მოზარდები

“We’ve got young blood
Can’t destroy us
We make our own luck in this world
We’ve got young blood
No one chose us
We make our own love in this world”

Bea Miller, “Young Blood”

ცა ცისფერი, თეთრი და ნარინჯისფერი იყო. ჩვენ მწვერვალზე ვიდექით. ძლიერი ქარი უბერავდა და თმებს მიწეწავდა. ერთ ხანს ქალაქს გავყურებდით, შემდეგ კი ენერგია მოზღვავებულებმა, ხელები გავშალეთ და ყვირილი დავიწყეთ. ვყვიროდით უმისამართოდ და გარეთ ვუშვებდით ყოველგვარ ცუდს, ნეგატიურს, ბნელს. თითქოს, იმ წამს ჩვენ გარდა არავინ არსებობდა დედამიწაზე და ქალაქი, რომელსაც ვხედავდით, მხოლოდ ილუზია იყო. ვიცინოდით არაფერზე და სიხარულისგან ვხტუნაობდით. წინ გადაშლილი ხედი მთლიანად ჩვენი გვეგონა და ისეთი შეგრძნება გვეუფლებოდა, თითქოს მისი მართვა  შეგვეძლო. იმ წამს არაფერი არსებობდა-არანაირი პრობლემა სკოლაზე ან ნერვიულობა უაზრო რაღაცებზე; არანაირი წუხილი სხვის აზრზე და არანაირი სიძულვილი საკუთარი თავის მიმართ.
ჩვენ ვიყავით ბედნიერები, ძლიერები და თავისუფლები. ჩვენ ვიყავით ის ჩიტები, რომლებიც გალიაში არასდროს ჩერდებიან.ჩვენ ყოველთვის გავფრინდებით შორს, კლეტკებისგან და ბორკილებისგან. ჩვენ წავალთ სამყაროში, საზღვრების გარეშე. წავალთ, მზისკენ და ვინავარდებთ ცაში, ქარის მიმართულებით.

ჩვენ მოზარდები ვართ და გვაქვს უნარი, ჩვეულებრივი დღე, მომენტად ვაქციოთ. ჩვენ სასწაულებს ვქმნით .

wp-image-889135650jpeg.jpeg

14423586_1410693395626459_354700923_o

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s