დასტრესილი თაობა

მოზარდები დასევდიანდნენ.

დიდ, უსასრულოდ გრძელ და თეთრ ოთახში დგანან, წელში მოხრილან, თავები ჩაუხრიათ და  ხმას არ იღებენ.  სიჩუმეა, მხოლოდ საათის ისრების ხმა ისმის. ერთი, ორი, სამი, ოთხი… დრო საშინლად იწელება. კედლების სითეთრე ყველას შიშის ზარს სცემს.

მოზარდები წუწუნებენ.

თეთრკედლებს მიღმა დარჩენილი სამყარო მათგან შორს არის და გრძნობენ, რომ ძალიან ენატრებათ ადრინდელი ყოველდღიურობა:  წიგნების კითხვა, ფილმების ყურება, გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად ჭორაობა და გაუთავებელი ლაპარაკი. უაზრო სიცილი უფრო უაზრო ხუმრობებზე. ცეკვა, სასაცილო კარაოკე, სასაცილო ისტორიები. ეს ყველაფერი ახლა ხომ მათგან ძალიან შორს არის…

მოზარდები დაიბნენ.

აღარ იციან რა გააკეთონ, თითქოს გამოსავალი არც არსებობდეს. ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, რომ არ იციან ვის დააბრალონ ასეთი მდგომარეობა: ეს არც მათი, არც მშობლების და არც სკოლის ბრალია. სახლში ექვს საათზე დაბრუნებულებმა მეცადინეობა უნდა დაიწყონ, იშრომონ გვიანობამდე და დაღლიელბმა დაიძინონ. ამას ვერსად გაექცევიან.

მოზარდებს გაზრდა უნდათ. 

იციან, რომ ბავშვობა უნდა შეირგონ, რადგან ამ დროს უკან ვეღარ დაიბრუნებენ… მაგრამ, თუ მათი ბავშვობა არის მხოლოდ წიგნებში ჩაფლობა, უაზრო ფორმულების დაზეპირება და გამოცდებისთვის მომზადება, მაშინ ისინი გაზრდას ნატრობენ.

მოზარდებს დასვენება უნდათ.

კედელზე დაკიდებულ კალენდარზე გრაფებს დიდად ხაზავენ და დღეებს ითვლიან არდადეგებამდე. კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც…

მოზარდები დაიღალნენ.

თეთრ ოთახში გამოკეტილები, თავს ნელა მაღლა სწევენ და ფართო, ჩამქრალი თვალებით იყურებიან. წელში მოხრილები ხვდებიან, რომ გადაიწვნენ და უბრალოდ, ტირილს იწყებენ. ტირილის ხმა სიჩუმეს აპობს, თუმცა იქ არავინ არის. კუთხეში ატუზული ბედნიერება არსად ჩანს და ისე იქცევა, თითქოს არც არსებობდეს.

მოზარდებმა მოტივაცია დაკარგეს.

მოზარდები სტრესში არიან.

მოზარდებს დახმარება სჭირდებათ.

 

 

პ.ს  ესეც დღევნადელი დღის საუნდტრეკი 🙂

bde62f39d65658d753825d818e1ff6e1aed6a05e0e08e37d735c006d822539b8

15193638_1614164608648623_5163840469300744302_n
მოზარდებს საახალწლო განწყობაც სჭირდებათ 🙂
Advertisements

2 thoughts on “დასტრესილი თაობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s