“რა გინდა, გოგო, ფეხბურთზე?!”

ეს ბოლო პერიოდი წარმოუდგენლად ჩახლართული გამოდგა. ჩემი ერთფეროვანი ყოველდღიურობისთვის შეუფერებელი, ზედმეტად საინტერესო ამბები გადამხდა თავს. მინდოდა თუ არა ეს,  სიახლეების ქარიშხალში მოვყევი, ამიტომ გადავწყვიტე, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანსა და პრობლემატურ სიახლეზე მოგიყვეთ – ფეხბურთის სფეროში დაბრუნებაზე.

მოკლედ, მაგარი უცნაური ვინმე ვარ. იმდენად უცნაური, რომ მე თვითონ მიკვირს ჩემი ბოლოდროინდელი ქცევების (ალბათ, მორიგი თავის ტრავმის შედეგია). ჩემს მორცხვ და კომპლექსიან მხარეს დავუპირისპირდი, გამბედაობა მოვიკრიბე და ერთწლიანი პაუზის შემდეგ მშობლებს გამოვუცხადე, ფეხბურთის ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას-მეთქი. რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი – დედასგან წამშივე წამოვიდა წინააღმდეგობა. მაგრამ მტკიცედ მქონდა (და მაქვს) გადაწყვეტილი, რომ დათმობაზე აღარ უნდა  წავსულიყავი. ამიტომ, წინასწარ მომზადებულ-ჩამოწერილი ყველანაირი არგუმენტის გამაბათილებელი კონტრარგუმენტები, ფარივით ავიფარე სახეზე და დიდი ძალისხმევით სპორტის სავარჯიშო დარბაზამდეც მივაღწიე. ჰოდა საკუთარი თავით აღტაცებულმა, არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ერთი ჭეშმარიტება, რაც ამ ქარიშხალში აღმოვაჩინე- ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოგწონს.

სამწუხაროდ, საქართველოში გოგო და ფეხბურთი არასასურველი კომბინაციაა. კიდევ უფრო სამწუხაროდ, მეც გავუსინჯე ამგვარი არჩევანის შედეგებს გემო და  გულწრფელად გეტყვით, რომ  ჩემს გაკეთებულ ბორშზე უფრო საშინელია. შარშანწინ, როცა ვთამაშობდი, ყველაფერი ადვილად იყო. უფრო მეტ არასასიამოვნო კომენტარს ბიჭებისგან ვიღებდი, ვიდრე გოგოებისგან. წელს პირიქითაა. ალბათ, იმიტომ, რომ გავიზარდეთ და ახლა უფრო ბევრი რამე “ტეხავს”. თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, რაღაც სისულელეები კი არა, ის უნდა “ტეხავდეს”, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა არ შეგვიძლია.

ამ თემაზე წამოსული კომენტარები ხშირად საერთო შინაარს ატარებენ, თუმცა სამწლიანი დაკვრივების შემდეგ, ერთი გამაღიზიანებელი თვისება აღმოვაჩინე: ვერ გაიგებთ ფრაზებს, როგორიცაა- “რა გინდა ფეხბურთზე?!” ან “ფეხბურთს რატომ თამაშობ?!”. სამაგიეროდ უხვად მოისმენთ უხეშად კორექტირებულებს ანუ: “რა გინდა, გოგო, ფეხბურთზე?!” და “ფეხბურთს რატომ თამაშობ, გოგო?!” . UGH.  რატომ არის ასეთი რთული გასაგები? იმიტომ ვთამაშობ, რომ მომწონს. თქვენც ხომ მოგწონთ რაღაცის კეთება? აი, მაგალითად, მოგწონთ ველოსიპედის ტარება და ყოველ შაბთ-კვირას, ველოსიპედით სეირნობთ. მოგწონთ კომპიუტერული თამაშები და დღეებს კომპიუტერთან თამაშში ატარებთ. მოგწონთ შოპინგი და შოპინგზე ხშირად დადიხართ. აქაც იგივეა – მომწონს ფეხბურთი და ფეხბურთს ვთამაშობ. ელემენტარულია, უოტსონ.soccer-blue-dark

უკვე მოძველდა ხუმრობები, რომლებიც აღწერენ ჩვენს “უუნარობას”, ბურთს ფეხი სწორად დავარტყათ. ასევე მოსაბეზრებელია, უფანტაზიო ადამიანების მიერ, არტისტულად აღწერილი სცენა, სადაც გოგონა მატჩისას ფრჩხილს იტეხს. მესმის, მართლა მესმის, რომ ნაკლებად პოპულარულია ამგვარი ამბები საქართველოში, მაგრამ  რაც იშვიათი და შედარებით უცნობია, არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. მარტო ფეხბურთზე არაა საქმე, ჩვენს ჩვევაშია, რომ სიახლეები მიუღებლად მივიჩნიოთ.

ამიტომ, ბავშვებო, განსაკუთრებით კი თინეიჯერებო, ჩემს გამოცდილებაზე დაყრნობით გეუბნებით: სანამ გადაწყვეტდეთ, უარი თქვათ იმაზე, რაც მოგწონთ, გთხოვთ, გემუდარებით, გევედრებით – დაფიქრდით საკუთარ თავზე და პატივი ეცით მას. მითხარით, სხვების აზრი თქვენს ბედნიერებაზე  უფრო მნიშვნელოვანია?!

მოკლედ, უკეთესს იმსახურებთ, რა. ამიტომ, მოგწონთ რაღაც საქმე? გააკეთეთ. ეს არის ჩემი მანტრა, რომელიც ბევრ რამეში მეხმარება 🙂 მესმის თუ რამხელა გამბედაობა სჭირდება დაუპირსპირდეთ საკუთარ მშობლებს ან მეგობრებს, მაგრამ  მოიქეცით ისე, როგორც სწორია და არა ისე, როგორც მარტივია. მე ამ საქმეში ბებოს ამბები დამეხმარა, მისი ბავშვობიდან. სულ გაბრწყინებული მიყვება, სკოლის პერიოდში როგორ იკეთებდა პარიკს და იცვამდა შორტებს, იმისთვის რომ ბიჭებთან ერთად ფეხბურთი ეთამაშა. ჰოდა თამაში/ვარჯიში არ გავა ისე, თვალწინ ბიჭურად გამწყობილი ბებო რომ არ წარმომიდგეს, თავდასხმაში მოთამაშე და დიდ სტადიონზე მორბენალი. ❤

ამიტომ,  მეგობრებო, ვაკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. ესაა მთავარი წესი და კანონი.

აბა, წარმატებულ კვირას გისურვებთ 🙂 e39b1b41b65af501b694578a5c12f875

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s