იყო და არა იყო რა, ანუ ჩემი ხიფათიანი თავის ისტორიების კრებული

ახლა, ისეთ ამბავს მოგიყვებით, იფიქრებთ ეს გოგო რა ფანტაზიორიაო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც იმ უცნაურ დღეებში ჩემთან ერთად იყვნენ, გამომესარჩლებიან და აუცილებლად იტყვიან, ფანტაზიორი კი არა, უბრალოდ უიღბლო და ხიფათიანიაო. მართლებიც იქნებიან.

გუშინ, მე და დედა ვსაუბრობდით და აღმოვაჩინე, რომ ჩემი თავის ტრავმების მომაჯადოვებელი ისტორია, შარშანდელი კი არა, 2012 წლის აგვისტოს მომხდარი ინციდენტით დაიწყო. მაშინ, როცა მდინარეზე , დიდ ქვაზე თავი დავარტყი და როცა, იმავე დღეს ძველი ხიდან ჩამოვარდნილი მსხალიც მესტუმრა.

შემდეგ მხოლოდ პატარ-პატარა და უმნიშნელო ტრავმებია: სკეიდბორდიდან გადმოვარდნა, ეზოში წაქცევა და სხვა ამის მსგავსები.

აი, შემდეგ კი იმ განუმეორებელი დეკემბრის ტრიუმფის დროც მოდის, რომლის წლის თავსაც დღეს “აღვნიშნავ”. ეს უფრო სავალალო და ძლიერი გამოდგა და ყველა სხვა კონკურენტიც წამებში დაჩრდილა.მაშინ, თავგატეხილმა პოსტი, რომ დავწერე არ მიხსენებია, რა მოხდა. ალბათ, ზედმეტად მრცხვენოდა მისი და ჯერ კიდევ ვგრძნობდი ძლიერ ტკივილს, ნაკერის ადგილას.ახლა კი, როცა 365 დღე მაშორებს მისგან, გახსენებაც საკმარისია და სიცილით ვკვდები. სიმართლე გითხრათ, ფაქტები ისე კარგად არ მახსოვს, როგორც ემოციები და შეგრძნებები. მახსოვს, რომ კლასში ვისხედით ბავშვები და მერე უცებ წამის მეასედში დიდი პროექტორის ეკრანი ჩემკენ მოექანება(შეგიძლიათ გაიცინოთ, სინდის ქენჯნის გარეშე).მერე წამიერად ბნელდება, მერე კი ყველაფერს დაბურულად და გაორებულად ვხედავ, ბავშვების ხარხარიც კარგად მახსოვს. მერე უცებ სიჩუმე და სადღაც გამქრალი სიცილი: ბავშვები სისხლს ხედავენ. ამას ქაოსი მოჰყვება და მოგვიანებით აანალიზებენ, რომ ექიმს უნდა დაუძახონ. ჩვენ, საშინლად დაბნეულებს, სულ გადაგვავიწყდა, რომ ექიმი მოდიოდა,ამიტომ ძლივსძლივობით პირველ სართულზე ჩამიყვანეს, სადაც აღმოვაჩინეთ, რომ ექიმს გზაში ავცდით.კარგი, ეს დავივიწყოთ მერე უფრო საინტერესო რაღაცები ხდება. იქ შეშფოთებული სახით მამცნობენ, რომ ნაკერი უნდა დამადონ, შემდეგ დედაჩემი ოთახში ძალიან სწრაფად შემოდის, შემდეგ წიგნებს ვაალაგებ, კლასელების ანერვიულებულ სახეს და აცრემლებულ თვალებს ვხედავ და შემდეგ, კლინიკაში მივდივარ. კლინიკიდან კი პირდაპირ საავადმყოფოში მიმაქანებენ. იქ მეგობრები მირეკავენ და დამშვიდებას ცდილობენ, თუმცა იმ დროს, სიმართლე გითხრათ მე კი არა,დედაჩემს უფრო სჭირდებოდა დამშვიდება.daffydizzy-1

მანიპულაციის დროს (მგონი, ასე უწოდებენ ამ პროცესს) იქაურმა თეთრმა კედლებმა და საოცარმა სიჩუმემ კინაღამ გამაგიჟა. ექიმმა გადაწვიტა, გამაყუჩებელი არ დაგჭირდება, ერთი ნაკერიაო და ისე მოიმარჯვა ნემსი, თითქოს ნაჭერი ვყოფილიყავი.მოვითხოვე, მაშინ წიგნი მაქვს წამოღებული და  წავიკითხავ-მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა, გადაირია კაცი! არ შეიძლება თვალების დაძაბვაო, წარბშეკრულმა განმიცხადა. ამიტომ მხოლოდ ჩემი ფანტაზიების ამარა დავრჩი და ვცდილობდი რამე კარგზე მეფიქრა. ექიმმა, როცა აღმოაჩინა, რომ მეგრელი ვიყავი საშინლად გაუხარდა. არ ვიცი, ყველას რატომ ჰგონია, რომ თუ მეგრელი ხარ მეგრულიც აუცილებლად უნდა იცოდე, მაგრამ ფაქტია, მეორე წამს ეს თეთრხალათიანი ექიმი დიდ ემოციებში რაღაცას მიყვება მეგრულად და თან ხარხარებს, მე კიდე ძალა გამოცლილი ვიღიმი და ჩემთვის ვბურტყუნებ “ჯგირო, ჯგიროს” :Ddd. ასე იყო თუ ისე, მსუბუქი ტვინის შერყევით გამისტუმრეს სახლში და 10 დღე წოლითი რეჟიმი დამინიშნეს.მოსაწყენზე მოსაწყენი დღეები, ისევ და ისევ ჩემმა კლასელებმა შემიმსუბუქეს და მოულოდნელად, სახლში დამადგნენ პიცებით და ჰელიუმის ბუშტებით. ღმერთო ჩემო! ახლაც, რომ ვიხსენებ მეღიმება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიცილისგან თავის ტკივილი გამიასმაგეს, მაინც ძალიან გამახარეს.

ასეთი მხარდაჭერა და სითბო არასდროს არ მახსოვს, როგორც იმ დღეებში. ჩვენი მეზობლის ძაღლის ბაბუამაც კი გამიხსენა, მამშვიდებდნენ და მაინც ეჭვის თვალით მიყურებდნენ:არავის სჯეროდა, რომ პროექტორის ეკრანის ჩამოვარდნა შესაძლებელი იყო. არც მე მეგონა, მაგრამ  ფაქტია, რომ სკოლაში დღემდე ასე ვარ ცნობილი. ისე ყველაფერს აქვს კარგი მხარე: კარგი მოსაყოლი ამბავი მაქვს, ამ ისტორიის სახით. ყოველთვის როცა უცხოები მეუბნებიან შენი ისტორია მოგვიყევიო, სულ პროექტორზე ვიწყებ ლაპარაკს, ისინი კი ან ჩემთან ურთიერთობას საერთოდ წყვეტენ ან ჩემთან ერთად ხარხარებენ.

angie harmon yourlittleharmonicaishammered she is gonna think i am weird maybe
მსმენელების უმეტესობას ასეთი რეაქცია აქვს :))

ჩემი მომაჯადოვებელი თავის ისტორია ამით არ დასრულებულა.იმ დღიდან თითქოს ვიღაცამ დამანათლაო, ჩემს სამყაროში ახალი კანონი ჩამოყალიბდა: ყველაფერი რაც ჰაერშია, მე უნდა დამეცეს თავში( გინდ ხის ტოტი იყოს ეს ან გინდ წიგნები).

აი, ერთი წელი გავიდა და “დიდი პროექტორობა” დღემდე სალაპარაკო თემად რჩება.

მალე ორი იანვარია, ჩემი მშობლები კი უკვე სეროზულად ფიქრობენ დაბადების დღეზე ჩაფხუტის ჩუქებას. არ დავიწუნებ, მართლა გამომადგება.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s