გართობის და დასვენების სეზონი

აპლოდისმენტები, აპლოდისმენტები, თუ შეიძლება! როგორც იქნა, ყველა გამოცდა ჩავაბარე და ღრმად ამოვისუნთქე! რა გასაკვირია და  სწორედ ახლა ვიგრძენი ზაფხულის მოსვლა. იცით, ჩემთვის ცოტა დაუჯერებელიცაა, რომ სასწავლო წელი ასე მალე დასრულდა.ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სხვა განზომილებიდან გადმოვედი.ასე მგონია, ამდენი ხანისიზმარს ვხედავდი და მხოლოდ ახლა გამოვიღვიძე. თუმცა, დღეს უკვე, რპცა, მემილიონჯერ,თითების დათვლას ვიწყებ და მაინც სულ ათი თითი მაქვს, ვხვდები რომ რეალობაში ვარ და დიახ, დღეს სკოლა დასრულდა!5d08802bb448e11a3956db76e35c5b08

და რადგან დასასრულია, მოგეხსენებათ,  როგორც ნებისმიერი დასასრულის ბოლოს საჭიროა შეჯამება, აქაც შეჯამება მომიწევს, რაც გამოგიტყდებით და ძალიან მერთულება.

როგორი წელი იყო?

მიჭირს  სწორი ზედსართავის შერჩევა, იმიტომ რომ კარგსა და ცუდს, საინტერესოს და უინტერესოს შორის მდებარე უხილავ ხაზზეა დამახასიათებელი სიტყვა და ვერაფრით ვპოულობ მას.

მტკივნეული წელი ნამდვილად იყო. როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურადაც. აბა მითხარით,   რა დამავიწყებს ჩემი ათი დეკემბრის ტრიუმფს. ტკივილით, სისხლით, ცრემლებთ, მხარდაჭერით და ექიმებით სავსეს. მე ხომ სკოლაში სახელი გავითქვი, როგორც გოგონა რომელსაც თავში პროექტორის ეკრანი დაეცა!

წესით სკოლა, რომ მთავრდება უნდა მიხაროდეს, მაგრამ, ვაღიარებ რომ ასე არ არის. თუმცა, არც გული მწყდება. უბრალოდ, იმდენად შევეჩვიე რეჟიმს, რომ უკვე მერთულება სხვა რაღაცაზე გადართვა. თან ბავშვებიც მომენატრებიან. ძალიან კარგი კლასი ვართ.ერთმანეთს ვუხდებით მოკლედ, რომ ვთქვათ. ( მეშინია, რომ შეიძლება მომავალ წელს დაგვშალონ და ახლა მხოლოდ იმის იმედით ვართ, რომ ვინმე დაგვემატება! 😦 “იმედი ერთადერთი რამაა, რაც შიშზე ძლიერია“),

რაც იყო, იყო. მართალი გითხრათ, ახლა არ მინდა ისევ სკოლაზე და მომავალ სასწავლო წელზე ვიფიქრო. ტვინი გადამეწვა, აღარ მიმუშავებს. გადავიღალე, მითუმეტეს დაძაბული კვირის შემდეეგ. დასვენება მჭირდება. მომენატრა, გემრიელად წიგნების კითხვა, ჩემი სკეიდბორდი, გარეთ გასვლა. თან აღარ მინდა ამ ზაფხულს ინტერნეტს იმდენად დიდი დრო დავუთმო, რამდენსაც ადრე ვუთმობდი. ბოლოსდაბოლოს ზაფხული იწყება (მესმის, რომ 18 ივნისია, მაგრამ, ჩემთვის ახლა იწყება:) )! ცოტა არ იყოს მეშინია, რომ ზაფხული იმედებს გამიცრუებს და ამინდები ყველაფერს ჩააშხამებს. კარგი ან ძალიან კარგი ზაფხული მინდა იყოს. საინტერესო, თავგადასავლებით სავსე, ახალი და სასიამოვნო ნაცნობობებით. უფრო მეტი თავისუფლება და უფრო მეტი დამოუკიდებლობა. ვაპირებ წელს, საკუთარ თავზე ვიმუშაო. ვწერო, ვიკითხო და ვიკონტაქტო. მინდა საკუთარი შინაგანი სამყარო უფრო უკეთ შევიცნო.

დღეს გვიანობამდე ვიფხიზლებ და ხვალ გვიანობამდე ვიძინებ. როცა გავიღვიძებ არსად ვიქნები წასასვლელი. მთელი დღე ჩემს ხელშია. ჩემთვის, ხვალიდან არდადეგები იწყება.

ჰოდა, ამიტომ, დასვენების და გართობის სეზონს გახსნილად ვაცხადებ!

როგორი თქვენი საზაფხულო გეგმები?

Summer holiday

 

giphy

giphy (1)

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s