დაკარგული სიტყვები

ნაცრისფერი დღეები ერთმანეთს მიჰყვება და მე ვხვდები თუ როგორ ნელა,  ჩუმად ვკარგავ სიტყვებს. თითქოს, ყველგან, ყველაფერს სიცარიელე ავსებს.

24 დღეა, რაც არაფერი დამიწერია. საერთოდ არაფერი. ეს დღეები სულ ცარიელ ფურცელს, დაუსრულებელ სითეთრეს, დავყურებ და ვგრძნობ, როგორ მეყინება გონება.

ახლაც, ყოველი სიტყვის დაწერა ჩემთვის დიდი ტანჯვის ტოლფასია. გონების საოცრად დაძაბვა, დიდი დროის დაკარგვა და  ზედმეტად ბევრი ფიქრი მიწევს. არადა, ადრე კლავიატურაზე თითები ისე სწრაფად დარბოდნენ, მეც კი მიკვირდა…

იდეები? უამრავი მაქვს და ახლა ვნატრობ, ნეტავ საერთოდ არ მქონდეს-მეთქი. უბრალოდ, აღარ შემწევს ძალა, ეს იდეები სისრულეში მოვიყვანო. ვიცი სათაურები, მაგრამ სათაურების მიღმა ვეღარაფერს ვხედავ. და ეს ძალიან მტკივნეული, რადგან ვგრძნობ, როგორ არ ისვენებს გული. მენატრება ის ფრიალა, ნაზი შეგრძნება, მთელს სხეულს რომ ედებოდა წერისაას…

ყველაზე უარესი ისაა, რომ არაფერი ხდება ახალი. არანაირი მოვლენა, სურათი, რომელიც გონებაში ჩამებეჭდება და მიბიძგებს, ეს სურათი ფურცელზე გავაცოცხლო. ან იქნებ ხდება და მე ვეღარ ვამჩნევ…

მე მეშინია. მეშინია, რადგან წერა ბედნიერებას აღარ მანიჭებს.

მარტო წერაზეც არაა. აღარ არსებობს მუსიკა/მელოდია, რომელიც მომერგება. ჩავყვები ჩემს მილიონობით ფლეილისტს,იუთუბს  გადავქექავ, მაგრამ ვერ ვგრძნობ, ვერც სიტყვებს და ვერც მელოდიას. საყვარელი მუსიკა ახლა უცხოდ მეჩვენება.

ვათვალიერებ ნახატებს-მუნკს, ვან გოგს, სალვადორ დალის, გუსტავ გვოზდეცკის… მაგრამ ფერებსაც აღარ შესწევთ ძალა, გაყინული გონება თუ გული გაალღონ.

თითქოს, “ჰარი პოტერის” თავიდან წაკითხვამ და ჯადოსნურ სამყაროში გადასახლებამ მიშველაო, მაგრამ ესეც დროებითი აღმოჩნდა.

წიგნი დასრულდა და მე ისევ აქ ვარ-დაკარგული, გაყინული, განაცისფრებული.

 

06eb1c7037c70ffc1876cf5d349ccfd3

Advertisements

4 thoughts on “დაკარგული სიტყვები

      1. მარტივი ნამდვილად არაა ) ძალიან რთულია , მაგრამ პოვნადი ) ცოტახნით ცადე ძველ რაღაცეების გადამეორებას შეეშვა და ახალი რაღაცეები გატესტე ) მუსიკა , ფილმები , წიგნები , ადგილები , ხალხი )

        Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s