14 აგვისტო ჯადოსნური დღე იყო.
დაიჯერებთ? ჩვენ თვით ზღაპარში მოვხვდით.
წარმოიდგინეთ:
სითბო. სუფთა ჰაერი. დიდი, ბუმბერაზი მთებით შექმნილი ქვაბი და მასში ჩასხმული წყალი, მწვანე დუმფარებით დაფარული. აქა-იქ მიყენებული, მოძველებული, უნიჩბო ნავები, რომლებშიც წყალია შესული. გრძელი მცენარეები, რომლებიც მზეს ეფიცხებიან. შუაში გაყვანილი, ვიწრო, უმოაჯირო, გრძელი ხიდი. წყალში მოცურავე პატარა, შავ ნისკარტიანი იხვები. კამკამა, უღრუბლო, ლურჯი ცა. ჩიტების ჭიკჭიკი, აქა-იქ ბაყაყების ხმები. სიმშვიდე. სიმშვიდე და ჩვენ. გარემოთი მონუსხულები, დადუმებულები, აღფრთოვანებულები. ფოტო-აპარატ მომარჯვებულები ვდგავართ და ვცდილობთ ეს სილამაზე აღვბეჭდოთ ეკრანზე. იმის სამტკიც საბუთად, რომ ჩვენ საოცრებაში ვიყავით და იმისთვის, რომ სამუდამოდ დაგვამხსოვრდეს (თუ ამ ადგილს ოდესმე მაინც უწერია მეხსიერებიდან ამოშლა).
ტბა ზღვის დონიდან ცხრაას მეტრზე მდებარეობს.სერბულად ”Plavsko Jezero” ჰქვია, მე კი ”ზეციური ტბა” ვუწოდე. უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტბის წინ ერთი არაჩვეულებრივზე არაჩვეულებრივი, მყუროზე მყუდრო ეთნო სასტუმროა.აი, ჩემი რჩევა: თუ გრძნობთ, რომ ძალიან გადაიღალეთ, გჭირდებათ გაქცევა ყოველდღიურობისგან, განტვირთვა, წყნარი ადგილი ფიქრისთვის, საკუთარი თავის პოვნისთვის-აუცილებლად უნდა ესტუმროთ Plavsko Jezero-ს. საუკეთესო ადგილია რელაქსაციისთვის.
როგორც კი მანქანიდან გამოვედი, მაშინვე, უცნაური, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ტბის წინ, ერთი კომფორტული, მშვენიერი კაფე-რესტორანია (სასტუმროს ეკუთვნის), სადაც, შეგიძლია ჩამოჯდე, გემრიელი ყავა ან ჩაი მიირთვა და ზემოთ აღწერილ პეიზაჟს დაუსრულებლად უყურო. აქ შეგიძლია დაიცალო ემოციებისგან. შეგიძლია იფიქრო ყველაფერზე და არაფერზე. ეს არის სამოთხე დედამიწაზე. ადგილი, სადაც, უჩვეულო სიმშვიდეა გამეფებული.უბრალოდ ზიხარ, უყურებ ამ საოცრებას და ბედნიერად გრძნობ თავს, მხოლოდ იმიტომ რომ არსებობ.
უკვე 10 დღე გავიდა და ახლაც, როცა თვალებს ვხუჭავ ყოველთვის ’ზეციური ტბა’’ წარმომიდგება წინ. მაშინვე, ვწყნარები და უკან ვბრუნდები: უბრალო და მომაჯადოვებელ, ცალკე, პატარა სამყაროში. დედამიწისთვის ზედმეტად მშვენიერ ადგილას.
გისურვებთ, რომ ოდესმე თქვენც მოხვდეთ ”ზეციურ ტბაზე’ და სწორედ ის განიცადოთ, რაც მე.
სახლში დადებითი ემოციებიი დატვირთულები დავბრუნდით.
შთაბეჭდილების შესაქმნელად გიზიარებთ ფოტო-სურათებს. ისიამოვნეთ 🙂
სიყვარულით,
თქვენი აღფრთოვანებული,
შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფი,
გოგონა ‘’ზეციური ტბიდან’’,
უფრო მოკლედ:
თქვენი,
ბედნიერი
მარი ❤
სად არის ეს ტბა ზუსტად? რა ლამაზია ^_^ იღბლიანი ყოფილხარ. ❤
LikeLiked by 1 person
მონტენეგროში ასეთი ქალაქია, სახელად “PLavsko”. თვითონ ტბის სახელიც აქედან მომდინარეობს ❤
გეთანხმები, ბედი მქონია რომ მოვხვდი. არადა , თავიდან ვფიქრობდი ტბა ასეთი რა უნდა იყოს-თქო 😀
LikeLike
აუჰ 😀 მე როგორ წამოვიდეეეეე
LikeLike
ან თვითმფრინავით ან ვირტუალურად-სიზმრებში და ოცნებებში. 😀
LikeLike
არ მაწყობს მეორე. არა, მე ხომ არ ვისწავლო ფრენა თქო ვიფიქრე
LikeLiked by 1 person
რატომაც არა :d ან სამოცდა თორმეტ მარშუტკას დააჯექი და ნახევარი საათში იქ ხარ. 😀
LikeLike