რატომ ვიჩხუბეთ მე, სპინოზამ და სტოიკოსებმა

დავრწმუნდი, რომ იუსტაინ გორდერს სასწაულების მოხდენა შეუძლია. ჯერ იყო და “ფორთოხლის გოგონათი” ცხოვრებაში პირველად წიგნის რეცენზიის დაწერისკენ მიბიძგა(შემდეგ გამომაქვეყნებინა, რამაც ბლოგის შექმნის სურვილი გამიღვივა) და ახლა კიდევ ფილოსოფიით დამაინტერესა! მთლიანი ნოემბრის თვეა, რაც სოფის სამყაროში გადავსახლდი. გაგიჟებული და აღფრთოვანებული ვარ. ზოგადად წიგნი თუ მომეწონა და დავიწყე ძალიან მალე ვასრულებ, თუმცა “სოფის სამყაროს” კითხვა გამიგრძელდა, ესეც ჩემივე სურვილით. აქ მხოლოდ “ერთი გვერდი წაიკითხე და მომდევნო გვერდზე გადახვედის” მსგავსად არ არის საქმე. გვერდს, როცა წაიკითხავ უნდა გაჩერდე, გაანალიზო და დაიმახსვრო.ამიტომ, ყოველი ფი;ოსოფიის გაკვეთილის მიხედვით ჩანაწერების გაკეთება დავიწყე, რომ შემდგომში ამდენი ინფორმაცია უფრო ადვილი იყოს აღსაქმელად. წიგნზე მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩავამთავრებ და ამ ჰილდეს ამბავსაც ბოლომდე  გამოვიკვლევ. მანამდე კი პაუზა მაქვს აღებული, რადგან მე სპინოზას და სტოიკოსებს სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. ცოტა დამშვიდება მჭირდება, ამიტომ ისინი იქვე, წიგნის ფურცლებში ჩავტოვე, მე კი  ახლა ჩემს ოთახში, საწოლზე ჩამომჯდარი, პულსის დაწყნარებას ვცდილობ.

ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ გინდ კედელს ელაპარაკე და გინდ სპინოზას ან სტოიკოსებს! დაიჩემეს, რომ ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ აუცილებლობითაა განპირობებული! მიმტკიცებდნენ, ყველა ბუნებრივი პროცესი ურღვევ ბუნების კანონებს მიჰყვებაო. აქამდე წყნარად და მოწიწებით ვუსმენდი, მაგრამ როცა თქვეს ადამიანი ბედს უნდა შეეგუოსო, იქ გავჭედე. რას ნიშნავს შეეგუოს? ანუ, როცა განსაცდელში ვიქნები, წყნარად უნდა ვიყო და  თავი იმით დავიმშვიდო, რომ ბედის დამწერს ასე სურდა?! ეს ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია! მაშინ, რა აზრი აქვს ზოგადად ცხოვრებას? რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს თუ ვიცით, რომ რეალურად ჩვენ ვერ ვმართავთ ვერაფერს,რაც ჩვენში ხდება? სპინოზას სითავხედე არ ეყო და ისიც კი მითხრა,  ადამიანს “თავისუფალ სული” არ აქვს და საკუთარი აზროვნების არჩევა არ შეუძლიაო. ერთი სიტყვით მარიონეტებად შეგვრაცხა, რა. გადავირიე! ძალიან აღელვებულად ველაპარაკებოდი და ვუმტკიცებდი, რომ მაშინ რეალურად ჩვენი არსებობის ყოველი წამი უაზრო იყო . არ გაინტერესებთ სტოიკოსებმა რა მიპასუხეს?

spinoza90.jpg
ბარუხ სპინოზა-ნირლანდიელი ფილოსოფოსი, რაციონალისტი და პანთეისტი

-მარიამ, თქვენთან როგორც ჩანს, უფრო რთულადაა საქმე. თქვენ ვერასდროს იქნებით ჭეშმარიტ სტოიკურად მშვიდი…

-მართალი გითხრათ არც დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიყო -უხეშად ვუთხარი.

-ასე თქვენ ვერაფერ კარგს ვერ მოიმკით-საოცრად მშვიდი და მონა ლიზას მსგავსი დაწყნარებული სახით მითხრეს, ირონიული ღიმილით.

ძალიან გავბრაზდი და ჩემთვის ჩავილაპარაკე, ჯობდა ისევ თქვენი თაღის ქვეშ დარჩენილიყავით-თქო. იმედია ვერ გაიგონეს, მთლად ასეთი შეურაცხყოფაც არ მინდოდა, ბოლოსდაბოლოს რომის იმპერატორი ავრელიუსი და ციცერონიც მათი წევრები არიან.

მერე უცებ გონება გამინათდა, წიგნი გადავფურცლე და ჩემს დასახმარებლად არისტოტელე და რამდენიმე ეპიკურეელი მოვიხმე. რა თქმა უნდა, მხარი ამიბეს, დიდი დახმარება გამიწიეს, მაგრამ ჩვენი კამათი უშედეგოდ დასრულდა. ჩვენ ისევ სხვადასხვა მხარეს დავრჩით.

მოკლედ, შეიძლება ახლა ჩემი ასეთი “მეამბოხეობა” ჩემს ასაკს დააბრალოთ, თუმცა მერწმუნეთ, არც წლების შემდეგ და არც არასდროს შევეგუები იმ აზრს, რომ ერთი თამაშის მორიგი მონაწილე ვარ. 🙂

ჰოდა, რადგან ჩვენი კამათის თუ ჩხუბის შემსწრეები გახდით, აქვე დაფიქრდით და მითხარით: თქვენ ვის მხარეზე ხართ?

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s