მე, პეპი, პიტერ პენი და ქოლგიანი ჯადოქრები

გუშინ მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, არ გაჩერებულა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. სოფელში ვარ და ყინავს. წვიმა იმდენი ხანი გრძელდებოდა, რომ ერთი წუთით იმაზეც დავფიქრდი ზაფხულში წვიმა  არ ვარგა-მეთქი. თუმცა, ვარგა თუ არ ვარგა რა ჩემი გადასაწყვეტია. გუშინ, სხვებისგან განსხვავებით ამინდით მშვენივრად ვისიამოვნე. ჰოდა, როგორც ასეთ ამინდს სჩვევია სერიოზულად ჩამაფიქრა და პირველად მივხვდი, რომ არ მინდა გავიზარდო, აქამდე კი ერთი სული მქონდა სკოლა დამემთავრებინა. აი, რა მოხდა:

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა. გადახურულში, გარეთ შეფუთული ვიჯექი, ჩვენს ძაღლთან-ბინგოსთან ერთად.  გემრიელ ჩაის და ორცხობილებს მივირთმევდი. მე და ბინგო არაფერზე ვლაპარაკობდით და არც ერთმანეთს ვეთამაშებოდით, მხოლოდ სივრცეს გავცქეროდით. ახალი დამთავრებული მქონდა „თამაში ჭვავის ყანაში’’ და სათაურის სიმბოლიკაზე ვიყავი ჩაფიქრებული.უფროსები შიგნით იყვნენ შეყუჟულები.  ცოტა ხანში, გარეთ ერთ-ერთი გამოვიდა და ბოსტანში გასასვლელად სქელი, შავი პალტო მოიცვა, დიდ ბოტებში ჩაძვრა და ვარდისფერი ყვავილებიანი ქოლგით გავიდა, თან ღრმად ამოიოხრა. უსიტყვოდ ვაკვირდებოდი როგორ ნელა მოძრაობდა. იმხელა პალტო იყო, კაცს მანტია გეგონებოდა, ამიტომ, უკნიდან ჯადოქარს მივამსგავსე, თუმცა, ქოლგა რომ დავინახე ერთი პირობა მერი პოპინსიც მეგონა.დავფიქრდი, წვიმაში ქოლგით სიარულსრა აზრი აქვს-მეთქი. უფროსებს ნება რომ მოეცათ სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და მინდორში ვირბენდი. თუმცა, საქმეც ის იყო რომ წვიმა არავის უყვარდა. აი, ვარდისფერ ქოლგიანი ჯადოქარი (ჰაგრიდსაც, ხომ ქოლგა-ჯოხი ჰქონდა და ამიტომ, იყოს ჯადოაქრი!),რომ დავინახე წვიმით შეწუხებული, ყურში გუშინ უფროსებისგან ნათქვამი საწუწუნო სიტყვები ჩამესმა ამინდზე და მერე მივხვდი, რომ გაზრდა საერთოდ არ მინდოდა.ob_b12f78_fifi-brin-dacier

ადრე პეპის რომ ვკითხულობდი, უბრალოდ არ მესმოდა მისი,  ვერც პიტერ პენის ახირებას  ვუგებდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდა მოგდომებოდა გაზრდა. მაშინ, ხომ დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნებოდი, არავინ გაგაკონტროლებდა, დილით სკოლის ნაცვლად სამსახურში წახვიდოდი-შენს საყვარელ საქმეს გააკეთებდი და შენი საკუთარი ფულით იყიდდი ნებისმიერ წიგნს! დღეს აღმოვაჩინე, რომ პეპისაც და პიტერ პენსაც ჩემზე უკეთ ესმოდათ რას ნიშნავს დიდობა და ახლა მთელი გულით მესმის მათი.

უფროსები მოსაწყენები არიან.  წვიმაში ქოლგით დადიან, ღამე ვარსკვლავების ცქერით არ ტკბებიან და არ უხარიათ ციცინათელების დანახვა (ციცინათელების გაფიქრებაზე გუშინწინდეი ღამე გამახსენდა, პირველად რომ დავინახე და სიხარულისგან წამოვიყვირე). სულ რაღაც პრობლემა აქვთ და იმაზე ფიქრობენ, შემდეგ დღეს რა ჭამონ. ეს ხომ მოსაბეზრებელია. ყველა უფროსი ქოლგიანი ჯადოქარია, თუმცა, ფაქტია რომ ჯოხს კარგა ხანია ვეღარ იყენებდნენ, თითქოს, ჰაგრიდის მსგავსად აკრძალული აქვთ ჯადოქრობა, ბავშვობა რომ დატოვეს და ახლა ჯოხს ჩუმად ინახავენ.

მალევე ჩამობნელდა. ვიყავი მე და იყო ჩემს გვერდით საცოდავად წამოწოლილი ბინგო. ჯერ ერთი წლისაც არ იყო და უკვე დიდს ჰგავდა. გარეთ ისევ წვიმდა, შავი ღრუბლებიდან სიმწრით გამოწოვილი წვეთები ძლიერად ეხეთქებოდნენ მიწას. მერე მივხვდი, რომ მინდოდა თუ არა მაინც გავიზრდებოდი ეს ოხერი და საშინლად მოვიწყინე. თუმცა, რაც მთავარია პეპის და პიტერ პენს გავუგე და ახლა პეპის თავიდან წაკითხვა გადავწყვიტე. უცებ თავში მომაწვა, წავალ და ეგერ იმ ყვავილებს მოვრწყავ-მეთქი, ეს ხომ ძალიან სახალისო იქნებოდა, ავდექი კიდევაც, მაგრამ, უფროსებმა დამიძახეს, შემოდი გაცივდებიო. მეც სხვა რა გზა მქონდა,ყურები ჩამოვყარე და სახლში შევბრუნდი. ესეც უფროსური საკითხია, მე რომ ვერასდროს გავუგებ – მათ გაციების ეშიანიათ.

download (1)

Advertisements

2 thoughts on “მე, პეპი, პიტერ პენი და ქოლგიანი ჯადოქრები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s