ერთადერთი გამოსავალი

თავიდან,  Christina Grimmie-ს მკვლელობის ამბავი, რომ გავიგე მეგონა მედიის მორიგი სულელერი ჭორი იყო რეიტინგისთვის, მაგრამ, ვაი რომ რამდენიმე წუთში მთელი მსოფლიო ალაპარაკდა.

(მათთვის ვისაც ჯერ არ გაუგია: ქრიტინა 22 წლის დამწყები წარმატებული მომღერალი,  იუთუბერი და  „The Voice”-ს მონაწილე იყო, რომელსაც, რამდენიმე საათს წინ კონცერტის მსვლელობისას სამჯერ ესროლეს, რამდენიმე წუთში კი მკვლელმაც თავი მოიკლა. )

გაგიჟდები ადამიანი,ამას რომ გაიგებ, აბა რას იზამ.

ადრე რომ ამბობდნენ, ისე იცხოვრე, თითქოს მეორე დღე აღარ იქნებაო, მეცინებოდა და ფრაზა სრულ აბსურდად მეჩვენებოდა. თუმცა, ქრისტინას ამბის შემდეგ ერთ რაღაცაში დავრწმუნდი:

ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთხელ და ერთხელ გვეძლევა შანსები. ამიტომ, უბრალოდ არ ელოდო რაღაც თავისთვის როდის მოხდება.

ცხოვრება სასიამოვნო და შემზარავი სიურპრიზებითაა სავსე.

ჰოდა, ერთი- ერთადერთი გამოსავალი არსებობს: უნდა იმოქმედოთ. უნდა იმოქმედოთ, რადგან, აქ გარანტიები არ არსებობს.ამოიგდეთ თავიდან თქვენი თავისთვის მიცემული უიმედო დაპირებები, როგორიცაა „ხვალ გავაკეთებ“, „მომავალ წელს ვიზამ“ და ა.შ

ყოველთვის, როცა, რთული არჩევანის წინაშე დადგებით, ჩემი რჩევა იქნება-დაუსვით თქვენს თავს ერთი კითხვა:რას გავაკეთებდი, თუ ეს ჩემი უკანსკნელი დღე იქნებოდა დედამიწაზე?

გულწრფელად უპასუხეთ და მერე თქვენ იცით 🙂

შეიძლება ხვალ მზე აფეთქდეს და სამყარო განადგურდეს, ჩვენ უსასრულობას შევუერთდეთ, ჩვენი გეგმები და ოცნებები კი ფერფლადქცეულ დედამიწაზე უმწეოდ მიგდებული დარჩეს.

live-your-dreams-my-dream-is-23986887-1600-1200

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s