მშობლების ტყუილები VS მოზარდების ტყუილები

-დროა, საიდუმლოს ფარდა აეხადოს –

მოდით, ერთად ვაღიაროთ: ტყუილებს ყოველთვის ვამბობდით, ვამბობთ და ვიტყვით. მოტყუება კი განსაკუთრებით აქტიურად მაშინ დავიწყეთ, როცა დავრწმუნდით, რომ ყოველ სიცრუეზე ბურატინოს ცხვირი არ გამოგვებმეოდა.

ჩვენ, მოზარდები, ხომ ვიტყუებით და ვიტყუებით, მაგრამ არც ჩვენი მშობლები არიან უცოდველი ბატკნები! ჰოდა, გასამხიარულებლად, გაზაფხულის დადგომის,  კარს მომდგარი არდადეგების და სამი მარტის  აღსანიშნად, გთავაზობთ ტოპ ტყუილებს, რომლებსაც მშობლები თინეიჯერებს და თინეიჯერები მშობლებს ეუბნებიან.

სანამ კითხვას დაიწყებდეთ, აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ეს მაიმუნობები მარტო ჩემი მოგონილი არაა-ისინი მეგობრებთან, კარდაკარ ჩამოვლით შევაგროვე და საუკეთესოები აქ გამოვამზეურე.

მოკლედ, ვნახოთ ვინ აჯობებს 🙂

ნაწილი I: მშობლები

1.”შენხელა, რომ ვიყავი სულ ხუთები მყავდა!”

ეს ასეა: ყოველი მშობელი ხუთოსანი იყო და ფრიადებზე სწავლობდა. ჩვენნაირი ზარმაცები კი არ იყვნენ, კაცი თავს ვერ ააწევინებდა წიგნებიდან!

თან ისეთი თავდაჯერებით ამბობენ, რთულია ეჭვი შეიტანო. მაგრამ, ეს ხომ სიცრუეა… მათ უბრალო არ იციან, იმ დღის შესახებ, როცა, ბებია-ბაბუამ დაწვრილებით ჩამოგიწიკწიკათ ის მიჩქმალული ამბები, წკეპლებსა და სატანჯველ გამრავლების ტაბულაზე.

2.”სიმართლე მითხარი, არ გეჩხუბები”

ეს ცნობილი ხერხია: გარწმუნებენ სიმართლე მითხარი, ბუა ხომ არ ვარ, როდის აქეთ იყო, მე გიბრაზდებოდიო და მთელი ასეთი სისულელეები. იმდენს ლაპარაკობენ, ბოლოს არსაიდან ნდობის ნაპერწკალი ინთება და  შენც თხრობას იწყებ. პირველი წუთი ძალიან საამურია, ფანჯარასთან მტრედები იკრიბებიან და მშვიდად უსმენენ ასეთ გულწრფელ საუბარს. მაგრამ… წამის მეასედში, გაუაზრებლად, თითქოს სხვა არხზე გადართესო, მშობლის საეჭვო სახის ცვლილებას ატყობ და ხვდები, რომ დროა გაჩუმდე. თუმცა უკვე გვიანია: სახლს სახურავი ეხდება, მტრედები თვალისდახამხამებაში ტოვებენ ფანჯარას, შენ კი გაფითრებული ხვდები თუ რამდენად შორს შეტოპე.

source

a211aa0db086034af8a2d55de9ef7c17

3. “იმეცადინე, თორემ სიმღერიდან გამოგიყვან”

“სიმღერის” ნაცვლად ნებისმიერი წრე ჩასვით, რომელზეც დადიხართ (ფეხბურთი, ცურვა, ცეკვა და ა.შ).

ეს მათი ტერორის ერთ-ერთი ხერხია, რომელიც მხოლოდ დასაწყისში ჭრის. თორემ, მოგვიანებით უკვე შენც მშვენივრად იცი, რომ ეს მხოლოდ ფუჭი მუქარაა და მათაც ისევე უნდათ შენი სხვა საქმით დატვირთვა, როგორც შენ.

4. “უკვე რვა საათია! ადექი, სკოლაში დაგაგვიანდება”

მაგრამ რეალურად შვიდის ნახევარია.

სიმწრის ცრემლები და ბრაზი მთლიანად გავსებს:

6101649.gif

ისინი მაინც ჯიუტად იმეორებენ დაგაგვიანდებაო.

იმ დღეს კი ოცი წუთით ადრე, პატარა პრინცის ვარდივით, ეულად ზიხარ კლასში და ძილის შებრუნებას ცდილობ.

ეს ხომ უბრალოდ ბოროტებაა.

5. “სასუნავები არ ჭამო, სადილი მალე იქნება და იმას ვეღარ შეჭამ მერე”

მაგრამ შენ მაინც არხეინად აგრძელებ პირის ჩატკბარუნებას, რადგან:

  1. შენ სასუსნავებისთვის მეორე კუჭი გაქვს და სადილს მაინც მშიერივით შეჭამ
  2. “მალე” ყოველთვის ერთ საუკუნეს უდრის.

6. “შენხელა, რომ ვიყავი ათი შეყვარებული მყავდა”

ამ ფრაზას ძირითადად მამები ეუბნებიან ბიჭებს. რამდენჯერმე შევსწრებივარ ამგვარ სცენას და ყოველთვის სასაცილოდ მახსენდება ხოლმე, ის საოცრად ამაყი სახე, უცნაური ღიმილით.

მაგრამ, ისევ და ისევ, ბებია-ბაბუის წყალობით სიმართლე კვლავ შენს ხელშია.

7.”კი, ძალიან გიხდება”

სინამდვილეში კი ოჩოპინტრეს, ჩიპოლინოს და შემწვარი კარტოფილის ნაზავი ხარ.

giphy

ისინი ან მართლა ასე ფიქრობენ ან უბრალოდ, არ უნდათ გული დაგვწყვიტონ.

8. “მითხარი, მამას/დედას არ ვეტყვი”

ერთი მშობელი, ნდობის სანაცვლოდ, საიდუმლო შენახვას გპირდება, თუმცა საღამოს, როცა მეორე მშობელი მოდის და მკაცრი ხმით გეუბნება, სალაპარაკო გვაქვსო, ხვდები თუ როგორ მაგრად გაგაცურეს.

72965-harry-potter-and-the-sorcerors-stone-i-trusted-you

ნაწილი II: მოზარდები   

1.”ამ ტესტში მაინც ყველა ჩაფლავდა, ძაან რთული იყო”

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის გადანაწილება ხომ  ჩვენი ჩვევაა.

2.”ყველაფერი ვიმეცადინე”

ან იმეცადინებ.

აი, გზაში დაწერ… შეიძლება დასვენებაზეც მოასწრო ან ყველაზე კარგ ვარიანტში, იქნებ ჯახირი საერთოდ არ დაგჭირდეს და სიზმარში დაგესიზმროს ამოცანის პასუხები.

97095-sherlock-smiling-gif-benedict-u12r.gif

3.”სკოლაში ყველა გაციებულია, ასეთი პერიოდია რა”

ეს იმედგადაწურული მოზარდის ფრაზაა. მაშინ ვამბობთ, როცა არც სიცხე აღმოგვაჩნდა, ხველებაც ზედმეტად ხელოვნური გამოგვდის და ხვალ გამოკითხვის დღეა. იქნებ დედა შედრკეს, შენი ავადმყოფობის შეეშინდეს და სახლში დაგტოვოს… მაგრამ ეს რეალურად არასდროს ხდება- ის ბოლომდე დარწმუნებულია შენი იმუნიტეტის სიძლიერეში.

4.”კი, ოთახი დავალაგე”

საქმეზე წასული დედა, სახლში ოთახის დალაგების დავალებით, რომ დაგტოვებს და რამდენიმე საათში მოსაკითხად, რომ დარეკავს… ამ დროს იძულებული ხარ იცრუო. სინამდვილეში ყველაფერი გააკეთე,-ორ ფილმს უყურე, წიგნი წაიკითხე, მეგობრებთან იმესიჯე-ყველაფერი, ოთახის დალაგების გარდა.

ქვემოთ ხედავთ, ბოლო, გადამწყვეტ წუთებს, როცა დედა ტელეფონით იტყვის, რომ უკვე სახლის ამოსახვევათანააა:

giphy.gif

5.”კარგად ვარ”

ეს გრძელი ლექციების, დაუსრულებელი კითხვებისა და მორიგი შერლოკ ჰოლმსური გამოძიებებისგან თავის ასარიდებლად ნათქვამი სიცრუეა. არადა, რეალურად დიდი არაფერი გჭირს-უბრალოდ დამღლელი, უიღბლო დღე გქონდა.  მშობლები კი ყოველთვის უფრო ცუდზე ფიქრობენ 🙂

im-fine-ross

6. “ჯერ არ შეუმოწმებია, არ არის ნიშნები”

არის, როგორ არ არის. უბრალოდ, ჯერ ხომ ფსიქოლოგიურად შემზადება და მიზეზების მოფიქრებაა საჭირო. თან თუ რამე, ასე უცებ შეუძლებელია წინასწარი თავშესაფრის მოძებნა. 🙂

7.”წავალ, დავიძინებ”

ამ დროს ერთი ცოდვა არ გყოფნის და მეორე ამატებ-არალეგალურად ანუ მშობლებისგან მალულად, ოთახში, წიგნები, ფანარი, ტელეფონი ან კომპიუტერი შეგაქვს.

აბა, ჯერ რა დროს ძილია-მხოლოდ თორმეტის ნახევარია, შენ კიდევ წიგნში იმ პერსონაჟის საბოლოო ბედი უნდა გაიგო და პლუს, სერიალის სეზონი გაქვს დასამთავრებელი.

8. “არა, ის საერთოდ არ მომწონს”

არადა, მოგწონს კი არა, ძალიან მოგწონს. ისე ძალიან, რომ მეგობრებთან სულ მასზე ლაპარაკობ, ტელეფონში მისი ფოტოები გაქვს შენახული, სოც. ქსელში იმის იმედით ტვირთავ ფოტოს, იქნებ მოგიწონოს და მთელი შაბათ-კვირა მის ფეისბუქს “სთოლქავ”.მაგრამ, როცა საქმე მშობელს ეხება, რა სისულელეა… შენ დრო მხოლოდ სწავლისთვის გაქვს, თან “ძალიან პატარა ხარ, რა გესმის სიყვარულის და ასეთი კეკლუცობების :)) ”

no gif-ის სურათის შედეგი

***

ასეა, ეს ამბავი.

ეს პატარ-პატარა, ქარის მოტანილი ტყუილებია, რომლებსაც  ხშირად ავტომატურად ვეუბნებით ხოლმე ერთმანეთს.

მაგრამ, რა არის ამაში ცუდი! პირიქით: ერთი-ორი უბრალო ტყუილის თქმა, ნამდვილად სჯობს იმას, რომ შვილმა გაიგოს სასირცხვილო სიმართლე თქვენს ბავშვობაზე ან იმას, რომ მშობელმა შეიტყონ თქვენი დაბალი ნიშნის შესახებ… 🙂

წარმატებულ, მხიარულ, შინაარსიან და ენერგიულ გაზაფხულს გისურვებთ ❤

Advertisements

4 thoughts on “მშობლების ტყუილები VS მოზარდების ტყუილები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s