მოხეტიალე ბავშვების საზოგადოება ანუ ჩემი დაბადების დღე

ყოველ ორ იანვარს განსაკუთრებულად ველოდები, რადგან ეს დღე ჩემთვის ორმაგი დღესასაწაულია-თან ბედობას აღვნიშნავ და თან დაბადების დღეს. ეს უკანასკნელი ისეთი რაღაცაა, ყოველთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, თორემ მეც ვიცნობ ისეთ უცნაურ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სისულელეა საკუთარი დაბადება აღნიშნო. მე კიდევ მათი არასდროს მესმოდა. :/ ჩემი აზრით,  ყველა ვიმსახურებთ დღეს, რომელიც მხოლოდ ჩვენ უნდა გვეკუთნოდეს და რომელსაც, მხოლოდ ჩვენ უნდა განვაგებდეთ. ამიტომაც, ყოველი ორი იანვრის პირველი წუთებიდან თავს ავტომატურად განსხვავებულად ვგრძნობ.

წელს ამ დღის განსაკუთრებულად ქცევა განვიზრახე. აღარ მინდოდა არც ტრადიციული სმა-ჭმა, არც “ალავერდი შენთან, ალავერდი იმასთან” და არც “დგცკ-დგცკ” წვეულებები. მინდოდა რაღაც სხვა, ის რაც ძალიან მომეწონებოდა, იქ სადაც ძალიან გავერთობოდი. ამიტომაც, ჩამოყალიბდა სათაურში ხსენებული “მოხეტიალე ბავშვების საზოგადოება”. ის ძალიან ექსპრონტად და ზეციდან ჩამოვარდნილი იდეით შეიქმნა, რომელმაც, რაღა თქმა უნდა, თავში დამარტყა (მოდით, ეს ჩვენში დარჩეს).

ეს საზოგადოება ოთხი წევრისგან შედგება. ერთი ჩემი ნათესავია და ამიტომ, შეიძლება “აკვნის მეგობრებიც” გვიწოდოთ. მეორეს “ბასტი-ბუბუში” შევხვდი, საბედნიეროდ, ჩვენი ურთიერთობა ბასტის მერეც გაგრძელდა. ხოლო მესამე ჩემი მეზობელია, რომელიც 9 წლის წინ ძალზედ უცნაურად გავიცანი. ისინი ჩემთვის გამორჩულები არიან. ჯერ ხომ ამდენი ხნის განმავლობაში არცერთთან, არცერთხელ არ მიჩხუბია და მერე კიდევ ჩემს სამეგობროში ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც სახელით მომმართავენ.:D და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს დაბადების დღეზე იმიტომ კი არ მოდიან, რომ თვითონ გაერთონ, არამედ იმიტომ, რომ მე გამამხიარულონ. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მაინც ისე გამოდის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი რჩება და საბოლოოდ, ერთად, არაჩვეულებრივად ვახერხებთ დასამახსოვრებელი დღე შევქმნათ.15826924_740030619493281_4301776176882875723_n

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ორ იანვარს მთაწმინდაზე ავედით და მთელი ბედობა იქ გავატარეთ. რაღა თქმა უნდა, წამის დასაჭერად და ამ მოგონების სამუდამოდ დასამახსოვრებლად მილიონობით ფოტო გადავიღეთ. ვიხეტიალეთ, მთლიანი პარკი შემოვიარეთ. რაც ყველაზე მთავარია ჩემს “Bucket List”-ში ორი პუნქტის გადახაზვა შევძელი. პირველი ის იყო, რომ ჩემი ნებით  “მოჩვენებათა კოშკში” შევედი, საიდანაც ფერწასული დავბრუნდი. არადა, ახლა, გახსენებისას და დაფიქრებისას, საერთოდ არ არის საშიში.  უბრალოდ, როცა იცი, რომ უნდა შეგეშინდეს, კიდევ როცა ბორბლებიან გალიაში გამოწყვდეულს, კეთილი მეგობარი შენს უფრო შეშინებას ცდილობს, თან მოულოდნელად სიბნელიდან რაღაცები ხტებიან და თან ყვირილში პარტნიორიც გყავს, ავტომატურად ცრემლები მოგდის და გული საგულედან ამოვარდნას იწყებს.

მეორე პუნქტი კი უცხო ადამიანების გახარება იყო. ჩამოვიარეთ მთაწმნიდა და “პოზიტიური ბარათები” ვარიგეთ, შოკოლადებთან და პატარ-პატარა საჩუქრებთან ერთად (ბრელოკები, სამაჯურები და ა.შ). ამ იდეას დიდი აღტაცებით ყველა არ შეხვედრილა, მაგრამ როცა გაიგეს, რომ ეს საჩუქრები ბავშვებს და არა უფროსებს ეკუთვნოდათ, დამთანხმდნენ-ბავშვები იმსახურებენო, ასე თქვეს(აქ მაშინვე ჰოლდენ კოლფილდი გამახსნედა და კიდევ ერთხელ დავწრმუნდი იმაში, რომ ყველა მოზარდში ცხოვრობს ჰოლდენი, ისევე როგორც ყველა ზრდასრულში პეპი:) ). 15871504_740031309493212_2489873411075551521_nჰოდა, სიმართლე გითხრათ, მათი ბედნიერები სახეების დანახვა ჩვენთვის ყველაზე დიდი სიამოვნება აღმოჩნდა. თავიდან მორცხვობდნენ ან მშობლებს ნებართვისთვის თვალებში შესციცინებდნენ. მშობლებსაც ისე სიამოვნებდათ… მერე ბარათებისა და შოკოლადების დატოვება ოფიციანტებთან და 15895135_740032736159736_1467505565936065238_nატრაქციონებთან მომუშავე ადამიანებთანაც დავიწყეთ. განსაკუთრებით, 7D-ში, კეთილად მომღიმარ გოგონას გაუხარდა, რომელმაც დაბადების დღეც თბილად მომილოცა.

მერე კიდევ უცებ წამომიარა და გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა საკუთარი შიშების ჩრდილში სიარული. ამიტომ გამოვაცხადე დღეს მოჩვენებებთან ერთად, სიმაღლის შიშის დაძლევაც მინდა-თქო. ბავშვებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, დამთანხმდენ. ასე აღმოვჩნდით გიგანტური ბორბლის, გიგანტურ რიგში. მე კი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემმა სიჯიუტემ და ზედმეტმა ოპტიმიზმა ყველაფერი გააფუჭა, როცა კანკალის გაჩერება და გათოშილი თითებით ტელეფონის გამოყენება შეუძლებელი გახდა. რიგში დაახლოებით 1 საათი ვიდექით. ხასიათი საერთოდ წამიხდინეს იმ უსინდისოებმა, რომლებიც თამამდ უსწრებდნენ, მომლოდინე, გაყინულ ადამიანებს და წინ დგებოდნენ. თუმცა ბავშვებმა ჩემი განწყობის დაბრუნება ლაპარაკით და უკბილო ხუმრობებით შეძლეს. აი, ჩვენი “კუპე” რომ ზუსტად ის ნომერი აღმოჩნდა, რამდენიც წელს შემისრულდა, საერთოდ გავმხიარულდი და სულ გადამავიწყდა სიცივე. მაშინ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ ეს წელი ჩემთვის ყველზე ყველაზე განსაკუთრებული იქნება.15871796_740030862826590_1936580995432437810_n15873454_311459882584609_8099477000496393117_n

ცხელი კაპუჩინოს და რამდენიმე ატრაქციონის შემდეგ, ღამე ულამაზესად მორთულ და განათებულ პარკში თავიდან გავისეირნეთ. ბევრმა ლაპარაკმა, ბოლო ხმაზე სიცილმა და ჰაერში გაჟღერებულ მუსიკაზე თავისუფლად ცეკვა-სიმღერამ, დაბადების დღე დააგვირგვინა. ფუნიკულიორითაც ძალიან ვისიამოვნეთ და რაც მთავარია, წასვლის წინ ვაღიარეთ რომ იმ რიგში გაყინვასაც თავისი “მუღამი” ჰქონდა15873611_1002027289903687_6800019622251342335_n

სახლში დაბრუნებულმა, შინაურ წრეში ტორტიც ჩავაქრე და ერთი სურვილიც ჩავუთქვი, რომელიც რაღაცნაირად ვიცი, რომ წელს ასრულდება 😉

დაბადების დღე  Facebook-ზე დაწერილმა უთბილესმა წერილებმაც გამილამაზეს და დღის ბოლოს, გაგიჟებულმა აღარ ვიცოდი სად წასულიყავი. ჰოდა ეს ემოციები, რომ სხვებსთვის არ გამეზიარებინა, ალბათ ავფეთქდებოდი კიდეც 🙂 ❤

რაც შეეხება “მოხეტიალე ბავშვების  საზოგადოებას”, ის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მარტო ორ იანვრებს კი არა, დღეიდან მუდმივად განაგრძებს მოწმედებას, იმისთვის რომ ქუჩებს სიცილ-ხარხარის ხმები და მოცეკვავე მოზარდები არ დააკლდეს.

ჰოდა, მოკლედ, ამდენი იმის ვილაპარაკე, რომ ამაყად მეთქვა: ძალიან მაგარი დაბადების დღე გამოვიდა. ვისურვებდი, რომ მთელი 2017 ისეთი მქონდეს, როგორც დაიწყო 🙂

მე ამ მოგონებებსაც ქილაში ვინახავ და თან თქვენ ბედნიერ, წარმატებულ, საინტერესო და მხიარულ 2017-ს გისურვებთ.

დაე, იღბალი მუდამ თან გდევდეთ ❤

პ.ს გიზიარებთ რამდენიმე ფოტოს ❤

15780960_740030386159971_3701430592896051696_n15822872_311458959251368_2605771519465425337_n15823253_311460639251200_1257192449752954296_n15871971_311460689251195_8807032012548216850_n

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s