გამოცდებით დაშინებული გოგონას პოსტი

რამდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ დავასკვენი, რომ გამოცდებს ისე ეფექტურად შეუძლიათ მოსწავლის ხასიათის გაფუჭება, როგორც ნიშნის.

ვფიქრობ, ეს ძვირფასი გამოცდები არც ისეთი აუცილებელია, მაგრამ, რახან ასე აქვთ სკოლებს ახირებული, რომ გამოცდები უნდა ჩატარდეს, კი ბატონო, ჩატარდეს! საერთოდ, არ ვარ წინააღმდეგი!

ოღონდ, რამდენი ჩატარდება და როგორ ჩატარდება მაგასაც ხომ აქვს მნიშვნელობა!

Tips-for-students-exam

ზოგადად,  ვფიქრობ,  წლის ბოლოს სამი გამოცდა სრულიად  საკამარისია და ცხრა გამოცდა (დიახ, ცხრა!) მეტისმეტად ბევრია.  როგორც მოსწავლე,  გულწრფელად გეტყვით, რომ ზედმეტად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე.  ზედ-მეტ-ად. თითქმის, შეუძლებელია მეგობრებთან ყოფნის დროს,  ბედნიერი მომენტი არ გაგიფუჭოს მოულოდნელად მოსულმა ფიქრმა, რომ ვაიჰ ცხრა საგანში მთელი წლის მასალა მაქვს გადასამეორებელი და არ გათქმევინოს, რომ აუ იცით, სახლში უნდა წავიდე.

რა მაგარია!

ასეა თუ ისე, უკვე ხუთი წელია რაც გამოცდების მძაფრ რეჟიმს შევეჩვიე და ვიცი, რამადენიც არ უნდა ვაპროტესტო, გამოცდებს ვერაფრით გამოვცდები :)ამიტომ, გაბრაზებული, ჩიხში მყოფივით გადაწყვეტილი მაქვს,მთელი ეს კვირა წიგნებში ჩავრგო თავი და მეგობარს როგორღაც შევაპარო, რომ ჩვენი მეგობრობის 10 წლის იუბილეს წელს ვეღარ აღვიშნავთ.

ისე, ახლა, რომ დავუფიქრდი ერთი კარგი ის აქვს ამ სათანყვანებელ გამოცდებს, რომ უდავოდ გვაერთიანებს მოსწავლეებს. ერთი სასაუბრო თემა გვეძლევა, ერთი სატკივარი გვიჩნდება, ერთი პროტესტი გვაქვს. თან ისიც მამშვიებს, რომ გამოცდებს ზაფხული  მოყვება, ბედნიერი ზაფხული!  ვშრომობდი, მიუხედავად იმისა, ვიცი, რომ ჩემი ტვინი მაინცდამაინც გამოცდების წინ ითიშება, ჩემი თავის იმედი მაინც მაქვს – მთელი წელი თავდაუზოგავად  ვშრომობდი. ახლა შევეცდები, რომ ჩემი ტვინი როგორღაც გამოვაფხიზლო!

ფაქტი სახეზეა – წელს გარემოება არ მიწყობს ხელს, რომ გულიანად ვიმეცადინო. სახლში ახალი, ფესტივალიდან წამოღებული წაუკითხავი წიგნები მიდევს და ამას პლუს დღეს აღმოვაჩინე, რომ ბოლო დონემდე საშინლად გავცივდი. ამიტომ, დედაჩემმა წოლითი რეჟიმი მომისაჯა, თან ერთდროულად უამრავი წამალი მომაყარა.

გაციება. პირდაპირ არაჩვეულებრივია! ესღა მაკლდა, ამ გამოცდების წინ 🙂

მოკლედ, ორშაბათს მეწყება თავდავიწყება 🙂

ჩვენ გადავიტანთ, ჩვენ ჩავაბარებთ!

აი ასე, ყოჩაღად.

მხოლოდ ოპტიმიზმი თუ გადაგვარჩენს.

წარმატებები ყველა!

images (1)

პ.ს მხოლოდ წოლით რეჟიმს შეუძლია დაგაწერინოს ადამიანს ასეთი უცანური პოსტები :)))

Advertisements

5 thoughts on “გამოცდებით დაშინებული გოგონას პოსტი

  1. გამოცდები თუ არ გიყვარს თსუში არ ჩააბარო, 3 თვეში 18 გამოცდა ვწერე, საკუთარი თავისთვისაც ვეღარ მოიცლი 😦

    Liked by 1 person

    1. სამ თვეში თვრამეტი? ვაიჰ!
      როგორ უძლებ? საშინელება!!
      პ.ს შენი ბლოგის სახელი მომეწონა ძალიან :Dddd

      Like

      1. მე 3 კურსზე ეჩვევი კიდე. ხო ვასაძით ძაან ვერთობი , საუკეთესო დემაგოგია რაც მინხავს , მზერითაც გატყუებს ძაან მაგარი ვინმეა ურბანიკუსი :დ

        Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s