მხოლოდ ბოლო გაჩერებაზე

–  დღევანდელზე ვფიქრობ

– მე კიდევ ამ წამის დამახსოვრებას ვცდილობ, – ვპასუხობ და მანქანის გარეთა სარკეში მის გამოსახულებას ვაკვირდები. ვატყობ, მოეწონა ეს იდეა – ბედნიერი მომენტების დამახსოვრების იდეა. მართლაც საოცარი დღე იყო. ისეთი, რომელიც სამუდამოდ დაიდებს ბინას ჩვენი გონების ყველაზე ნათელ ადგილას.

უკვე დაგვაღამდა. მანქანა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე მსუბუქად მისრიალებს. ფანჯარა ჩამოწეული გვაქვს, ქარი მსუბუქად გვეფერება სახეზე და გაშლილ თმებს გვიფრიალებს. წერტილებად განათებული თბილისი მოციმციმე ციცინათელებს მაგონებს და სიმშვიდეს მგვრის. დინამიკებში გაჟღერებული მუსიკა, რომელიც არასდროს ჩუმდება, საოცრად ერგება ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას.

ნატა ბედნიერია. მეც.

ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ თუ უკან მივიხედავ, საოცრად გრძელ, უსასრულო გზას დავინახავ. გზას, რომელიც ერთად გამოვიარეთ.19075288_1713082345387561_955954111_n

მანქანის გარეთა სარკეში რაღაც წამიერად ელავს. ახლა, მკაფიოდ, იმ მზიან დღეს ვხედავ, როცა სულ პატარები ვიყავით და როცა, ერთმანეთს პირველად შევხვდით. მაშინ, არც მე, ავტობუსის გაჩერებაზე მომლოდინეს, და არც ნატას, ფერადი “შპილკებით” მოთამაშეს, წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ეს ორივე ჩვენგანისთვის გარდამტეხი მომენტი იქნებოდა. ყველაფერი წამიერად მოხდა: ნატას უცნაურმა “სათამაშომ” ჩემ უკან ჩამოიქროლა, მე მივიხედე და ჩვენი ამბავიც დაიწყო. შემდეგ ამ გრძელი გზის გასავლელად, ერთად ჩავსხედით მანქანაში და დღემდე მივდივართ წინ.

თავს ბევრი რამ გადაგვხდა, ძალიან ბევრი. იყო ცუდი ეპიზოდებიც, პატარ-პატარა ჩავარდნებიც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იყო ბედნიერი, მხიარული და სასიამოვნო წამები. ჩვენს ურთიერთობაშიც გამოჩნდა ჩემი უცნაური, ანუ სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან დაახლოების, თვისება. რა ვქნა და ასე უფრო საინტერესოა ყველაფერი. ყველანაირი ასპექტით განსხვავებულობის მიუხედავად, მაინც საკმარისი საერთო აღმოვაჩინეთ თუ გავიჩინეთ, ამიტომ ნამდვილად შესაშურად გვაქვს საქმე, რადგან ერთმანეთს საოცრად ვეწყობით. აქ წესით, თავის დასაზღვევად, ხეზე სამჯერ უნდა დავაკაკუნო და ყოველგვარი ბოროტი თვალი ავირიდო, მაგრამ  არაფერსაც არ ვაკეთებ, პირიქით უდარდელობას ვინარჩუნებ: გინდ ავი თვალი მოვიდეს და გინდ ყველაზე სასტიკი გველეშაპი გამოუშვით – ჩვენს ურთიერთობას იმდენად მყარი ფესვები აქვს, რომ ვერაფერსაც ვერ დააკლებს. ასე დარწმუნებული, ალბათ, არასდროს ვყოფილვარ.იეს.jpg

როცა, მორიგი მოსახვევი გავიარეთ, იმაზე დავფიქრდი თუ როგორი ვიქნებოდი დღეს, ნატას რომ არ შევხვედროდი. უცებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს დემენტორები მიახლოვდებიან. საშინლად მაკანკალებს. “ექსპექტო პატრონუმ”- სასწრაფოდ ვჩურჩულებ და ვცდილობ, ყველაზე ბედნიერი წამები წარმოვიდგინო. თუმცა გონების დაძაბვა არ მჭირდება, რადგან ბედნიერება წინა სავარძელზეა. ამიტომ, უბრალოდ თვალებს ვახელ და ნატას გამოსახულებას ვაკვირდები. გულზე მეშვება – დემენტორები მაშინვე ქრებიან.

რაღაცნაირად სიამაყით ვივსები უკან გახედვისას. იმ სამყაროში, სადაც ყველაფერი წარმავალია და სადაც, სიყალბე ბატონობს, ძალიან რთულია, შეინარჩუნო ნამდვილი მეგობარი ამდენი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ჩვენს ასაკში. ნატასთან არაფრის კეთებაც კი ყველაზე საიამოვნოა და წარმოუდგნელად მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს.

10 წელია აქ ვართ, ამ მანქანაში. მიხვეულ-მოხვეულ გზებს გავდივართ და ვცდილობთ, ყოველი წამი მოვიპაროთ, ყოველი მომენტი დავიმახსოვროთ.

ერთადერთი, რასაც ჩვენი მეგობრობის ოქროს დაბადების დღეზე ვისურვებდი ისაა, რომ არასდროს ჩავიდეთ სხვადასხვა გაჩერებებზე. ვიაროთ დაუსრულებლად და გვქონდეს მხოლოდ ერთი, საერთო, გაჩერება, სადღაც შორს, გზისა და ცის დასალიერზე.

 

 

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s