“ყველა ნათელი ადგილი” -ჯენიფერ ნივენი (+გამონათქვამები)

  • ”ახლა ვხვდები, მთავარია არ ის, რა მოგაქვს, არამედ ის რას ტოვებ.”

კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცრემლების ძლიერი დინების გამო მიჭირს კარგად გავარჩიო რას ვწერ, ძალიან მინდა გამონათქვამები გაგიზიაროთ წიგნიდან , თუმცა მანამდე, ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი შესავლისთვის.11213737

:ღრმად ჩასუნთქვა:

აქ შეხვდებით ისეთ თემებს, როგორიცაა მენტალური დაავადება, თვითმკვლელობა, საკუთარ შიშებთან დაპირისპირება, დეპრესია, ბულინგი, საყვარელი ადამიანის დაკარგვა და ბარიერების გადალახვა.ეს არის ადამიანზე, რომელიც შენს ცხოვრებაში მოულოდნელად მხოლოდ იმიტომ გამოჩნდება, რომ გადაგარჩნოს, გასწავლოს როგორ იცხოვრო. საოცარი იყო, როგორ შევძელი პერსონაჟებთან ასე ძლიერად დაკავშირება. ეს არის წიგნი ცხოვრების გაკვეთილებით სავსე. წიგნი, რომელსაც შეუძლია შეგცვალოს. 

მე დავქექე მთელი ინტერნეტი და წავიკითხე ყველა ის ნეგატიური კომენტარი ხალხისგან, რომელიც წიგნს ადარებს ჯონ გრინის ”ბედის ვარსკვლავის ბრალიას” და რეინბოუ რაუელის ”ელინორ და პარკს”. სიმართლეს ვიტყვი და აქედან არც ერთი არ მიყვარს დიდად 🙂 თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ, ერთი რაღაც მაქვს სათქმელი: ის რომ ვიღაც მწერალს უკვე დაწერილი აქვს რაღაც კონკრეტულ თემაზე, არ ნიშნავს რომ შენ არ შეგიძლია დაწერო მასზე.  შენ შეგიძლია ”თქვა იგივე”, უბრალოდ სხვა სიტყვებით, სხვა ისტორიით. და თუ მწერალი ნიჭიერია ამას შეძლებს. ჯენიფერ ნივენმა კი, ჩემი აზრით, ეს იმაზე უკეთ შეძლო ვიდრე ჯონ გრინმა ან რეინბოუ როუელმა (ნუ გაიგებთ ისე თითქოს ვერ ვიტან მათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს რაუელის ”ფანგოგო” და ჯონ გრინის ”ალასკას ძიებაში”).

ასევე, წიგნის პროცესში კარგად ჩანს თუ რამდენად ინტელიგენტი და განათლებული მწერალია ჯენიფერი.

ჰოდა, ახლავე, უყოყმანოდ, დაეჭვების გარეშე, კარგად მოკალათდით და წაიკითხეთ ამბავი ბიჭზე სახელად ფინჩი და გოგოზე სახელად ვაიოლეტი.14089597_1388767684485697_1270576729_n

მაგრამ, სანამ, პოსტს დატოვებდეთ, გიზიარებთ ჩემს ფავორიტ გამონათქვამებს 🙂

  • “მე ვისწავლე, რომ ამ სამყაროში კარგი რაღაცებიც არსებობს და იპოვი მათ, თუ კარგად მოძებნი. ვისავლე, რომ ყველა არ გიცრუებს იმედს, მათ შორის მეც და რომ შეიძლება სამას ოთხმოცდასამმეტრიანი ბორცვი სამრეკლოზე მაღალი მოგეჩვენოს, თუ იმ ადამიანის გვერდით დგახარ, რომელიც გჭირდება.”
  • “I learned that there is good in this world, if you look hard enough for it. I learned that not everyone is disappointing, including me, and that a 1,257-foot bump in the ground can feel higher than a bell tower if you’re standing next to the right person.”
  • ”ადამიანები ხშირად ივიწყებენ იმას, რომ სწორედ წვრილმანებს აქვთ მნიშვნელობა”
  • “The problem with people is they forget that most of the time it’s the small things that count.”
  • ”შენ ხარ ყველა ფერი ერთში, სრული სიკაშკაშისას”
  • “You are all the colors in one, at full brightness.”
  • ”მარტო იმიტომ, რომ მკვდრები არიან, არ არის აუცილებელი გაქრნენ. არც ჩვენ უნდა გავქრეთ.”
  • ”შენ მხდი საყვარელს, და ძალიან საყვარელია, როცა საყვარელი ვარ…”
  • “You make me lovely, and it’s so lovely to be lovely to the one I love.…”
  • ”რა იქნებოდა ცხოვრება რომ ასეთი ყოფილიყო? მხოლოდ ბედნიერი ნაწილები, არც ერთი საშინელი და ოდნავ უსიამოვნო შემთხვევა. რა იქნებოდა ცუდის ამოჭრა და მხოლოდ კარგის დატოვება რომ შეგვეძლოს? ამის გაკეთება მინდა ვიოლეტთან-მივცე მხოლო კარგი და ცუდი მოვაშორო, რომ გარშემო მხოლოდ კარგი დარჩეს.”
  • “What if life could be this way? Only the happy parts, none of the terrible, not even the mildly unpleasant. What if we could just cut out the bad and keep the good? This is what I want to do with Violet – give her only the good, keep away the bad, so that good is all we ever have around us.”
  • ”ახლა ვხვდები, მთავარია არ ის, რა მოგაქვს, არამედ ის რას ტოვებ”
  • “The thing I realize is, that it’s not what you take, it’s what you leave.”
  • “ხელის ოდნავ წაკვრა კი არა, ძლიერი დარტყმა გჭირდება. დროა აქლემის ზურგზე შემოხტე. სხვა შემთხვევაში, სამუდამოდ შენ მიერ შექმნი შვერილზე დარჩები”
  • “You need shoving, not pushing. You need to jump back on that camel. Otherwise you’re going to stay up on the ledge you’ve made for yourself.”

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s