხვის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. წიგნი, რომ ძლიერად იგრძნო, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც მელინდას გამოცდილება გქონდეს მიღებული. ამისთვის საკმარისია, უბრალოდ სკოლის მოსწავლე იყო. ლორი ჰოლც ენდერსონი პირდაპირ, თამამად და ძალიან რეალურად აღწერს იმას რაც ძირითადად დღესდღეობით სკოლებში ხდება.

ყველაზე მაგარი მაინც ის არის, თუ როგორ ოსტატურად აღწერა 42 წლის ქალმა (წიგნი, რომ გამოქვეყნდა ლორი 42 წლის იყო), როგორ ზუსტად დაგვანახა დეპრესიული, სულიერად განადგურებული თინეიჯერის გონება.

მელინდა არის გოგონა, რომელმაც არ იცის რა უნდა, არ იცის ვინ უნდა იყოს. ის არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ეშინია, რომ არ მოუსმენენ ან უარესი მოუსმენენ და არ დაუჯერებენ. მელინდა ზაფხულის წვეულების ინციდენტის შემდეგ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ტრამვირებულია და მისი გადაწყვეტილება, რომ დადუმდეს გოგონას მდგომარეობას უფრო აუარესებს. მისი აზრით ”არლაპარაკის, მეხსიერების დადუმების არსი სწორედ ისაა, რომ წარსულის მოგონებებს თავი დააღწიო”. ყველაფერს კიდევ უფრო მისი ოჯახური გარემო ამძიმებს.  აბა წარმოიდგინეთ: ყოველ დღე დერეფნებში ჩვეულებრივ პირამოკერილი დადიხარ და ამავდროულად  უამრავი რამ გაქვს სათქმელი; ჩუმად ხარ, მაგრამ, ყვირილი გინდა; გტკივა, მაგრამ თავს იკატუნებ, რომ არაფერი მომხდარა –  ეს უბრალოდ გაგაგიჟებს, არა?

წიგნში ყველაზე მეტად ხელოვნების გაკვეთილებს ველოდი. ხის სიმბოლიკამ კი ნამდვილად მომხიბლა. მელინდას პერსონაჟის განვითარება, მისი გარადტეხვა, ევოლუცია, ძალიან შთამბეჭდავია. მკითხველს წიგნის ბოლომდე აინტერესებს, როგორ გადაიქცევა მელინდა არასრულყოფილ ხედ და როდის მოიშორებს დაავადებულ ტოტებს.

ნაწარმოებმა გამოსვლის თანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა, უამრავი ჯილდო დაიმსახურა, მოგვიანებით კი მასზე ფილმიც გადაიღეს, სადაც, მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი თამაშობს.

maxresdefaultdownload - Copy

ალბათ, წიგნი ზედმეტად რეალური იმიტომააა, რომ მწერალმა ის საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. ლორი მხოლოდ 25 წლის შემდეგ ალაპარაკდა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო ორი თავი. ეს ის მომენტი იყო, როცა მე თვითკონტროლი სრულიად დავკარგე, როცა სრულიად დამავიწყდა, რომ სადილი გამიცივდა და ტელეფონში უამრავი მეგობრის წერილი უპასუხოდ დავტოვე. ეს ის მომენტი იყო, როცა დამავიწყდა, რომ ჩემს სახლში, ოთახში, თბილად ვიჯექი.

ბოლო თავზე, რომ მივედი ხელები გამიოფლიანდა. გულმა ძალიან სწრაფად დაიწყო ფეთქვა და სუნთქვა გამიხშირდა. ბოლო გვერდზე, რომ ვიყავი თავი უეცრად ლამაზ ბოთლში ჩასხმულ შუშხუნა ღვინოდ ვიგრძენი. ბოლო აბზაცის წაკითხვისას, მივხვდი, რომ ბოთლი ძლიერად შეაჯანჯღარეს. ბოლო წინადადების წაკითხვისას კი მივხვდი, რომ ბოთლი გახსნეს და იქიდან ქაფი გადმოისხა. ჰოდა, მეც ის გავაკეთე რაც პირველი თავის დაწყების თანავე მინდოდა: ტირილი დავიწყე.

იმიტომ, კი არ ვიტირე, რომ ცუდად დამთავრდა- არა მას, საოცარი დასარული ჰქონდა. არც იმიტომ ვიტირე, რომ თავი საშინლად მტკიოდა და არც იმიტომ, რომ წიგნის დასრულებაზე გული დამწყდა. არამედ იმიტომ, რომ მოულოდნელად, მე თავი 15 წლის მელინდა სორდინოდ ვიგრძენი, დიდ ხედ, რომელსაც დაავადებული ტოტები ჩამოჭრეს, დიდ ხედ, რომლის თავზე იმედის ჩიტები დაფრინავენ და დიდ ხედ, რომელიც ალაპარაკდა.

 

პ.ს  ხვალ წიგნის ფესტივალზე, ხვალ, პირველის ნახევარზე წიგნი პრეზენტაცია იმართება ^_^ ❤

პ.ს.ს გამონათქვამები ”ილაპარაკედან” იხილეთ აქ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s