18 სიტუაცია, რომელსაც მხოლოდ მოსწავლეები გაიგებენ

დღევანდელმა შემოდომის ამინდმა სკოლასა და მომდევნო სასწავლო დღეებზე ჩამაფიქრა. აღმოვაჩინე, რომ მოსწავლედ ყოფნა იმაზე რთულია, ვიდრე უფროსებს ჰგონიათ. ახლა, შუა სემესტრია და არდადეგებამდე კიდევ ორი თვეა დარჩენილი. მოსწავლეები წიგნებში ვართ ჩაფლულები და ძალიან ბევრს ვწუწუნებთ. ჰოდა გადავწყვიტე, თანდგომა გამომეხატა ყველა ჩემნაირი გადაღლილი მოზარდისთვის და თქვენთვის ერთი დიდი, დრამატული ისტორია მომეყოლა, ჩვენზე და სკოლაზე.

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ:

 1. დილით ადრე გაღვიძება

ადრე გაღვიძება დილის ყველაზე ტრაგიკული და რთული ნაწილია. ძილში დაგროვებულ მთლიან ენერგიას თვალების გახელაში და წამოდგომაში ხარჯავ. ამ დროს შენში დიდი ბრძოლა იწყება: ერთ მხარეს სიზარმაცე, სიამოვნება და ბედნიერება დგანან. ისინი ძილის შებრუნებას შთაგაგონებენ. ხოლო, მეორე მხარეს ამაყად წამოჭიმულან სინდისი, მოვალეობა და პასუხისმგებლობა. როგორც წესი, ყოველთვის ისინი იმარჯვებენ და გაიძულებენ ადგე.

დგები და ერთადერთი აზრი რაც თავში გიტრიალებს არის ის, რომ ძალიან გინდა  უკან, საწოლში დაბრუნება. raw.gif

2. პირველი გაკვეთილი

პირველ გაკვეთილზე ჯერ კიდევ არ ხარ ბოლომდე გამოფხიზლებული. თვალებს ახამხამებ , თან ყველანაირად ცდილობ შეწყვიტო ფიქრი ფუმფულა, თბილ ლოგინზე და შენი დაუსრულებელი სიზმრის გაგრძელებაზე.

შემდეგ თავის დადანაშაულებას იწყებ იმაში, რომ წინა ღამეს გვიან დაწექი. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ამ მდგომარეობიდანაც სუფთა ხელებით გამოდიხარ: შენ ხომ საშინაო დავალება უნდა შეგესრულებინა…a48efacd2e8d1c8de324feaa726e3a2581169e82eca8f972e5edb138bf5f5062_1.gif

3. კლასში შემოსული მასწავლებელი, რომელსაც ხელში თეთრი ფურცლები უჭირავს

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კი ნამდვილად გამომგვიმუშავდა მასწავლებლის ხელში დანახული თეთრი ფურცლების ფობია. ეს ხომ მოულოდნლად შემოტანილ ქუიზს ნიშანს! download

ამ დროს მასწავლებელს ბოლო დონეზე საცოდავი თვალებით უყურებ,იმის იმედით რომ გული მოუტრიალდება და გადაიფიქრებს, თუმცა აზრი არ აქვს-ის უკვე ფურცლებს არიგებს. ამის შემდეგ პესიმიზმი გიპყრობს, რაც ისწავლე ისიც გავიწყდება და ცდილობ გამოითვალო, რამდენით დაბლა “ჩამოგდებს” ეს ქულა, საერთო საშუალო ნიშანს. :)))

4.კონცენტრაცია და ყურადღება

წინ შემაჯამებელი/ქვიზი გიდევს, ერთ საკითხს თვალმოუშორებლად უყურებ და დარწმუნებული ხარ, რომ ეს ნასწავლი გაქვს. მაგრამ, ამ დროს რატომღაც შენი ტვინი გადაწყვეტს წიგნიდან საყვარელი ნაწყვეტი ან დავიწყებული სიმღერის ტექსტები შეგახსენოს.

იფიქრე, იფიქრე, იფიქრე!

tumblr_lxfti3gayp1qh2o7zo1_500.gif

5.დავიწყებული საშინაო დავალება

ოჰ, ეს ხომ პირდაპირ ტრაგედიაა.

შენ დარწმუნებული იყავი, რომ ყველა გაკვეთილისთვის მოემზადე. მაგრამ, დავალება… როდის თქვა? ან საერთოდ ელექტრონულ ჟურნალში ეწერა???

რომელი ჯობია გულწრფელი იყო თუ რაიმე მიზეზი მოიფიქრო?

download-1

6. დასვენებისგან “ნასესხები” დრო ანუ გადაბმული გაკვეთილები

ჩვენთან გაკვეთილები ჩვეულებრივ 50-55 წუთი გრძელდება. ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდია, როცა მასწავლებელი ბედნიერი დასვენების წუთების წართმევას გადაწყვეტს. giphy (2).gif

მაგრამ, არ დავივიწყოთ, რომ არსებობს ჩვენი ნებით “მოპარული” დრო. მაგალითად, როცა კლასში გამართული დებატები საშინლად საინტერესოდ წარიმართება ან რაიმე ფილმს ვუყურებთ.  🙂 ❤

7. როდესაც, მოსწავლე მასწავლებელს ჩასაბარებელ დავალებას შეახსენებს

დიახ, ასეთებიც ხდება ხოლმე.

635884081290256354-1320870316_shut up.gif

8. არასწორი პასუხი ზეპირი გამოკითხვისას

დიდი შემართებით ჰყვები გაკვეთილს. შემდეგ, მასწავლებელი განვლილი მასალიდან რაღაცას გეკითხება,  შენც თავდაპირველი თავდაჯერებით პასუხობ, მაგრამ როგორც კი მასწავლებლის სახის ცვლილებას ატყობ, ხვდები რომ ეს უბრალოდ არ უნდა გეთქვა. giphy (1).gif

9. დაუფასებელი შრომა

უდავოდ საშინელებაა, როდესაც ცუდ ნიშანს მიიღებ მიუხედავ იმისა, რომ წინა საღამო მთლიანად იმ საგანს დაუთმე. თან მასწავლებელს ვერ შეედავები, ყველაფერი სწორადაა შესწორებული… :/

ეჰ, რატომ შეიძლება იყოს ცხოვრება ასეთი უსამართლო?!

crying-gif-2.gif

10. საუკეთესო შედეგი

არსებობს ისეთი ბედნიერი მომენტებიც, როდესაც ტესტში შენ საუკეთესო შედეგს აიღებ და მასწავლებელი ქებით აგავსებს. ამ დროს საოცრად ამაყი ხარ საკუთარი თავით. :))200w.gif

11. როდესაც, რიგში დიდი ხნის დგომის შემდეგ გეუბნებიან, რომ ხაჭაპური აღარ გამოვა

დარწმუნებული ვარ, ყველა სკოლის ბუფეტს აქვს გამორჩეული საჭმელი. ჩვენთან ასეთი “განძი” ხაჭაპურია. ჰოდა, მეწრმუნეთ ნამდვილი ტრაგედიაა, როცა ბუფეტის გამყიდველი გამგები და საცოდავი თვალებით გეუბნება, რომ დააგვიანე და ხაჭაპური აღარ გამოვა.

635883948538743673878911192_crying.gif

12. როდესაც, ბუფეტის რიგში შენ წინ მდგომი პატარები თავიანთ მშიერ კუჭზე წუწუნებენ

ანუ, სერიოზულად?! მათ ხომ შეეძლოთ დაბალი კლასებისთვის განკუთვნილი ბუფეტით ესარგებლათ!!

UGH.  ეს, ალბათ ყველაზე გამაღიზიანებელი და დამამცირებელი მომენტია.

0Xgzx1b.gif

13. გაკვეთილზე სიცილის შეკავების მცდელობა

ხანდახან, გავკეთილზე სიცილის შეკავება ფიზიკის ამოცანების ამოხსნაზე რთულია. იცი, რომ არ უნდა გაგეცინოს, ცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო, მაგრამ… ეს შეუძლებელია. awVQBrD_700b.jpg

BlDKbK5IYAA6yp5.jpg

14. ფიზიკის და მათემატიკის გაკვეთილები

ზიხარ, უყურებ დაფას, გაფაციცებით უსმენ მასწავლებელს და უბრალოდ გრძნობ, რომ საერთოდ არაფერი გესმის. ერთი სიტყვაც კი.

ამ დროს მასწავლებელს “ეს საერთოდ რა არის ”  სახით შესცქერი.tumblr_lmbnp3NLo61qf9jcfo1_500.gif

15. ნაადრევად დასრულებული გაკვეთილები

არსებობს ის ბედნიერი მომენტებიც, როდესაც მასწავლებელი სიკეთეს გამოიჩენს და გადაწყვეტს, რომ გაკვეთილი რამდენიმე წუთით ადრე დაასრულოს. სიხარულისგან გაგიჟებულმა, არც კი იცი როგორ გამოხატო მადლიერება :)) tumblr_inline_mz09cuauLf1r8.gif

16. სახლში დაბრუნება

სახლში დაბრუნება სასწავლო დღის საუკეთესო ნაწილია. თუმცა, იმდენად დაცლილი ხარ ენერგიისგან, რომ ამის გამოხატვის ძალა აღარ შეგწევს, ამიტომ სახლში მისული უსიტყვოდ, ლოგინზე ეშვები.

giphy

17. საშინაო დავალება

ბედნიერებას სევდა ანაცვლებს, როდესაც აანალიზებ თუ რამდენი სამეცადინო გაქვს მომდენო დღისთვის. ამიტომ, იძლებული ხარ უარი თქვა მეგობრებთან ერთად გასეირნებაზე, კარგი ფილმის ყურებაზე ან წიგნის წაკითხვაზე, რომელიც უკვე ზედმეტად დიდი ხანია თავთან გიდევს.

თავიდან ძალიან მოტივირებული ხარ, მაგრამ იმისთვის რომ ეს მოტივაცია შეინარჩუნო, ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო. ორ საათიანი მეცადინეობის შემდეგ, უბრალოდ ხვდები რომ აღარ შეგიძლია. tumblr_inline_ng0pd5Z29I1qa9s4c.gifხანდახან ძალიან დაიღლები, ხელს ჩაიქნევ ყველაფერზე, ტელეფონს მიუბრუნდები, მაგრამ შემდეგ თვალწინ წარმოგიდგება ნიშნებზე უკმაყოფილო მშობლები და იძულებული ხარ წიგნებთან დაბრუნდე.

18. ტრაგიკული დასასრული

უკვე დაღამდა, ძალიან გეძინება. წიგნებს სასწრაფოდ ხურავ, უკან ჩანთაში აბრუნებ და ბედნიერი, მაგრამ უენერგიო წვები დასაძინებლად. წესით ეს უნდა იყოს ბედნიერი დასასრული, წესით უნდა ამაყობდე, რომ ეს ერთი დღეც გადააგორე, მაგრამ… შენ მოულოდნელად აანალიზებ, რომ ფორმულები, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიზუთხე და ამოცანები, რომლებიც ამოხსენი სინამდვილეში, რეალურ ცხოვრებაში არასდროს გამოგადგება.

შემდეგ?

შემდეგ, ძლიერი ამოხვნეშა, ტრაგიკული სახე და სანატრელი ძილი. 🙂

200 (1).gif

Advertisements

2 thoughts on “18 სიტუაცია, რომელსაც მხოლოდ მოსწავლეები გაიგებენ

  1. ყველა ეგ სიმწარე ერთად გამახსენე, მერვეზე ძაან გამეცინა მარტო სკოლაში კი არა ყველგან შევხდი თითო ეგეთს რო უნდა დაახრჩო :დ

    Liked by 1 person

    1. ჰო, ამგვარი სიტუაციები ყოველთვის იყო და იქნება :Ddd
      მიხარია თუ იხალისე კითხვისას ^_^ ❤

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s