როგორ დავიბრუნე საახალწლო განწყობა

დღეს მივხვდი, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მე კიდევ გადატვირთულმა, ოჯახის წევრებს ნაძვის ხის მორთვაშიც კი ვერ დავეხმარე. არადა, თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო: მორთული ქუჩები, მაღაზიის ვიტრინებზე გამოკრული საახალწლო ფასდაკლებები, საახალწლო ფეისბუქის პოსტები და სახლიც შესაფერისად გალამაზებული. ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, ჩემ გარდა. მე ვიყავი სულ სხვანაირი. საერთოდ უღიმღამო და უხალისო. მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა და წუწუნი დავიწყე, საახალწლო გაწყობა არ მაქვს-თქო. იმას ვეწუწუნე, ამას ვეწუწუნე, მაგრამ მაინც არაფერი იცვლებოდა: მე ისევ უჟმურ გრინჩად ვრჩებოდი. მერე კიდევ მიხვდი, რომ ამ საახალწლო განწყობას არც მარხილი ჰქონდა და არც ფეხები თავისით რომ მოსულიყო. ჰოდა ამ შაბათ დღეს, ყველანაირი საქმე და სამეცადინო გვერდზე გადავდე, ჩავიკეტე კაბინეტში და ჩემი წიგნების თაროს გადალაგებ-გადმოლაგება დავიწყე. ტრადიცია არც წელს დამირღვევია. ბოლოს, 4-5 საათიანი მუშაობის, წელის ტკივილის, დიდი ნერვების, რამდენიმე ჩაფლავების ხარჯზე, აი ასეთი გამომივიდა ის, რამაც საახალწლო განწყობა დამიბრუნა:

15622033_1521558087871833_6253214376819578833_n

 

ამ საოცარ შეგრძნებას სიამაყეც დაემატა, როცა წინა წლების წიგნების ნაძვის ხეებს გადავხედე:

 

პირველი ფოტო 2014 წლისაა, ხოლო მეორე-2015-ის 🙂 

 

თქვენ თუ გაქვთ ამგავრი საახალწლო ტრადიციები? :))

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s