მაგიდის ქვეშ

მაგიდის ქვეშ სიჩუმეა.

ხის იატაკზე ზიხარ. არ ცივა, მაგრამ კანკალებ. ხელები, მკერდზე ძლიერად მიბჯენილ მუხლებზე გაქვს შემოხვეული.

ბნელა.

ოთხივე მხრიდან მიდგმული სკამები და ღრიჭოების დასაფარად მიდებული ბალიშები, საშუალებას არ აძლევენ სინათლეს, შიგნით შემოაღწიოს.

ტირი.

გაყინულ ლოყაზე,  ჩამოგორებული გამჭირვალე ბურთულა კანს გწვავს, ქვემოთ სრილადება, ყველა სხვა ემოციასთან ერთად და მერე ორივეს სიბნელე შთანთქავს.

გეშინია.

გრძნობ სკამებით შემოღობილი და ფიცრით გადახურული სამყაროს გარეთ მდგარი ჩრდილის სუნთქვას. სიშავეში წითლად ანთებულ, შემზარავ თვალებს ხედავ. ცივი სუსხი ედება გარემოს და გესმის, ცხოველური ემოციებით გაჯერებული ბოროტების ჩურჩული. ის გეძებს. ნელ-ნელა დააბოტებს გარეთ, ჭრაჭუნა იატაკზე, სუსტად მბჟუტავ შუქზე. შავი მოსასხამი ძირს დასრიალებს.

„ერთი წუთით, აქ მოდი…“

კვნესი. უფრო ძლიერად იკუნტები.

shout

აქ უსაფთხოდ ხარ. მაგიდის ქვეშ ვერავინ გიპოვის. გახსოვს? დედა ვერასდროს გპოულობდა. მაშინ, პატარა იყავი, დედა გეძებდა და საბოლოოდ, როცა სასადილო მაგიდის ქვეშ აღმოგაჩინა, აცრემლებული თვალებით გითხრა, მეტჯერ ნუღარ დაიმალებიო. შენც დაპირდი, რომ აღარ დაიმალებოდი.

აქ სასიამოვნოა. სიბნელეში ხარ და არ გეშინია გაშავებული, ჩამქრალი, გაქვავებული გულების. აქ სიცარიელეა და შენ, პატარა სივრცეში გამოკეტილი, არსად არსებობ. ქრები და შენთან ერთად ყველაფერს აქრობ.

„ერთი წუთით, აქ მოდი…“

წამიერი გაელვება თვალებს გიწვავს და უფრო გაფრთხობს.7-fear-has-stolen

გრძელი, დაუსრულებელი დერეფანი, მოციმციმე, სუსტი შუქები და ნაცრისფერი, უსიცოცხლო კედლები. ფეხის ნელი, რიტმული ხმა. გული ისე სწრაფად იწყებს ფეთქვას, თითქოს პატარა ბავშვია და წითელ ცხვირიან, თეთრ სახიან კლოუნს გაურბისო. ერთიანად პატარავდები, მეტყველების უნარს კარგავ, ვერ მოძრაობ, ადგილზევე შეშდები.სიბნელე, სიბნელე და სიცივე.მთელი სამყარო თავზე, ნაწილ-ნაწილ გემსხვრევა. იქვე მდგარი, შავ მოსასხამ გადაცმული თეთრ მოსასხამიანები, ისე იქცევიან ვითომც არაფერი ხდებაო. ყელში მრგვალი, უხილავი ბურთი გეჩხირება, ძალას იკრებ და უკან მოუხედავად გარბიხარ. აწყლიანებული თვალებით, გზას ვერ არჩევ. გარბიხარ და მერე, უეცრად ხვდები, რომ ძალიან დაიღალე. მერე კი დედის მიერ მიცემულ პირობას არღვევ: მაგიდის ქვეშ იმალები.

„ერთი წუთით, აქ მოდი…“

არა, არ მოვალ. აქ დავრჩები, ილუზიისა და რეალობის ზღვარზე, უსიცოცხლო ვაკუუმში, ძირს ჩამოცვენილ ვარსკვლავებს შორის. აქ დავრჩები, მაგიდის ქვეშ. დავრჩები და დავიმალები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s