”იყავი ის ვინც ხარ” და მისი შედეგები ანუ ჩვენი თაობის პრობლემა

არაფერს მივედ-მოვედები,  არ დავიწყებ შესავლებს და მონოლოგებს; უბრალოდ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო, ამიტომ მოკლედ და ლაკონურად ვიტყვი-მინდა ყველამ წაიკითხოს, მათ შორის, ”ზარმაცებმაც” 🙂

აბა, კარგად დაუფიქრდით: ტელევიზორში გინდათ თუ გაზეთებში, ჟურნალებში, სოციალურ ქსელებში, ფილმებში, წიგნებში ან თუნდაც რეალურ ცხოვრებაშიც-ყველგან, ყოველთვის, აქტიურადაა საუბარი იმაზე თუ როგორი მნიშნელოვანია საკუთარ თავად ყოფნა.

არაჩვეულებრივია, არა? მაგარი შეგრძნებაა, როცა გაცვია ის რაც მოგწონს, ისეთ ფერად გაქვს თმა, როგორადაც გინდა. თავისუფალი ხარ, ბედნიერი ხარ. ბოლოს  და ბოლოს გიყვარს ის, ვისაც ყოველდღე სარკეში უყურებ.judging-others

”იყავი ის, ვინც ხარ!” -გაიძახიან ყველგან. მშვენიერია, მომწონს შთამაგონებელი და ინსპირაციული ფრაზები.

მაგრამ, იცით, რა არის ჩვენი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა?

ვუმტკიცებთ ერთს და ვაკეთებთ მეორეს. 

როცა, ადამიანი იწყებს თქვენ მიერ შთაგონებულ ფრიად სწორი და არაჩვეულებრივი იდეის განხორციელებას, როცა იქცევა თავისი თავის საუკეთესო ვერსიად, ჩვენ მაშინვე-ბედნიერები იმით, რომ სალაპარაკო თემა მოგვეცა-ვიწყებთ განსჯას და განხილვას. ვამბობთ, რომ “გიჟია”, აბა, როგორ შეიძლება ლურჯი თმით დადიოდე და ნორმალური იყო?! “უსირცხვილოა”, აბა წესიერი ადამიანი ასეთ მოკლე კაბას როგორ ჩაიცმევდა?! ის მაღალი, ხომ საერთოდ ძალიან ”ბავშურია”-თოთხმეტისაა და მულტფილმებს უყურებს!

კარგი, შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ, ასე ხმამაღლა წარმოთქმა ან დამცინვი ტონით მიძახება, რა წესია მითხარით ერთი! ის არის სამარცხვინო მოკლე კაბა, რომ აცვია თუ ის, რომ თქვენს სულელურ აზრებს სარკაზმით ისვრით და ადამიანს აგიჟებთ?!

მართლა, გულწრფელად მაინტერესებს: რა თქვენი საქმეა?

ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა. საკუთარი ცხოვრებით ვერ ვკმაყოფილდებით და სხვის საქმეში ვერევით.  მაგას არ ჯობია, ისედაც ამ ხანმოკლე ცხოვრებაში, ჩვენთვის განკუთვნილი დრო სწორედ გამოვიყენოთ? მერე კიდე იკითხავთ, ასეთი დაკომპლექსებული თაობა რატომ მოდის ან ამდენი უბედურება რატომ ხდებაო.

რატომ და აი, ამიტომ, ბატონო.

ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო? 

დაფიქრდი ამაზე.

პ.ს აუცილებელად მიმაჩნია ამის თქმა,ჰოდა მომიტევეთ თუ ზედმეტად პირდაპირი პოსტი იყო 🙂

judging-others-1

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s