ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტი – “13 მიზეზი”

”უკვე რამდენი ხანია, დედამიწაზე სიძულვილით უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულით” – ნოდარ დუმბაძე, “მარადისობის კანონი”. 

ერთ კვირიანი არდადეგები დაიწყო და მეც ჩემს სტიქიას დავუბრუნდი – სახლში, საყვარელ ლეპტოპთან, დღიურთან და ჩაისთან ერთად, “უორდპრესს” ვესტუმრე. ბევრი რაღაც დამიგროვდა მოსაყოლი: ერთ წიგნზე მინდოდა საუბარი,კიდევ ზოოპარკის ამბების დაწერასაც ვაპირებდი და “დონატებში” გადამხდარი ისტორიაც უნდა მეამბო.  თუმცა ეს დღეებია, რაღაცნაირად გამოვეთიშე აქაურობას. ჰოდა დღეს ამაზე უნდა გელაპარაკოთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტია, რაც კი ოდესმე დამიწერია, ამიტომ გამიხარდება თუ წაიკითხავთ 🙂

ჯეი აშერის წიგნზე,”13 მიზეზი”, რამე გსმენიათ?

თუ სწორად მახსოვს, ქართულად 2015-ში ითარგმნა. იმ წლის ფესტივალზე შევიძინე, მთელი აღტაცებით ველოდებოდი. თუმცა სიმართლეს გეტყვით და დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. ძალიან მომეწონა თვითონ იდეა და ამბავი, მაგრამ ავტორის სტილმა ვერ მომხიბლა. ასეა თუ ისე,  დღეს წიგნზე კი არა, მასზე დაფუძნებულ სერილაზე მინდა საუბარი – იმავე სახელწოდებისაა და სულ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა. წიგნისგან განსხვავებულია: ახალი პერსონაჟები, ახალი ისტორიები. ძალიან კარგადაა გადაღებული, თან დართული არაჩვეულებრივი საუნდტრეკები, ყველაფერს უფრო მძაფრს და ემოციურს ხდის.

მოკლედ, დღეს იმ ყველაფერზე უნდა მოგიყვეთ, რაც ჰანა ბეიკერმა მიამბო. დაკავშირებული სურათი

შინაარსი მარტივია:  გოგონა, რომელმაც თავი მოიკლა, ტოვებს კასეტებს, სადაც ასახელებს ცამეტ მიზეზს თუ რატომ მოიქცა ასე. ჰანას ამბის პარალელურად, აწმყოში, სკოლაში მთელი ამბები ხდება. მოზარდები იგებენ, რომ დამნაშვეები არიან –  როგორ მოქცევიან ისინი: სინდისის ქენჯნა შეაწუხებთ, შესაბამისად იმოქმედებენ, თუ საერთოდ გაატარებენ ამ ამბავს? ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან დამნაშავეების სახით, 12 განსხვავებული ადამიანია წარმოჩენილი. მათი არჩევანი, დილემია საკუთარ თავთან, ძალიან რეალურია.

ჰანას ისტორია, თოვლის გუნდის ეფექტის ნათელი მაგალითია. ერთ უბედურებას, მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე და საბოლოოდ, სავავალო შედეგამდე მიგვიყვანა. თან ყველაფერი თავისით აეწყო, გოგონას არაფერი უთხოვია. ეს სულის შემძვრელი ისტორიაა.  ასახულია ყველაფერი, რაც ნამდვილად ხდება. სერიალი საოცრად მნიშვნელოვან თემებს ეხება. ისეთებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ყველა ჩვენგანს, ერთხელ მაინც გამოუცდია საკუთარ ტყავზე და ისეთებზე, რომლებზეც არასდროს გვილაპარაკია. ჩუმ, მტკივნეულ, გამანადგურებელ თემებს. თვითმკვლეობა, ძალადობა, დეპრესია, ჩაგვრა… მტკივნეული ურთიერთობები, იმედგაცრუება, უნდობლობა და ადამიანები, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ, უსაფუძვლო ჭორებს ავრცელებენ, ამით კი სხვას აზიანებენ.

ბოლო სერიაში, თვითმკვლელობის სცენა ზედმეტად დეტალებში იყო გადაღებული. მე, როგორც სუსტი  გულის მქონემ, რაღა თქმა უნდა, სახეზე ხელებაფარებული ვუყურე. მერე რეჟისორის ინტერვიუ წავიკითხე და მისი გათვლაც ეგ ყოფილა: მაყურებელმა უნდა გაიგოს, რომ სუიციდში არაფერია კარგიო, ასე უთქვამს. გამოუვიდათ კიდეც და ნამდვილად შექმნეს, ის მძაფრი ეფექტი, რაც უნდოდათ-არდადეგების პირველი დღეა და ისევ დათრგუნული ვარ.

ჰანას როლში- Katherine Langford

ვიჯექი და ვუყურებდი ამ სერიებს, დავდიოდი სკოლაში, ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად და ერთადერთი აზრი, რაც თავში მიტრიალებდა,  ის იყო, რომ ყოველი სიტყვა, რასაც ერთმანეთს ვეუბნებით, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომაც იყო, რომ ეს კვირა ვერიდებოდი ზედმეტ ლაპარაკს. მესიჯებზე პასუხს ვაგვიანებდი- ვაი და რამე ცუდად გამომივიდეს-მეთქი. სულ ჰანას ხმა ჩამესმოდა – რაღაც მომენტში განადგურებული და რაღაც მომენტში საშინლად ცარიელი.

პეპლის ეფექტი, მეგობრებო. ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რამხელა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელმა ან უცებ წამოსროლილმა სიტყვამ, სხვის ცხოვრებაზე.

რამდენიმე ხნის წინ, მეგობარმა გამიმხილა მისი ბნელი საიდუმლო, მისი ისტორია მომიყვა. მითხრა, თვითმკვლეობა ვცადეო, ასე და ასე იყოო. გადავირიე, გავგიჟდი. დავითრგუნე.  და გავბრაზდი. საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ უყურადღებო ვიყავი. რომ ბრმა ვიყავი. რომ ვერაფერი შევამჩნიე. საშინლად შემეშინდა. დღემდე დამყვება ეს შიში – მეშინია, ნიშნებს ვერ შევამჩნევ ან როცა შევამჩნევ, ძალიან გვიანი იქნება.

იმის მეშინია, რომ ბევრი ჰანა ბეიკერი არსებობს. ერთ დღესაც გავიღვიძებ და ვიღაც, საკუთარი გადაწყვეტილებით, აღარ იქნება. და რომ შეიძლება, ეს ჩემი ბრალიც იყოს. არა იმიტო, რომ  ცუდად მოვექეცი, დავცინე ან ვცემე, არამედ იმიტომ,  რომ ნამტირალევი დავინახე, მე კი უკან არ გავყევი. ან დაჩაგვრის სცენას შევესწარი და არ გამოვქომაგებივარ. ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ასე უყურადღებოდ იქცევა.

ხვდებით, რას ვამბობ?

უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი სითბო, უფრო მეტი ყურადღება და მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ.

სულ ვფიქრობ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, როგორ შეიძლება. ალბათ, მარადისობის კანონი უნდა ავამოქმედოთ, თავის დროზე, ნოდარ დუმბაძემ რომ გაგვიმხილა.

უკეთესი სამყარო, მაშინ გვექნება, როცა არავინ, არასდროს მოკვდება სიძულვილით.

ჰოდა ამდენი ტყუილად არ მილაპარაკია: უყურეთ ამ სერიალს, საჭირო რამეა. წიგნიც წაიკითხეთ. ზოგადად, ვფიქრობ, უფროსებმა მოზარდების ლიტერატურა უნდა იკითხონ, რათა კარგად გაგვიცნონ.

და კიდევ, ერთი თხოვნა მაქვს:

უკეთესები ვიყოთ, რა.

უკეთესები ვიყოთ და ბევრი ჰანა ბეიკერი გადავარჩინოთ.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ 😉 ❤

პ.ს როცა, სერიალზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ, ჰანას მიერ დაწერილი ლექსი. წასაკითხად, დააწკაპეთ აქ.

პ.პ.ს ჩემი ფავორიტი საუნდტრეკები:

  1. A 1000 Times – Hamilton Leithauser + Rostam

 

2. The Killing Moon – Roman Remains

 

 

 

.3. Only You – Selena Gomez (Cover)

4.  Ruelle – Game Of Survival

 

5. Into The Black – Chromatics

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s