ჰოლდენთან, ჭვავის ყანაში

ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა ჯერომ სელენჯერის “თამაში ჭვავი ყანაში” დავასრულე. მაშინ, სოფელში ვიყავი- უინტერნეტოდ, უტელეფონოდ, გარე სამყაროს მთლიანად მოწყვეტილი. წვიმიანი დღეები დაემთხვა და ამიტომ, ყველაზე კომფორტული ადგილი მოვძებნე, ბევრი ჩაი მოვიმარაგე და ჩემს “ქინდლში” წინასწარ ჩამოტვირთულ ჭვავის ყანას მივადექი. დიდი ხანი იყო რაც ამ წიგნსთვის თვალი მქონდა დადგმული, ამიტომ აღტაცებით შევუდექი კითხვას. იმავე დღეს ჩავამთავრე. ახლაც მახსოვს ბოლო სიტყვის ჩაკითხვისას როგორ გადმომიგორდა ცრემლი და როგორ ნელა დაეცა ეკრანს. მახსოვს, რომ გავიღიმე და მახსოვს, რომ გული უცნაურად სწრაფად მიცემდა. კიდევ ისიც მახსოვს, რომ რადგან, ისევე როგორც წიგნის დასასრულს, ჩემს სოფელშიც ძლიერად წვიმდა, ძალიან გამიჭირდა სიუჟეტიდან გამოსვლა.მაშინ, იმდენად მომინდა, რომ დროის გასვლასთან ერთად მეც არ გავმხდარიყავი ყალბი და წესებს მორგებული ადამიანი, რომ ოფიციალურად გადავწყვიტე პიტერ პენისა და პეპის კლუბში გაწევრიანება(ამაზე ერთ-ერთ პოსტში უკვე გესაუბრეთ).

მოკლედ, დღეს კიდევ თავიდან დავასრულე კითხვა და იმდენად ემოციებში ვარ, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები!Image result for catcher in the rye illustrations

ალბათ, ამ წიგნს კიდევ კარგა ხანი არ წავიკითხავდი თავიდან, რადგან ზოგადად ვფიქრობ, რომ ჯერ ამ ასაკში ყველა ჟანრს უნდა მივედმოვედო და ჩამოყალიბებულმა გადავიკითხო თავიდან ყველა რჩეული წიგნი. მაგრამ, რადგან ჩვენი სკოლის პროგრამის მიხედვით “თამაში ჭვავის ყანაში”/”კლდის პირზე, ჭვავის ყანაში” გასავლელი იყო, რა თქმა უნდა, გვერდი ვერ ავუარე (ცალკე თემაა ის, რომ როცა დღესდღეობით ეს წიგნი ზოგიერთ სკოლაში აკრძალულია, ჩვენ დაწვრილებით გავიდივართ ^_^). გამიხარდა, რადგან ყოველთვის როცა სკოლაში უკვე წაკითხულ წიგნებს თავიდან ვკითხულობ, სულ ახალ-ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე. სელინჯერის შემთვევაშიც ასე მოხდა: როგორც კი ჩავამთავრე, მივხვდი, რომ ამჟამად მე და ჰოლდენი მაგრად “ჩავძმაკაცდით”. მართლა, პირველად წაკითხვისას მასთან ასეთი სიახლოვე არ მიგვრძნია. არადა, ერთი წელიც არ არის გასული! ვითომ ექვს თვეში იმდენად შევიცვალე, რომ ახლა უფრო ვუგებ მას?! ჰო, ალბათ, ასეა-დღეს მე ის არ ვარ, ვინც გუშინ ვიყავი. Image result for catcher in the rye art projects

არა, რა!თითქოს, ხომ ძალიან ცუდი ბიჭია ეს ჰოლდენი-მესამე სკოლიდან გამოაგდეს, ყველა საგანში ჩაიჭრა, ბევრს ეწევა, არც ალკოჰოლს ერიდება და ნიუ-იორკში უსაქმურად, თავისი წითელი მონადირის ქუდით დაბოდიალობს- მაგრამ, რეალურად იმაზე უკეთესია, ვიდრე ყველა “წესიერი ადამიანი”. ჰოლდენი ზედმეტად ბევრს ფიქრობს და სწორედ ეს არის მისი პრობლემა. ის მეამბოხე სულის, ტვინარეული მოზარდია. აწუხებს დღესდღეობით სოციუმში არსებული სიყალბე და დამყარებული წესები. აღიზიანებს ამ წესებზე მოთამაშე ადამიანები და საერთოდ, მთლიანად ის რეალობა, რაშიც ცხოვრება უწევს. ნამდვილად დასაფასებელია ის თვისება, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე გააჩნია თავისი მოსაზრება, თანაც იმდენად საინტერესო მოსაზრება, რომ მთელი დღე გაუთავებლად შეიძლება იმსჯელო მასზე, მეგობრებთან ან თუნდაც მასწავლებელთან ერთად. 🙂

ჰოლდენ კოლფილდი, ის მოზარდია, რომელსაც აინტერესებს თუ სად მიდიან იხვები, როცა სენტრალ პარკის ტბა იყინება. ბიჭი, რომელიც რაღაცების უცველობას ნატრობს, რომელიც ვერ იტანს სიყალბეს, მაგრამ თვითონ ძალიან ბევრს იტყუება. რომელსაც ეზიზღება ადამიანები, მაგრამ მათ გარეშე ვერ ძლებს. ჰოლდენ კოლფლდი ის მოზარდია, რომელიც თითქოს უდარდელი, ცივი და უემოციოს შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა რეალურად ზედმეტადაც მგრძნობიარეა. ჰოლდენ კოლფილდი ჩემი ფავორიტი პერსონაჟია.

ძალიან, ძალიან მაწუხებს მისი ასეთი მარტოსულობა და მხიბლავს მისი მზრუნველობა პატარების მიმართ. კლასში ერთხელ ერთ-ერთმა კლასელმა თქვა, ჰოლდენი ზედაპირულიაო. არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ძმის ბეისბოლის ხელთათმანს ინახავს და ცხოვრებაში ჭვავის ყანაში დამჭერად მუშაობის მეტი არაფერი უნდა, როგორ უნდა იყოს ზედაპირული?!

წიგნის დასრულებისას, ჰოლდენისა არ იყოს,  მართლა მომინდა ამეღო ეს ჩემი დანჯღრეული ტელეფონი და სელინჯერს დავლაპარაკებოდი.  მაგრამ, რადგან სელინჯერი ცოცხლებში აღარ წერია, ჰოლდენს დაველეპარაკებოდი დიდი სიამოვნებით. ერთად გადავკვეთდით ქუჩას და იმის ნაცვლად, რომ ელის წარმოსახვაში გასაუბრებოდა, მე დამელაპარაკებოდა. ან კარუსელთან დავსხდებოდით და ერთად ვუყურებდით ცხენებზე მოთამაშე, ბედნიერ ბავშვებს. ძალიან მაგარი იქნებოდა(ესეც წიგნის გავლენაა,მეც ჰოლდენივით მეფანტაზიორე ვხვდები)!

ჯერ ხომ ისეთი დასაწყისი აქვს, რომ დაიწყებთ კითხვას ვერ მოწყდებით. მერე კიდევ სიუჟეტი აქვს საოცრად საინტერესო. არაფერი დიდი Action-ებით დატვირთული წიგნი არაა და მაინც არაჩვეულებრივია. წარმოიდგინეთ, რომ ჰოლდენთან ერთად ზიხართ სადმე, კაფეში და ის, თავისი წითელი სანადირო ქუდით თავისას უბერავს: გიყვებათ თავსგადახდენილ უცნაურ ამბავს, ირონიით და სევდანარევი ბედნიერებით. ლაპარაკობს გაუთავებლად და ემოციებში-კი ძალიან ცდილობს, რომ თავისი ტკივილი გარდაცვლილი ძმის მიმართ და სხვა ასეთი “სისუსტეები” დამალოს, მაგრამ არ გამოსდის. თან სელინჯერს ისე ოსტატურად ჰყავს შექმნილი ჰოლდენის პერსონაჟი, აღფრთოვანდებით: მთელი წიგნის განმავლობაში ჰოლდენი სულ ჰოლდენია, თავის ინდივიდუალიზმს არასდროს კარგავს.

წიგნის დასასრულს, ამჯერად, ერთი დიდ ცრემლს არ დავჯერებულვარ, არადა მშვენიერი დასასრული აქვს. უბრალოდ, ამეტირა ჰოლდენის მარტოსულობაზე. იმის გაანალიზებაზე, რომ თითქმის ყველაფერი, რასაც ეს უთავბოლო ბიჭი საუბრობს, მწარე სიმართლეა.ამეტირა, ყველა იმ ბავშვზე, რომელიც ჭვავის ყანაში თამაშისას უფსკრულში გადავარდა, განსაკუთრებით იმათზე, ვინც ამას ვერც კი მიმხვდარან. იმ ხალხზეც, რომელიც ამ წიგნს სიბუნძურედ და არაფრის მომცემ იდიოტობად მიიჩნევს. იმათზეც, ვინც ცდილობს, ჭვავის ყანაში მოთამაშე ბავშვები კლდიდან გადააგდოს. თუმცა, ამის აღარ უნდა მეშინოდეს, რადგან ჰოლდენმა და სელინჯერმა ერთ რაღაცაში დამარწმუნეს: სანამ, ჩემს ოცნებებს ავიხდენდე და ჟურნალისტ-მწერალი გავხდებოდე, მანამდე დამჭერი გავხდები ჭვავის ყანაში. მეც სხვა ჩემს თანატოლებთან და ჰოლდენთან ერთად, კლდის პირზე ვიდგები და ბავშვებს უფსკრულში გადავარდნისგან ვიხსნი, რადგან ისინი ბედნიერებას იმსახურებენ.

პ.ს ტრადიციულად გიზიარებთ ფავორიტ გამონათქვამებს, როგორც ინგლისურად ასევე ქართულად. პოსტი იხილეთ აქ.

Image result for catcher in the rye illustrations

Image result for catcher in the rye quotes artImage result for catcher in the rye illustrations

Advertisements

One thought on “ჰოლდენთან, ჭვავის ყანაში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s