ქარიანი წელი ანუ 2016

დღეს ვიღვიძებ და ვხვდები, რომ ექვს დღეშიც ეს წელიც სრულდება.

2016 ჩემთვის გარდამტეხი წელი გამოდგა. იმდენი ცვლილება მოხდა, რომ შეუძლებლად მიმაჩნია ასეთი მოვლენების 365 დღეში ჩატევა. თუმცა, ფაქტია, ახლა უკან დაბრუნებისას საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.

მაინც, რატომ გარდამტეხი? ბევრი მიზეზის გამო.

მაგალითად, მივხვდი, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩეს. და კიდევ იმას, რომ  ნორმალურია, ვიღაცების გაშვება. ზოგადად, “გაშვების” პრობლემა ყოველთვის მქონდა. არა მარტო ადამიანებზე, არამედ ნივთებზეც. ვერც ერთ ნივთს გადასაგდებად ვერ ვიმეტებდი-ვინახავდი აბსოლუტურად ყველაფერს: იქნებოდა ეს ყვავილი, კინოს ბილეთი თუ შოკოლადის ქაღალდი. ამ წელმა კი ლექციები ჩამიტარა.  მითხრა, საკმარისია ერთ ადგილზე ტრიალი და ჯახირიო. ჰოდა, მეც ავდექი და ვიღაცები გავუშვი. თავიდან, რა თქმა უნდა, მერთულა. ვცდილობდი გამერკვია ვისში იყო ან საერთოდ რა იყო პრობლემა. მერე მივხვდი, აქ  არც არავინ იყო დამნაშავე. როგორ ვთქვა, არ ვიცი… ეს ერთგვარი “ბუნების კანონია”,-ადამიანები იცვლებიან.სანამ ამას გავაანალიზებდი, რამდენეჯერმე ზოგ-ზოგიერთი დავაბრუნე კიდეც, მაგრამ შემდეგ საკუთარ შეცდომებზეც ვისწავლე. ალბათ, ასე ჯობდა. 15673524_1527298587299272_1787254429_n

კიდევ, მთელი წელი შეცბუნებული და დაძაფრული ვიყავი იმ საშინელებების გამო, რაც ტერორისტებმა გააკეთეს. ყოველთვის ვცდილობდი, ეპიცენტრიდან, სოციალურ ქსელში გავრცელებული მასალითვის თავი ამერიდებინა, მაგრამ წლის ბოლოს ისევ და ისევ სიმართლისთვის თვალის გასწორება გადავწყვიტე, რაც არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. მერე კიდევ ამერიკის არჩევნები ან ამდენი მკვლელობები თუ თვითმკვლელობები(განსაკუთრებით ახალგაზრდების).

ასევე, მთელი 2016 ვწვალობდი და საკუთარი სტილის აღმოჩენას ვცდილობდი . თმა მილიონჯერ შევიცვალე, ანალოგიური ტანსაცმელზეც. ამ “ჩოკერსაც” ხან ვიხსნიდი და ხან ვიკეთებდი-ვერ გადამეწყვიტა, რომელი ჯობდა.  ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ახლა, როცა მომავალ ცვლილებას ვგეგმავ, ჩემი მეგობარი მახსენებს, რომ კარგი იქნება თუ საკუთარ თავს შევეშვები.

დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო ჩემს თავშიც. დაბნეულზე დაბნეული დავდიოდი ყველგან. ბოლოს, იქ მოვქექე, აქ მოვქექე და რაღაც გარკვეულ საკითხებთან საკუთარი აზრიც ჩამოვიყალიბე.  თუმცა, ბოლომდე “დალაგებული” ვიცი, რომ კარგა ხანი არ ვიქნები. 🙂

2016 კიდევ იმით გამოირჩევა, რომ პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა მქონდა მონტენეგროში, რომელმაც ახალი რაღაცები გამაცნობიერებინა.

კიდევ, იცით რა ამბები გავიგე?

თურმე, ერთი შეხედვით, ყველაზე “სათნო” ადამიანი, მალე შურით გასკდება.

თურმე, ყველა თავის როლს თამაშობს.

თურმე, ბევრი რაღაც “ბედნიერების” იმიტაციაა.

თურმე, საკუთარმა, ყველაზე ერთგულმა ძაღლმაც კი შეიძლება დაგტოვოს. და კიდევ ისიც ვისწავლე, რომ შენი ძაღლის დამარხვას არასდროს არ უნდა დაესწრო.

ყველაფერი ახალი იყო. ახალი ემოციები, შეგრძნებები. თან ამდენი რაღაცების გაცნობიერება და სწავლა… 2016-მა  უამრავი სიახლე და ცვლილება, გაუფრთხილებლად, პირდაპირ სახეში შემომაყარა. ამიტომ, ბევრი “საერთოდ რას ვაკეთებ” მომენტიც მქონია. 06fc0d68a8bb7366bb78987a59fe9e25
15420890_696929810479914_5704194216130817435_n

2016 ქარიანი წელი გამოდგა. ხან რა მოჰქონდა და ხან რა მიჰქონდა.

ამ 365(თითქმის) დღის  გადამკიდე, ნამდვილად აღარ მაქვს იმის სიმამაცე, რომ ვთქვა თუ რა იქნება შემდეგში.

მე, რა თქმა უნდა, უკეთესი მინდა.

ნეტავ, რას მიმზადებს 2017?

b2832a46d7367e1bbb325179bbabe4d6

პ.ს  ქეთი მელუას წყალობით, ამ კვირის არაჩვეულებრივ საუნდტრეკებს გიზიარებთ 🙂

  1. https://www.youtube.com/watch?v=7IRIP-hSfJ0

 

2. .https://www.youtube.com/watch?v=abGe6uM9Ias

 

3. https://www.youtube.com/watch?v=CofMpBvcSz

 

4. https://www.youtube.com/watch?v=t3u8stDTwZY

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s