ჩემი სუპერძალა, ანუ ბლოგი 2 წლის გახდა

ისევე როგორც, ზოგიერთ ფიქციურ პერსონაჟს, ჩვენც, ადამიანებსაც გვაქვს სუპერძალები. ისეთი სუპერძალები, ყურადღებასაც რომ არ ვაქცევთ, რადგან ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. რეალურად კი იმაზე მაგარ რაღაცას ვმალავთ, ვიდრე წარმოგვიდგენია. მის აღმოსაჩენად, შერლოკ ჰოლმსის გამადიდებელი შუშის აღება და ბნელი გვირაბების ჩირაღდნებით ჩამოვლაა საჭირო.

ჩემი სუპერძალა ორი წლის წინ აღმოვაჩინე.  სწორედ მაშინ, როცა “სამყაროს ბლოგი” შევქმენი. არა, ბლოგი ჩემი სუპერძალა არა, მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ სრულიად ჩვეულებრივი დღე, ყველაზე დაუვიწყარად ვაქციო, ნამდვილად არის. ამ ძალას ხან როგორ ვიყენებ, ხან როგორ – ან მეგობრებთან ერთად მთელი დღე ვსეირნობ, ან პატარ-პატარა აღმოჩენებს ვაკეთებ, ან საერთოდ “უორდპრესის” ფანჯარას ვხსნი და ინტერნეტ-სივრცეში ახალ ბლოგს ვარეგისტრირებ. ამ უკანასკნელს, რაღა თქმა უნდა, ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ერთხელ მცდელობაც საკმარისია, რომ ის ჩემი გონების კალენდარში საპატიოდ აღინიშნოს.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს ჩემი ბლოგი ორი წლის გახდა. 

2 წელი ანუ 730 დღე, ანუ დაახლოებით 17 531 საათი, გავიდა იქიდან, როცა ყველაფერი შეიცვალა.

მეორე წელი პირველზე ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. უფრო მეტი მკითხველი, უფრო მეტი “ფოლოუვერი”,უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი გამოხმაურება და შესაბამისად, უფრო მეტი, ჩემი აზრით, უსაფუძვლო შური და მისით განპირობებული არასასიამოვნო საქციელი ან კომენტარი. თან სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლისგანაც ვერავინ წარმოიდგენდა ამას. ამ ყველაფრის გამო, მოიმატა ისეთმა მოღრუბლულმა დღეებმა, როცა კურსორი ბლოგის გაუქმების ღილაკთან მქონდა მიტანილი და მზად ვიყავი, მთელი ნაშრომი ერთი პატარა მოძრაობით წამეშალა. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შესწევთ ძალა, სხვადასხვა ხერხით გადაწყვეტილება შემაცვლევინონ. მაგალითად, ჩემი საუკეთესო მეგობარი მოვიდოდა ხოლმე, ყავას ან ჩიას მომიდუღებდა,გამოსაფხიზებლად “სახეში შემომილაწუნებდა” და მეუბნებოდა, რომ თუ ამას გავბედავდი, ხმას არასდროს გამცემდა. დანარჩენები კი უბრალოდ კითხულობდნენ ჩემს ნაწერებს და ისეთ თბილ რაღაცებს მიკომენტარებდნენ, რომ შეუძლებლად მეჩვენებოდა ბლოგის გაუქმება. შესაბამისად, ამ შრომა-წვალებით, მზიანი და ბნელი მომენტების გაერთანებით, დღეს მეორე უიბილეს აღვნიშნავ და მინდა,  მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ოდესმე ერთხელ მაინც უგრძნობინებია ჩემთვის სითბო. და რაღა თქმა უნდა, მადლობა, ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომელიც მისი გამძლეობით, რკინის ფარითა და ხანჯლით, ყოველთვის მზადაა, ნებისმიერ ფასად, სწორ გზაზე დამაყენოს.

ბლოგი მალევე იქცა ჩემთვის ყველაზე კომფორტულ სივრცედ. ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია მთლიანად ვიყო ის, ვინც რეალურად ვარ. პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ მოთუხთუხე ქვაბიდან წყალი გარეთ გადმოსვლას აპირებს – ასეთ სიტუაციაში კი ხშირად ვარ. თუმცა ვცდილობ,თქვენ თავი არ შეგაწყინოთ ხოლმე და ბევრ რაღაცას draft-ებში ვინახავ.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სხვა ბლოგერების ნაწერების კითხვა, ცალკე სიამოვნებაა. ხანდახან მათ პოსტებში საკუთარ თავსაც აღმოვაჩენ და სიხარულისგან არ ვიცი სად წავიდე. გარდა ამისა, რამდენიმე მათგანი გავიცანი კიდეც ^_^ ❤

უკვე მეორე დაბადების დღეს აღვნიშნავ, მე კი დიდი მოდნომებით ვაგრძელებ მუშაობას იმისთვის, რომ მეხუთე და მეათე უიბელეებზეც დავწერო ამგვარი პოსტები.  გავგრძელებ თქვენი შეფასებების კითხვას და შენიშვნების გათვალისწინებას. სულ ვცდილობ ხოლმე, მორიგი პოსტი, იმაზე უფრო კარგი გამომივიდეს, ვიდრე წინა.

ჰოდა, ამ წამს დაასკვენი, რომ ყველაფერი ცუდად მაშინ არაა, როცა ვიღაც ბოღმით გაბერილ კომენტარებს გიგზავნის ან გეუბნება. ყველაფერი ცუდად მაშინ იქნება, როცა  ერთ დღესაც გავიღვიძებ, ჩავრთავ კომპიუტერს და “უორდპრესის” ნაცნობი ლურჯი ფანჯრის დანახვა, ვერ მოახერხებს გული სიხარულისგან ამიფარფატოს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეს ბლოგი ჩემთვის მეტად ძვირფასი რამეა. და მინდა ვაქციო ისეთ სივრცედ, რომელიც არამარტო ჩემთვის, არამედ მკითხველისთვისაც საინტერესო და სასიამოვნო იქნება.

მრავალს, მრავალს, მრავალს 🙂 ❤

17554858_1626590757370054_447267517_n
დედაჩემმა მისივე გამომცხვარი ორცხობილები დამახვედრა :)<3
Advertisements

2 thoughts on “ჩემი სუპერძალა, ანუ ბლოგი 2 წლის გახდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s