დაკარგული მოტივაცია

აი, სექტემბერიც მიილია და მე შემოდგომური ამინდით ჯერ არ მისიამოვნია.

სწავლა სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყო, მე კი ძალიან, ძალიან, ძააალიან ბევრი სასწავლი მაქვს. სახლში სკოლიდან ექვსზე დაბრუნებული, მეცადინეობას ვიწყებ და  საწოლში პირველ-ორზე ისეთი გადაღლილი ვეშვები, არც დაუმთავრებელი “მწვანე გზა” და არც ბლოგი აღარ მახსოვს. სამაგიეროდ, დილით დამძიმებულ თვალებს, რომ თხუთმეტ წუთიანი წვალების შემდეგ გავხსნი, სინდის ქენჯა მაწუხებს. მგონია, რომ რაღაცნაირად გამოფიტული და ცარიელი ვარ. რობოტი, რომელიც ჰგავს ადამიანს და საკუთარ სურვილებს ვერ იკმაყოფილებს. ეს შეგრძნება არც მაშინ მტოვებს, გაწელილი, გაუგებარი თეორიებით სავსე ფიზიკაზე, რომ ჩამეთვლიმება ან სულაც მაშინ, დიდ დასვენებაზე თვალს, რომ “მოვატყუებ” ხოლმე.. ახლაც, სასწავლი გეოგრაფიის ხარჯზე ვწერ ამ პოსტს. რა ვქნა, უბრალოდ შეუძლებელია ყოველი დღე ასეთ რეჟიმში ყოფნა, თან ისე, რომ არც დაწერო და არც წაიკითხო. giphy

წელს არც მასალით ვარ დიდად აღფრთოვანებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უკარგესი მასწავლებლები, ყველანაირად ცდილობენ სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ, რა ვქნა, მათი უღრმესი პატივისცემისდა მიუხედავად, ალღოს ვეღარ ვუღებ საგნებს. იმის თქმა მინდა, რომ მოტივაცია დავკარგე. სად გაქრა და გაუჩინარდა აზრზე არ ვარ. გაკვეთილები უმეტესწილად(და არა, ყოველთვის) მოსაწყენია. არც არაფერი ხდება საინტერესო დასვენებებზე. უბრალოდ ვზივარ და ველოდები მომდევნო გაკვეთილის დაწყებას, მერე დასვენებას და მერე ისევ გაკვეთილს. ბოლოს კი ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები.მეშინია, უცებ ნებისყოფა არ დავკარგო და წიხლი ვკრა სამეცადინოებს. კიდევ კარგი, ჩემი პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ არ მტოვებს.

ალბათ, პაუზა მჭირდება და რაც მთავარია ძილი:გრძელი, მშვიდი, წყნარი ძილი. დილით მაშინ გაღვიძება, როცა ჩემი ორგანიზმი ამას გადაწყვეტს და არა, როცა დედაჩემი შემანჯღრევს.

ახალი ძალები მჭირდება. ისეთი მოტივაცია, მთელ დარჩენილ დღეებს, რომ გადამატანინებს. თორემ, გული მიგრძნობს,  ასე შორს მე ვერ წავალ.

ეჰ, წავედი ვიმეცადინო. მეტიც არ მინდა, კენწეროში არ გატკბილდეს 🙂 59217300

tumblr_n0hqvmhby61skfzamo1_500
იძებნება და მპოვნელი დასაჩუქრდება ^_^
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s